გასართობიკრეატივისურათები

საინტერესო ფორმის კუნძულები


ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ფორმის კუნძულების ნაკრები:


1. კუნძული ფლორესი (Flores), ინდონეზია.
ფლორესი შედის ინდონეზიისაღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის შემადგენლობაში.
1544 წლიდან იწყება ევროპელთა მოგზაურობები ამ კუნძულზე, პირველები პორტუგალიელები იყვნენ. სწორედ პორტუგალიის კოლონია გახდა ფლორესი. მოგვიანებით უკვე ამ კუნძულს ჰოლანდიის იმპერია აკონტროლებს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოში უნიკალური კომოდოს დრაკონი ძირითადად კომოდოს ეროვნულ პარკში სახლობს და ეს პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.
ფლორესი სუმბას სრუტითაა გამოყოფილი სუმბას კუნძულს და გარს აკრავს ფლორესის ზღვა.


2. კუნძული-ბუმერანგი (Boomerang) სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში.

3. ზღვის ცხენი, გალაპაგოსის (Galapagos) კუნძულები.
გალაპაგოსის კუნძულები – კუნძულთა არქიპელაგი წყნარ ოკეანეში მდებარეობს, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით; 1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები აღმოაჩინა პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ.
გალაპაგოსის კუნძულები შედგება ხუთი დიდი კუნძულისა (ფერნანდინა, ისაბელა, სან-კრისტობალი, სანტა-კრუზი, სანტიაგო) და 14 საშუალო კუნძულისაგან, ასევე 42 ჯუჯა კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობია 8 000 კმ2
ეკვადორის მთავრობამ, გალაპაგოსი ეროვნულ პარკად გამოაცხადა. არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ „გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია“. აქ
ფართოდაა გავრცელებულია ხვლიკი იგუანა, დედამიწაზე ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელსაც საკუთარი გულისცემის გაჩერება შეუძლია ნახევარი წუთის განმავლობაში.
ყველაზე მთავარი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ კუნძულების მოსანახულებლად ყველაზე საუკეთესო პერიოდი, ე.წ. ცხელი სეზონი არის იანვრიდან აპრილამდე, როდესაც იქ ზაფხულია,
1978 წელს გალაპაგოსის კუნძულები გახდა პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.


4. კუნძულები Manukan Island, Mamutik და greenhorns – მალაიზიაში.

5. კუნძული „თვალი“, მალდივა (Maldives).



ინდოეთის ოკეანეში არსებული, მალდივის თვალწარმტაცი კუნძული „თვალი“ ოკეანის ანკარა წყლის უზარმაზარ სივრცეზეა განთავსებული.
კუნძულების ულამაზესი ლანდშაფტური ზოლი და ზღაპრული მშვენიერება, ეგზოტიკური და კომფორტული ვილები არაერთ ტურისტს იზიდავს.

6. კუნძული „Island- cartoon“, სუნდას კუნძულები.
ინდონეზიასი- მცირე ზომის სუნდას (Sunda) კუნძულები, რომელიც ჰგავს მულტფილმის პერსონაჟს: სრული, დიდი თავი, თვალი და ფართოდ გაღებული პირი…


7. კუნძულები – Scilly, კორნუოლის სანაპიროზე.

8. კუნძული -Galešnjak, ადრიატიკის ზღვა.
გულის ფორმის კუნძული მდებარეობს ადრიატიკის, ან ადრიის ზღვაში, რომელსაც უწოდებენ — ნახევრად ჩაკეტილ ზღვას და იგი წწარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის ნაწილს.
გულის ფორმის კუნძული, ადრიატიკის ზღვაში გახდა Google Earth-ის ჰიტი ვალენტინის დღისათვის. დაუსახლებელი კუნძულის ფართობი შეადგენს დაახლოებით 130 000 იარდს და მას ეწოდება გალენსიაკი (Galesnjak). კუნძული გალენსიაკი მდებარეობს ხორვატიის სანაპიროსთან. მისმა მფლობელმა არ იცოდა მისი კუნძულის ასეთი უჩვეულო ფორმის შესახებ,სანამ ასობით წყვილისგან არ მიიღო წერილი იქ დარჩენის თხოვნით.

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close