უცნაური

10 ყველაზე უცნაური პასპორტი

3381e0854f65
წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაური პასპორტების 10-ეულს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პასპორტთა სიაში შედის საქართველოს ბიომეტრიული პირადობებიც(პასპორტები).
82631d43caaa
მომავალი ქვეყნის პასპორტი, კატალონია
კატალონიის ავტონომიურმა რესპუბლიკამ სერიოზულად გადაწყვიტა, რომ გამოეყოს ესპანეთს. ამ რეგიონის მუნიციპალიტეტებში და რაიონებში უკვე ჩატარდა საკონსულტაციო რეფერენდუმები და მადრიდის წინააღმდეგობის მიუხედავად პლებისციტის ჩატარება დაგეგმილია 2014 წელს. მოქალაქეობის მიღება უკვე შესაძლებელია, შეიძლება ამ პასპორტს იურიდიულად ძალა არ აქვს, მაგრამ ცოტახანში შეიძლება გაუჩნდეს.
3130d1270e17
ყველაზე “უუარო” პასპორტი. დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ფინეთი
დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და ფინეთის პასპორტების მფლობელები არიან ყველაზე ბედნიერი მოგზაურები, რადგან მათ შეუძლიათ შევიდნენ 173 ქვეყნის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე. რუსებისთვის ეს ციფრი არის 95, ხოლო უკრაინელებისთვის 77. ამ კომპონენტში აბსოლუტური აუთსაიდერები კი არიან ავღანეთის მოქალაქეები, რადგან მათი ნახვა უხარიათ 28 ქვეყნის ტერიტორიაზე და ეს 28 ქვეყანაც ყველაზე განუვითარებლები და საცოდავები არიან.
6aa73e871db3
პასპორტი როგორც ხელოვნების ნიმუში, ლადონია
ლადონია ეს არის არააღიარებული ქვეყანა, რომელიც მდებარეობს შვედეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ამ პასპორტის შემქმნელი ერთ დროს ყიდდა შვედეთის ნაბეჭდ პასპორტებს, ამიტომაც სტოკჰოლმის აეროპორტში ჩამოდიოდა უამრავი აფრიკელი ყალბი დოკუმენტებით, რომ დასახლებულიყვნენ თავიანთ ახალ ტერიტორიაზე. დღეს ამ მიკრონაციის პასპორტებს აძლევენ მარტო მათ ვისაც აქვს მის მიმართ რაიმე განსაკუთრებული მიღწევა, ხოლო გარეკანი კი არის ხელოვნების ნიმუში.
d0cf0c5cb604
ყველაზე ლამაზი პასპორტი
ავსტრალიის მოქალაქის პასპორტი არის უდავოდ ყველაზე ლამაზი პასპორტი. გარე ყდაზე გამოსახული არის ერთ მხარეს კენგურუ, ხოლო მის საპირისპიროთ მეორე მხარეს კი სირაქლემა, ხოლო შიგნიდან კი ის ძალიან წააგავს საბავშვო გასაფერადებელ წიგნს, ვიდრე რაიმე სოლიდურ დოკუმენტს.
6c5aa9893053
ყველაზე ინოვაციური პასპორტი, საქართველო
საქართველომ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ მიებაძა სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის და გამოიგონა თავისი პლასტიკური ბიომეტრიული პასპორტი. ეს არ არის უბრალო ID ბარათი, მას შეუძლია, რომ ჩაანაცვლოს სხვა ბევრი ბარათები და დოკუმენტები, ამ ბიომეტრიულ ბარათს შეუძლია იყოს პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სტუდენტური ბილეთი, სადაზღვიო პოლისი და ა.შ.
d79242a160cc
არამოქალაქის პასპორტი – ლატვია და ესტონეთი
ლატვიშა და ესტონეთში არის უცნაური პასპორტი იმ ხალხისთვის, რომლებიც არ არიან ამ ქვეყნების მოქალაქეები. პასპორტს აძლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც გადავიდნენ საცხოვრებლად ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს. 1940-1991 წლები ესტონეთში და ლატვიაში ითვლება ოკუპაციის წლებად, ამიტომაც იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეცხოვრათ ამ ქვეყნებში და გახდნენ ემიგრანტები, გადაეცემათ პასპორტები. პასპორტი ადამიანს აძლევს უფლებას, რომ იცხოვროს, იმუშაოს და თავისუფლად გადაადგილდეს ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ტერიტორიაზე. მფლობელებს არ აქვთ მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
672bb3e971df
მსოფლიო მოქალაქის პასპორტი
ეს დოკუმენტი გაიცემა 1954 წლიდან ორგანიზაცია World Service Authority-ის მიერ. ამ პასპორტის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ იმ ადამიანს რომელსაც არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა. მაგალითად 2013 წელს ამერიკელმა ედვარდ სნოუდენმა აიღო ამის მსგავსი პასპორტი. ამ პასპორტს ოფიციალურად აღიარებს მხოლოდ ექვსი ქვეყანა, მაგრამ 80-ზე მეტმა დაუფიქრებლად და შეცდომების გამო შეუშვა თავის ტერიტორიაზე ამ პასპორტის მფლობელები.
a8d4f62e0be5
საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტი
საბჭოთა კავშირი დაიშალა დაახლოებით 22 წლის წინ, მაგრამ უამრავი ადამიანი დღესაც ინახავს საბჭოთა კავშირის პასპორტს, ხოლო რუსეთში ეს პასპორტი არის დაშვებული, მაგრამ რუსეთის მთავრობა ცდილობს, რომ ჩაანაცვლოს ახალი პასპორტებით საბჭოთა კავშირის პასპორტები, მაგრამ ბევრს არ უნდა, რომ დაშორდეს თავის საყვარელ წითელ წიგნაკს.
a721c1d89b36
არაღიარებული ქვეყნის აღიარებული პასპორტი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა გამოეყო კვიპროსის რესპუბლიკას 1974 წლის სამხედრო დაპირისპირების შემდეგ. ამჟამად კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პასპორტი აღიარებული თურქეთის მიერ, რადგან მას აქვს ოკუპირებული, მაგრამ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პასპორტი აღიარებულია კიდევ სხვა ბევრი ქვეყნის მიერ, მაგალითად: სირია, ავსტრალია, აშშ, საფრანგეთი პაკისტანი და სხვები.
22b4fd0bd846
ინტერნეტ ქვეყნის პასპორტი, ვირტლანდია
ვირტლანდია ეს არის ინტერნეტ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი სახელმწიფოს შექმნას თავისი ატრიბუტებითა და მრავალათასიანი მოსახლეობით. ამ სახელმწიფოს განსაკუთრებულობა არის ის, რომ ის არსებობს საერთაშორისო ინტერნეტ ქსელში და არანაირ რეალურ ტერიტორიას არ მოიცავს. შემქმნელებს მიზნად აქვთ დასახული, რომ გადაიტანონ მოქალაქის სახელმწიფო უფლებები თვითონ განაწილებულ ონლაინ სამყაროში. ინტერნეტ ქვეყანაში არსებობს ონლაინ ფული, ონლაინ მაღაზიები, ონლაინ დანაშაულებები და ონლაინ სამყარო. დღეს ნებისმიერს შეუძლია, რომ აიღოს ვირტლანდიის ნამდვილი პასპორტი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button