TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

10 ყველაზე უჩვეულო ნაძვის ხე

9ccc3e63757e

ფერად-ფერადი ბურთებით, ნათურებით და სხვა აქსესუარებით მორთული ნაძვი ახალი წლის განუყოფელ ატრიბუტად იქცა. საშობაოდ ყველა ოჯახში შეხვდებით ლამაზად მორთულ ნაძვს. მისი, როგორც საახალწსლო ხის წარმოშობის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით მარტინ ლუთერი დათოვლილ ნაძვნარში მიდიოდა, თოვლს მთვარის შუქი ეცემოდა და ისე ბრწყინავდა, როგორც მოლივლივე ზღვა მზის ჩასვლისას. ლუთერი აღაფრთოვანა პეიზაჟის მშვენიერებამ. მან მარადმწვანე ხე მოჭრა სახლში წაიღო და სანთლებით მორთო. ამის შემდეგ კი, ლუთერანულ ეკლესიაშიც დადგეს წინასაშობაოდ და წარმოიშვა საახალწლოდ ნაძვის მორთვის ლამაზი ტრადიცია.

დღეს კი მოგიყვებით და გიჩვენებთ 10 ყველაზე უჩვეულო ნაძვის ხეს რომელიც მსოფლიოში შეუქმნიათ.

10. ნაძვის ხე წყალქვეშ

9ccc3e63757e
მილანის “ოკეანის პარკის ” მყვინთავებმა აკვარიუმში დაამონტაჟეს ლამაზად მორთული ნაძვის ხე. ადმინისტრაციამ საჩუქარი გაუკეთა ვიზიტორებს და წყალქვეშა ნაძვის წინ სანტაკლაუსები და ქალთევზები პოზირებდნენ.

9. ნაძვის ხე ქილებით

855ecde06ffd

შორიდან თუ შეხედავთ ეს ჩვეულებრივ საშობაო ხეს ჰგავს თუმცა თუ ახლოს მიხვალთ დაინახავთ რომ ეს ერთჯერადი ლუდის ქილებისგანაა დამზადებული. ეს გამოგონება დეივის ბერშოუს ეკუთვნის და მას ერთი ხის გასაკეთებლად 4 დღე სჭირდება.

8. ნაძვი უკუღმა

b7774445cb42

უკუღმა ნაძვებს აკეთებენ ისინი ვისაც მხიარულება უყვარს და ცოტა კრეატიულიცაა. ოვროპის ქვეყვებში ეს საკმაოდ მოდური გახდა და ხშირად დგამენ სახლში უკუღმართ ნაძვის ხეს.

7. კარტოფილის ნაძვის ხე

15d9f36f176c

 

ეს უცნაური და განსაკუთრებული კარტოფილის ნაძვის ხე 2007 წელს ლიმას უნივერსიტეტში იდგა. სტუდენტებმა მის დასამწადებლად 100 კილოგრამზე მეტი, 2000 ცალი კარტოფილი გამოიყენეს. შეიძლება ითქვას სხვადასხვა ჯიშის კარტოფილები თავისი ფორმებითა და ფერით ასახავს პერუს მრავალფეროვნებას.

6. LED საახალწლო ნაძვის ხე

bfcd71caa77f

 

LED ნაძვის ხე ანათებდა დუბლინის ცას 2008 წლის სეზონზე. იგი იწონიდა 5 ტონას და შედგებოდა 100000 ნათურისაგან. ამ ელეგანტური და მართლაც მშვენიერი ნაძვის ხის დიზაინი შექმნა და შემდეგ დაამონტაჟა კომპანიამ : “Blachere Illumination”.

5. სვაროვსკინ ნაძვის ხე 
7777b1c3a878

 

სვაროვსკი, რომელიც თავის სფეროში ერთ-ერთი წამყვანია 2010 წელს შექმნა არაჩვეულებრივი ნაძვის ხე. იგი 2000 კრისტალისგან იყო აწყობილი და ტაილანდში, “სიამ პარაგონ შოპინგ მოლში” იდგა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ციურიხში უკვე 15 წელია არის 7000 სვაროვსკის კრისტალისგან შექმნილი ნაძვის ხე.

4. მურანოს მინის ნაძვი
33a30d44f320

 

იტალიის კუნძული მურანო ნამდვილი მინის სამოთხეა. მთელს მსოფლიოშია ცნობილი მურანოს მინა თავისი ათასწლოვანი ფერებით, დიზაინითა და დამზადების ტექნიკის გამორჩეულობით. იგი იტალიის მნიშვნელოვანი განძია.

უმაღლესი მინის ნაძვის ხე მურანოში შექმნეს 2006 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ვენეციაში დადგეს. მისი არქიტექტორები იყვნენ ჯანმარკო ფერო და პაოლო დედემო, თუმცა მონუმენტური მინის ნაძვის ხე შექმნნა მინის შესანიშნავმა ოსტატმა და დიზაინერმა სიმონე ჯოვანი კენედესმა.

3. წყლის ბოთლების ნაძვის ხე
9e6af2e533fe

ყველაზე გიჟური და უცნაური ნაძვისხეების მესამე ადგილი გადამუშავებული პოლიეთილენის ბოთლების ნაძვის ხემ დაიკავა. ამ კონსტრუქციის მთავარი მიზანი იყი გადამუშავებული პროდუქტის შესახებ დამკიდებულების შეცვლა და ცნობიერების ამაღლება.

2. ალმასის ნაძვის ხე

dbf7bf4e6f2a
“სიუ კი ჯეველერმა” პირველმა მოიფიქრა შეექნმნა ალმასებისაგან ნაძვის ხე. ეს გასაოცარი ქმნილება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ნაძვის ხეა. ხე შედგებოდა 913 კარატის წონის 3762 დახვეწილი ალმასისაგან. იგი მორთული იყო 500-ზე მტი ნათურით და 3 ტონას იწონიდა. 2007 წელს მისი სავარაუდო ფასი იყო 1550000 დოლარი. რეალუად კი ყველაზე ძვირი ნაძვის ხე მინიატურულია შედგება უძვირფასესი ალმასებით თუმცა 1800000 დოლარი ღირდა.

1. შოკოლადის ნაძვის ხე
82935947a5a9
ბოლოს კი წარმოგიდგენთ საახალწლო ატრიბუტს რომელმაც ყველაზე უცნაური ნაძვის ხეების ისტორიაში პირველი ადგილი დაიკავა. სურათზე გამოსახული ძალიან გემრიელად გამოიყურება. ფრანგი კულინარები გვაოცებენ თავისი შოკოლადიშ ქმნილებებით. ამ  ტკბილი ნაძვის ავტოია პატრიკ როგერი და მისი სიმაღლე ათ მეტრს აღემატებოდა. ხუთტონიანი შედევრის შექმნას ავტორმა თავის გუნდთან ერთად ერთი თვე მოანდომა. ნახვი დამზადებული იყო შავი შოკოლადით და გაფორმებული იყო სხვადასწვა საახალწლო ფიგურებით.

თუ მოგწყინდათ ერთფეროვნება შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაამზადოთ ორიკინალური და უჩვეულო ნაძვის ხე სხვადასხვა ნივთებისაგან.  ყველაფერი უკვე თქვენს კრეატიულობაზეა დამოკიდებული.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში
Back to top button