არქივი

ქვეყნები შეიარაღებული ძალების გარეშე

b402bb430e33
მაშინ როცა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იწონებს თავს შეიარაღებული ძალების სიძიერით, აღჭურვილობით და სიდიდით, არსებობენ ქვეყნები რომლებსაც ჯარი საერთოდ არ ჰყავთ. ამის მიზეზი ზოგ შემთხვევაში ქვეყნის ისტორიაა ხოლო ზოგ შემთხვევაში კი მდებარეობა.

სოლომონის კუნძულები
08fe308cfef3
ეს ქვეყანა ერთი-ორი კუნძულისაგან ნამდვილად არ შედგება. ის ათასობით კუნძულისაგან შექმნილ არქიპელაგზეა განთავსებული. 1893 წლიდან სოლომონის კუნძულები დიდ ბრიტანეთს გადაეცა მფარველობის ქვეშ და ეს 1976 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ იქ საკუთარი მთავრობა ჩამოაყალიბეს და 1998 წლამდე სტაბილური სიტუაცია შეინარჩუნეს, თუმცა 1998-2006 წლებში სამოქალაქო ომი მიმდინარეობა, რომლის შეჩერება ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ჩარევის მეშვეობით მოხერხდა. სოლომონის კუნძულებს არ ჰყავს არმის, მოსახლეობის დაცვაზე პოლიცია ზრუნავს.

კოსტა რიკა
b29ea86dd096
კოსტა რიკას ერთ დროს არმია ჰყავდა თუმცა 1948 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ, პრეზიდენტ ფერერის გადაწყვეტილებით არმიის ყოლა აიკრძალა. ამ სამოქალაქო ომმა 2000-ამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პოლიცია ზრუნავს. კოსტა რიკა გაერთიანებულია სამხედრო ალიანსში რომელშიც ლათინური ამერიკის 21 ქვეყანა შედის და ასევე აშშ. თუ ვინმე კოსტა რიკას ომს გამოუცხადებენ, მას 21 ქვეყანა დაიცავს.

პალაუ
ca8b5f5674c2
ნაცვლად არმიისა პალაუს აქვს ნაციონალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც მოსახლეობისა და წესრიგის დაცვაზე ზრუნავს. იმ შემთხვევასი თუ პალაუს ომის საფრთხე დაემუქრება, მას მფარველობას შეერთებული შტატები გაუწევს, 1983 წლის ხელშეკრულების მიხედვით.

ანდორა

ee216ce29a96
მიუხედავად იმისა რომ ანდორას ორგანიზებული ჯარი არასდოს ყოლია, მათ მაინც ეყოთ სიმამახე და 1914 წელს გერმანიას ომი გამოუცხადეს, რიცათ პირველ მსოფლიო ომში ჩაერთვნენ. ომის დასრულების შემდეგ ვერსალში ანდორის წარმომადგენელი არ მიუწვევით ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, რადგან ამ ქვეყანას არასერიოზულად ეკიდებოდნენ. 1931 წელს ანდორის 240 კაციანი არმია, შეუერთდა პოლიციას. ანდორას ომის შემთხვევაში მფარველობას ნატოს შეიარაღებული ძალები გაუწევენ.

ლიხტენშტეინი

353770bc0775
სხვა ქვეყნების მსგავსად ლიხტენშტეინმაც გააუქმა შეიარაღებული ძალები. 1868 წელს მოდა, ავსტრია – პრუსიის ომის შემდეგ, რადგან პატარა ქვეყნისათვის არმიის შენახვა ძალიან ძვირი იყო. ლიხტენშტეინს ოფიციალური დამცველი არ ყავს და ომის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევას ძნელად თუ შეძლებს.

 

Back to top button