საკითხავისასარგებლო

კვების სწორი რეჟიმი მათთვის, ვინც სპორტით არის დაკავებული

871a866da09b

საკვები პროდუქტების სწორად შერჩევას, საკვებ რაციონსა და კვების რეჟიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც სპორტით და ზოგადად რეგულარული ვარჯიშით არის დაკავებული.

შეჯიბრების წინ შემწვარი საკვების  მირთმევა რომ არ არის მიზანშეწონილი, ამას ბევრი აცნობიერებს. ისიც იცის, რომ სპორტსმენის კვების რაციონი და რეჟიმი განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის რაციონისგან. მძიმე და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, აქედან გამომდინარე – ცალკეული ორგანოების ფუნქციებისადმი წაყენებული სპეციფიკური მოთხოვნები, საკვები რაციონის თავისებურ შერჩევას საჭიროებს.
30d537876e9c

სისტემატური ვა­რჯიშით დაკავებული ადამიანისთვის საკვებმა შემდეგი საკითხები უნდა გადაჭრას:
ყოველ კონკრეტულ ეტაპზე უზრუნველყოს ორგანიზმის მომარაგება საკმარისი რაოდენობის კალორიებით, საკვები ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით;უზრუნველყოს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზება და გააქტიურება ორგანიზმში;ხელი შეუწყოს სხეულის მასის მატებას ან შემცირებას (ზოგჯერ კი – უცვლელ მდგომარეობაში შენარჩუნებას);შეცვალოს სხეულის ზოგადი მდგომარეობა, გაზარდოს კუნთების მოცულობა და შეამციროს ცხიმოვანი ქსოვილი;შექმნას ოპტიმალური ჰორმონული ფონი, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას და, აქედან გამომდინარე, საუკეთესო შედეგების მიღწევას.
a7e4f5ebffbf

გადაძღომამ და გარკვეული სახის პროდუქტებით კვებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ვარჯიშის ეფექტურობაზე, გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, კერძოდ, მისი შენელება-შესუსტება, გულისრევა, ღებინება. გარდა ამისა, თუ ვარჯიშის შემდეგ საკვების მიღებას ხანგრძლივი დროით დააყოვნებთ, შესაძლოა სისუსტე და უმ­ოტივაციობა იგრძნოთ.
b07ca5d653ee

თუ დილაობით დარბიხართ, ნოყიერ საუზმეს, ანუ კარგად დანაყრებას უნდა ერიდოთ. სირბილი კარგია სადილობის წინა საათებშიც. საკვებად აუცილებელია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც ადამიანს ენერგიით აღავსებს და რომლებისგანაც ვარჯიშის დაწყების დროისათვის კუჭი უკვე დაცლილი იქნება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ნახშირწყლები. ისინი ადვილად შეითვისება. რაც შეეხება ცილებსა და ცხიმებს, ისინი შესაძლოა კუჭში ხანგრძლივი დროით დაყოვნდეს.
3f3d6102b6a5

თუ დილაობით ადრიანად ვარჯიშობთ, ენერგიის მოსამატებლად უმჯობესია საკუთრივ ხილის ან ხილის წვენის მიღება. შეიძლება მხოლოდ წყლის დალევაც. თუ დილაობით შედარებით გვიან გიწევთ სპორტით დატვირთვა, მაშინ რეკომენდებულია ნახშირწყლებით მდიდარი საუზმე. შეგიძლიათ შვრიის ფაფის, თაფლის, ჯემის და სხვა საკვების მიღება. თუ უშუალოდ სადილობამდე ვარჯიშობთ, ფიზიკურ დატვირთვამდე მსუბუქად წახემსება დაშვებულია, ვარჯიშის შემდეგ კი აუცილებელია ცილებითა და ნახშირწყლებით გაჯერებული საკვების მიღება, რათა ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგია შეივსოს და დაზიანებული ქსოვილები აღდგეს.
1c100d662468

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close