Echapee – აკვარიუმი იმ თევზებისთვის, რომლებიც ოცნებობენ გაქცევაზე…
აკვარიუმი ეს არ არის უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი თევზებისთვის, არამედ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ გაალამაზოთ ოთახის ინტერიერი. თანამედროვე დიზაინერებს ძალიან კარგად ესმით, რომ აკვარიუმი არის ოთახის ძალიან კარგი ატრიბუტი, ამიტომაც დიზაინერები იგონებენ აკვარიუმების განსაკუთრებულ ფორმებს და ამის ერთ-ერთი საუკეთესო ცდა არის აკვარიუმი Echappee დიზაინერ Sebastien Cordoleani-სგან და მინაზე მუშაობის მასტერისგან – Vincent Breed-ისგან.
მათი ინტერპრეტაციის მიხედვით აკვარიუმი მართკუთხა აკვარიუმი იქცევა უფორმო მინის ნატეხად, რომელიც სავსეა წყლით.
დიზაინერებმა თავიანთ ქმნილებას უწოდეს “გაქცევა” იმის მისანიშნებლად, რომ ყოველი თევზი ისურვებდა, რომ თავი დაეღწია მინაში ტყვეობისგან. უფორმო მინის ნატეხი ექცევა თევზების ინტერესის სფეროში და იქმნება წყლის ეფექტი, ხოლო ეს ყოველივე კი არის სითავისუფლის მოყვარული თევზების ნამდვილი სამოთხე.
არის სხვადასხვა ვერისიებიც თუ რა არის ეს უფორმო მინის ნატეხი თევზებისთვის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ნამდვილად შთამბეჭდავია და ნებისმიერი ოთახის ინტერიერს მოუხდება.