გართობაუცნაური

ტორონტოს ზოოპარკის ადმინისტრაციამ დააშორა გეი-პინგვინები

4d3daba4b0d1
კანადის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ქალაქის ტორონტოს ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს დააშორონ ერთმანეთს აფრიკული გეი-პინგვინების წყვილი, რათა მოუძებნონ მათ მდედრი შეწყვილებისათვის.
ერთ-ერთი მამრი პინგვინის სახელია ბადი (Buddy) და ის 21 წლისაა, ხოლო მეორე მამრი პინგვინის სახელია – პედრო (Pedro), რომელიც 10 წლითაა უმცროსი ბადიზე; ისინი ჩამოიყვანეს ამერიკის ქალქიდან – ტოლედიდან (Toledo); ზოოპარკის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება ჰომოსექსუალი პინგვინების ბადისა და პედროს დაშორების თაობაზე იმის გამო იქნა მიღებული, რომ პინგვინებს გამრავლება სჭირდებათ, ისინი ხომ იშვიათი სახეობის აფრიკული პინგვინების წარმომადგენლები არიან…
e1abdd07b8a6
მაგრამ, როგორც საბოლოოდ გაირკვა, რეპროდუქცია საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ბადის (Buddy) და პედროს (Pedro) არ აინტერესებთ, ყველა „ლამაზმან“ პინგვინთან ურთიერთობას, მათ ურჩევნიათ ერთმანეთის კომპანია.
ზოოპარკის დირექტორის აზრით, ბადი და პედრო მართლაც ერთმანეთს ძალიან შეეჩვივნენ ამ 1 წლის განმავლობაში, ისინი ერთად დაცურავენ და ერთად სძინავთ;
ამასთან სპეციალისტმა და ექსპერტებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ მათი ასეთი თბილი დამოკიდებულება განპირობებულია მათი სოციალური კავშირების მოთხოვნილებით და არა სექსუალური ორიენტაციით.
21 წლის ბადის უკვე აქვს “ოჯახური ცხოვრების” გამოცდილება, ადრე ის დედალ პინგვინთან ერთად ცხოვრობდა, რომელთანაც რამდენიმე ბარტყი შეეძინა. ხოლო 10 წლის პედროს აქამდე არ რგებია მამობის ბედნიერება. საბედნიეროდ, ძალიან მალე ბადის და პედროს დედალ პინგვინებთან ცხოვრება მოუწევთ. ბადი 70-75 სანტიმეტრის სიმაღლისაა და იწონის 5-6 კგ-ს. საერთოდ, გამრავლების პერიოდში, პინგვინები ჰქმნიან სამუდამო წყვილებს, ხოლო ახალი პარტნიორის ძებნა წყვილიდან რომელიმე პინგვინის დაღუპვვის შემთხვევაში იწყება.

bfa12ec01b20
მოსკოვის ზოოპარკის სამეცნიერო გენერალური მდივანის თქმით, არატრადიციული ორიენტაციის პინგვინები – იშვიათობას არ წარმოადგენს. დაახლოებით ყოველი მე-20 წყვილი ან გეია ან ლესბოსელი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათ ანატომიურ სტრუქტურაზე, უბრალოდ რომ ვთქვათ, მამრი პინგვინები ფიზიკური თვალსაზრისით უფრო ადვილად წვილდება მამრთან, ვიდრე მდედრთან…
გეების ან ლესბოსელების წყვილების გარჩევა ძალიან რთულია ჩვეულებრივი წყვილებისაგან , რადგანაც მათ არ აქვთ სექსუალური თვისებები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცხოველთა ბევრ სახეობას, რომლებიც ადრე მიჩნეული იყვნენ მონოგამიურებად, დღესდღეობით დამტკიცდა, რომ მრავალფეროვანი სექსუალური ურთიერთობები ახასიათებთ, ან ორიენტირებულები არიან ბუნებაში სარგებლობის მიღებაზე..

26a49c6380d8

c5beb3121216
35a1e7c8eefa
6319e15cac7b
33c2046e9c5e

blogerlady

age: 14
Back to top button