არქივი

ინოვაციური ელექტრომობილი

d308fcf10660

ფრანგულმა კომპანიამ,  სახელად Induct, შეიმუშავა ელექტრული შატლი, რომელსაც მძღოლის გარეშე გადაადგილება შეუძლია და ენერგიის მარაგს უსადენოდ ივსებს. ამ უცნაური ელექტრომობილის სახელია Navia.

 

პირველად ის სინგაპურში გამოსცადეს, ახლახანს კი მწარმოებელმა ლას ვეგასში, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES) გამოფინა.
e27c67dbb1e8

დღეს ელექტრომობილებით ვეღარავის გააკვირვებ. ავტონომიურ ავტომობილებზეც უკვე ბევრი კომპანია ატარებს ექსპერიმენტებს. ინდუქციური ელემენტების დამუხტვა კი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს, რადგან სპეციალური ინფრასტრუქტურა ესაჭიროება. თუმცა Induct-მა მისი დანერგვა უკვე გადაწყვიტა და ამ ტექნოლოგიის პირველი კონცეპცია, Navia-სთან ერთად შემოგვათავაზა.
f2639d4a4caa

Navia მცირე მანძილის ჩაკეტილ წრეზე რეისების შესასრულებლადაა განკუთვნილი და მისი მარშრუტი, კომპიუტერშია შეყვანილი. როდესაც უმძღოლოდ გადაადგილდება, ყველა მგზავრი მისთვის სასურველ გაჩერებას, სენსორული ეკრანის დახმარებით თავადვე უკვეთავს, ჯდება და როცა დანიშნულების ადგილს მიაღწევს, ავტომობილი თავად გაჩერდება და კარსაც გაუღებს.
4fc9676ec615
Navia-ს ნაკლიც აქვს – ძალიან ნელა გადაადგილდება. მისი სიჩქარე 20.11 კმ/სთ-ია. თუმცა, რისთვისაც შექმნილია, იმ დანიშნულებას ასეთი დაბალი სიჩქარითაც იდეალურად ართმევს თავს. სამაგიეროდ, გარემოსადმი მეგობრულია და ბოლოს და ბოლოს მომავალში სიჩქარის გაზრდაც არ იქნება პრობლემა.
a3dbcb5448ae

Back to top button