არქივი

რძის პროდუქტების სასარგებლო თვისებები

c5465858c4df

კულინარიულ სამყაროში დღემდე არ გამოჩენილა არაფერი, სასარგებლო თვისებებით რძის პროდუქტებს რომ აღემატებოდეს. რძის ნაწარმი შეიცავს ყველა ნივთიერებას, რაც კი საჭიროა ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის, ურომლისოდაც მას ნორმალური არსებობა არ შეუძლია: სრულფასოვან ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, არაორგანულ მარილებს, ვიტამინებს, ჰორმონებს,  რომლებიც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარებიან.


ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა მაწონი და კეფირი, შეიცავს არაერთ სასარგებლო მიკროორგანიზმს: რძემჟავა სტრეპტოკოკებსა და ჩხირებს, ძმარმჟავა ბაქტერიებსა და საფუარს. მათი წყალობით მაწონი თუ კეფირი აუმჯობესებს და ამაღლებს იმუნიტეტს, კურნავს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და უძილობას. ითვლება, რომ მათ დამამშვიდებელი მოქმედების უნარიც შესწევთ.
d551ad177797

იოგურტის მისაღებად რძესთან აუცილებლად უნდა იმუშაონ ცოცხალმა მიკროორგანიზმებმა. საჭირო კონსისტენციას იოგურტი იძენს მისი გამამდიდრებელი ისეთი კომპონენტების ხარჯზე, როგორებიცაა ცილა, ნაღები, პექტინი და სახამებელი. გახსოვდეთ, რომ იოგურტს ღირებულება აქვს მანამდე, სანამ მასში არსებული ბაქტერიები ცოცხალია, ამიტომ მისი შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. უფრო მეტიც – მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მკაცრად უნდა იყოს დაცული შენახვის ვადები და ტემპერატურული რეჟიმი.

f49972b4cd7f

მრავალი მარკის იოგურტი შეიცავს კენკრას, ციტრუსებს, ვაშლს, ატამს, გარგარს, ტროპიკულ ხილს, რაც ორმაგად სასარგებლოა ორგანიზმისთვის – იოგურტის სასარგებლო კომპონენტებს ემატება ხილში შემავალი უამრავი ვიტამინიც. ბოლო დროს განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ტროპიკული ხილის შემცველი იოგურტები, მათ შორის – იოგურტი მანგოთი. შესანიშნავი გემოსა და კვებითი ღირებულების გამო მანგოს ნაყოფს “ღმერთების საკვებს” უწოდებენ.
6a63f49debfb
ხორციანი, წვნიანი მანგო შეიცავს აუცილებელი ვიტამინებისა  და საკვები ნივთიერებების მთელ ნაკრებს. იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გულისა და თირკმლის მუშაობას, ხელს უწყობს ძალისა და ენერგიის აღდგენას, მატებს ორგანიზმს მხნეობას. გარდა ამისა, მანგო შეიცავს ვირუსსაწინააღმდეგო ნივთიერება მანგიფერინს, რომელიც ეფექტურია ჰერპესის მკურნალობისას.
cb228a283b99

მანგოს რბილობისგან მომზადებული ფაფა სწრაფად აშუშებს ჭრილობებს. მანგო ანიჭებს კანს სიმკვრივეს, სიგლუვეს, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას, ამიტომ ის სახის კანისთვის განკუთვნილი მრავალი ნიღბის შემადგენლობაში შედის. რძით და რძის ნაწარმით ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მკურნალობდა ნერვულ დაავადებებს, ღვიძლის, კუჭის, გულის სნეულებებს. ამ პროდუქტების მარგებლობა პირველად პავლოვმა დაადგინა. იგი ამბობდა, რომ ისინი სასარგებლოა, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ მათ მონელებას ძალიან ცოტა კუჭის წვენი სჭირდება.
6d9f63a208cc

მეორე – ისინი თვითონვე აღვიძებენ მადას, ამიტომ ორგანიზმი მათ ასათვისებლად არავითარ ძალას არ ხარჯავს და მესამე – რძე და რძის ნაწარმი შეიცავს აბსოლუტურად ყველა საკვებ ნივთიერებას, რაც კი საჭიროა ადამიანის ცხოველუნარიანობისთვის. სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი იკვებება მხოლოდ დედის რძით  და ნორმალურად ვითარდება. სრულიად უბადლოა რძის ცილა. ის ხორცის ცილაზე სასარგებლოც კია. რძეს, მაწონს, კეფირს, იოგურტს დიდი მნიშვნელობა აქვს ხანდაზმულების კვებისთვის. უცხიმო რძის ნაწარმში თითქმის არ არის ქოლესტერინი.
5fc202b48a0f

Back to top button