საკითხავისურათებიუცნაური

ვუდუს ბაზარი ბენინში

თქვენს წინაშეა ბაზარი ბენინში ( დასავლეთ აფრიკა ). ეს არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში სადაც ვუდუიზმს (ჯადოქრობა) ოფიციალურად ცნობენ. აქ ყოველგვარი ჯადოქრობისთვის არის განსაკუთრებული ბაზარი ” ბე ვუდუ სიმე”, სადაც შესაძლებელია ყოველგვარი “სასარგებლო” რამის შეძენა – დაწყებული თაგვებიდან დამთავრებული თავის ქალამდე. ეს ბაზარი შეიქმნა ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ. აფთიაქები მაშინ ლომში არ არსებობდა. თუმცა ახლა თითქმის მილიონიან ქალაქში ისინი ძალინ მცირეა. ადგილობრივებიდან ცოტა ვინმეს თუ შეუძლია აქ მედიკამენტის შეძენა. საჭიროების შემთხვევაში უმრავლესობა ყიდულობს უფრო ადვილად მისაწვდომ წამალს, მაგალითად ხარის რქას ან მკვდარ ხვლიკს.
იმის შესახებ, რომ გამხმარი ლეოპარდი კურნავს თირკმელს, ხოლო სირაქლემას თავის ქალა აქრობს სიმსივნეს ლომის მცხოვრებლებმა გაიგეს ფეტიშმენების წყალობით, ასე უწოდებენ თავის თავს ამ ბაზრის მოვაჭრეები. წამლის დამზადებისას გამყიდველები იყენებენ მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს. ისინი დგანან ადამიანის ფიზიკური და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ბეჯითად და რუდუნებით იცავენ მათ ბოკორებისაგან -შავი ჯადოქრებისაგან. ცნობილია, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. შავი ჯადოქრობიდან საუკეთესო დაცვა არის თეთრი ჯადოსნობა. ეს უნდა შეეძლოს ყველა ადგილობრივ ფეტიშმენს.
ფეტიშმენები თვლიან, რომ ყველა დაავადება მოდის შავი ჯადოქრებისაგან. რამდენი არიან ისინი, არავინ იცის, ცნობილია მხოლოდ ის რომ ბოკორებს ან მარაბუს შეუძლიათ გაუკეთონ ადამიანს ყველაფერი რაც სურთ, ფიჭის ან ხის თოჯინის გამოყენებით. საკმარისი ხელში ჩაიგდონ მსხვერპლის ფრჩხილი ან თმის ღერი. განსაკუთრებით ძლიერებისათვის საკმარისი ერთი ფოტოსურათიც კი. შავი ჯადიქრებისაგან თავის დასაცავად ბევრი ადგილობრივი ატარებს სპეციალურ თილისმანებს. ისინი იაფი არ ღირს, სამაგიეროდ როგორც ამ საქმის მცოდნენი ამტკიცებენ ასი პროცენტით იცავს.
ასე რომ თუ რადიკულიტმა შეგაწუხათ სასწრაფოდ იყიდეთ ჯიხვის თავის ქალა. შეგაწუხათ თავის ტკივილმა? შეიძინეთ კუს ჯავშანი. უძილობა გაწუხებთ? იყიდეთ სირაქლემას ძვლები.

abunda.ru

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close