გამოგონებაგასართობირეკორდები

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ელექტრომობილი

ელექტრომობილების წარმოებაზესპეციალიზებულ კომპანია Venturi-ს, ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდის გაუმჯობესება აქვს გადაწყვეტილი. ამისათვის შეიქმნა ეგრეთ წოდებული სტრიმლაინერის ტიპის სარბოლო ავტომობილი, სახელად VBB 3 (Venturi Buckeye Bullet 3 ), რომელიც კომპანიის განცხადებით, ყველა დროის ყველაზე მძლავრი ელექტრომობილია.

ახლანდელი რეკორდი, 307.666 მილი/საათში (495.14 კმ/სთ), სწორედ Venturi-ს ეკუთვნის, რომელმაც ის ასევე სტრიმლაინერის ტიპის ავტომობილ „ბაკი ბულეტ 2.5-ით“ 2010 წლის აგვისტოში დაამყარა. Venturi-სმონაცემებით, ახალი სტრიმლაინერის ძრავის სიმძლავრე 2916 ცხენის ძალას შეადგენს.

კომპანია იმედოვნებს, რომ მისი დახმარებით, 372.822 მლ/სთ ზღვარს გადალახავს, რიტაც არამხოლოდ ელექტრომობილების რეკორდს გააუმჯობესებს, არამედ დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების სიჩქარის რეკორდსაც. ცნობისათვის, ეს რეკორდი (350.452 მლ/სთ) JCB Diesel Max-ს ეკუთვნის, რომელიც მან 2006 წელს დაამყარა.

Venturi-ს ახალი რეკორდის დამყარება სექტემბერში უნდა ეცადა, მაგრამ ბონვილის ტრასის (აშშ) მიდამოებში უამინდობა იყო, რის გამოც გრაფიკი შეიცვალა და ის მომავალი წლისთვის გადაიდო. ამის მიუხედავად, Venturi, რომელიც მონაკოს პრინც ალბერ მეორის მხარდაჭერით სარგებლობს, თავის სარეკორდო გარბენს მაინც კონკურენტებზე გაცილებით ადრე შეასრულებს. კონკურენტებიდან ყველაზე ძლიერი ბრიტანული Bluebird-ია, რომელიც იმავე ელექტრომობილების რეკორდის დამხობას 2015/16 წლებში ეცდება.



თეგები
Close
Close