საკითხავისასარგებლოუცნაური

ტელეპატიის გაკვეთილი

http://mediamall.am/timthumb.php?src=upload_ge/51185.png&w=300&h=200&mt=1383725538
“მე ვხედავ შენს აზრებს”

ტელეპატია (ბერძნ. “ტელე” – მანძილი და “პატოს” – გრძნობა) – ეს არის მეცნიერების ტრანსცედენტული მიმართულება, პარაფსიქოლოგიური ფენომენი, აზრის და გრძნობების გადაცემა-მიღება (ეს ტერმინი 1882 წელს ინგლისელი მკვლევარისა და მწერლის ფრედერიკ მაიერსის მიერ იქნა მოფიქრებული). ტელეპატიის უმთავრესი არსი არის აზრის ორი თვისება – ვიბრაციის წარმოშობისა და მოძრაობის უნარი. სწორედ ამ თვისებების წყალობით აზრი იწვევს ვიბრაციას და ამ ვიბრაციას აქვს გადაადგილების უნარი.

ტელეპატია არსებობს ორი ფორმის – სენსორული და აზრობრივი.

• სენსორული ტელეპატია, იგივე ემპატია, იგივე მგრძნობელობითი ტელეპატია ეს არის ერთი ადამიანის მიერ მეორის შეგრძნებების, გრძნობების აღქმა. ასეთი ტელეპატიის უმაღლესი დონე ეს არის სენსორული შეგრძნებები, შეიძლება ითქვას ექტრასენსორიკის დაბალი დონე, თუმცა ამ უნარს, ადამიანები პირველ ეტაპზე ვერ აცნობიერებენ და ის ინტუიციაში ერევათ.

• აზრობრივი ტელეპატია (გონებაგახსნილობა, ერთაზროვნება) – ეს არის უნარი, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანის გრძნობებს, აზრებს უკვე ხმით, გამოსახულებით, ბგერით აღიქვამს. ეს არის “აზრის წაკითხვის” უნარი, ანუ ტელეპატიის მაღალი დონე.

ტელეპატიის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის დედასა და შვილს სენსორული კავშირი – დედა წამიერად გრძნობს შვილის ნეგატიურ შეგრძნებებს (განსაკუთრებით) ნებისმიერ მანძილზე (ამას ამტკიცებს მეცნიერთა ნაწილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეპათი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეძლებს გონების სურვილისამებრ გაკონტროლებას. მიჩნეულია, რომ ადამიანი დიდი საფრთხის, შიშის, უბედურების, ბედნიერებისა თუ სიხარულის ჟამს ავტომატურად გზავნის ტელეპათიურ შეტყობინებებს, რომელსაც, ძირითადად, უახლოესი ადამიანები მანძილისა და დროის მიუხედავად გრძნობენ).

ამ პერიოდისთვის მსოფლიოში პარაფსიქოლოგიის ასზე მეტი კათედრა ფუნქციონირებს და ერთ-ერთი პირველი დაფუძნდა კალიფორნიის უნივერსიტეტში ჯეფერ მიშლოფის მიერ.

ტელეპატიას ფესვები შორეულ წარსულში უდგას – ცნობილი თეოლოგი თომა აქვინელი (1226-1274) არანაკლებ ცნობილი და სკანდალური ალბერტ მაგნუსის (1193- 1280) მოწაფე იყო. ალბერტმა, რომელიც დომინიკელთა ორდენის წევრი იყო, თომას თეოლოგიასთან, ფილოსოფიასთან და სხვა დარგებთან ერთად ტელეპატაციაც შეასწავლა. ასევე ტელეპატი იყო პარაცელსი, იგივე ფილიპ აურეოლ თეოფრასტ ბომბასტ ფონ გოგენჰაიმი (1493-1541) – შვეიცარიელი ექიმი, ალქიმიკოსი და ოკულტისტი.

მსოფლიოში საკმაოდ სახელგანთქმულ ჰოლანდიელ ტელეპატს ჟერარ კრუაზეს (1909-1980) დასახმარებლად დაკარგული ადამიანების მოსაძიებლად ხშირად მიმართავდნენ ხოლმე. 1966 წელს ის ერთხელ ავსტრალიაში მიიწვიეს, ადელაიდას პლაჟიდან დაკარგული სამი ბავშვის მოსაძიებლად, თუმცა კრუაზემ ვერ შეძლო დაკარგული ბავშვების მოძიება და მათი ადგილ-სამყოფელის დასახელება. კრუაზემ წარუმატებლობის მიზეზად ბავშვების დაკარგვის დღიდან ბევრი დროის გასვლა დაასახელა. თუმცა, რამოდენიმე წლის შემდეგ ტოკიოში (იაპონია) მან უცთომელად დაასახელა დაკარგული ბავშვების ადგილ-მდებარეობა. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ბიზნესმენმა მამამ კრუაზეს დაუყონებლივ მიმართა და მისი ტოკიოში სწრაფად ჩასვლა უზრუნველყო.

კრუაზეს პრაქტიკაში კურიოზული შემთხვევებიც ჰქონია, მაგალითად, ერთხელ მას დასახმარებლად გერმანიის პოლიციამ მიმართა, კრუაზემ ზუსტად აღწერა ადგილი, სადაც დაკარგული ადამიანი უნდა ეძებნათ, მისი სიტყვებით, ეს ადამიანი უკვე მკვდარი იყო და მისი გვამი იმყოფებოდა მდინარის ახლოს, სადაც კოშკისმაგვარი შენობა და ხიდი იყო. პოლიციამ ზუსტად მიაგნო იმ ადგილს, თუმცა იქ ხიდი ვერ აღმოაჩინა, სამაგიეროდ აღმოჩნდა გვამი. თუმცა კრუაზე ჯიუტად ამტკიცებდა, რომ იმ ადგილას უნდა ყოფილიყო ხიდი. აღმოჩნდა, რომ ქალაქის მერიაში იდო პროექტი, რომლის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას უნდა აშენებულიყო ხიდი და გარკვეული მიზეზების გამო მისი აშენება დროებით შეჩერდა.

 

წყარო : ka.wikipedia.org

erekle2002

me var erekle kapandze 11 wlis da minda am saitze registracia:)

მსგავსი ამბები

Close
Close