გასართობისურათებიუცნაური

უცნაური და საინტერესო ამბების რიგით 72-ე ნაწილი

უცნაური და საინტერესო ამბების რიგით 72-ე ნაწილი

 

1. კონტაქტური ლინზები ოქროსა და ბრილიანტებისაგან


ინდოელმა ოფთალმოლოგმა – Chandrashekhar Chavan-მა შექმნა კონტაქტური ლინზები ოქროსაგან ინკუსტრირებული ბრილიანტებით, რომლებიც, მისი თქმით თვალებს მისცემს განსაკუთრებულ ბზინვარებას. რომ შეექმნა ასეთი ლინზები, მას უბიძგა თავისი ცოლის კბილებზე გაკეთებულმა ბრილიანტებმა; (ნახეთ ვიდეო:)

Chavan-მა განაცხადა, რომ გამოხმაურება და შეფასებები მის გამოგონებაზე იყო შერეული და მრავალგვარი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის საშინელება და თვალებისათვის საზიანო!!! სხვები კი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ექიმი დარწმუნებულია, რომ თვალებზე ასეთი „დეკორაციები“ დიდი მოთხოვნადი იქნება Bollywood-ში.


ნახეთ ვიდეო:


2. ოლიმპიური ჩირაღდანი
პირმა, რომელსაც მიაქვს საზეიმო ჩირაღდანი სოჭში, ესტაფეტური რბოლის დროს, ბრიანსკში გამოიწვია მცირედი სკანდალი.
ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდამ რომელმაც გადასცა ოლიმპიური ჩირაღდანი
მოხალისეს, სიხარულით აღზევებული რამდენიმე წამის განმავლობაში ცეკვავდა ეროვნულ კავკასიურ ცეკვას !
ნახეთ ვიდეო:

თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ ამ რამდენიმე წუთმა გამოიწვია აღშფოთება ინტერნეტ მომხმარებლებში და ჩათვალა რუსეთის ქალაქისა და ოლიმპიადის უპატივცემულობაში , უნდა ეცეკვა „რუსული“, მან კი იცეკვა ეროვნული „კავკასიური“ ცეკვა…
ისმის კითხვა: ამ ღონისძიებაში რატომ მიიღო მონაწილეობა დაღესტანელმა, რომელსაც ქალაქ ბრიანსკთან (Bryansk) არავითარი შეხება არ ქონდა… თვით მუჰამედმა (Mohammed) განმარტა, თუ რატომ ჩაატარა ამგვარი ესტაფეტა ბრიანსკში : „ეს არ იყო დამოკიდებული ჩემზე. კომპანია “Coca-Cola”, როგორც სპონსორი ადგენდა, ვინ და სად უნდა გაიშვათ. მე შემომთავაზეს ბრიანსკი, და სიამოვნებით დავთანხმდი :* “…

3. ფაიფურის დრაკონი – ფაიფურის დრაკონი ჩინეთში

ფაიფურის დრაკონი ჩინეთში – (porcelain dragon)

ჩინეთი, როგორც ყოველთვის აგრძელებს ხალხის გაოცებას თავიანთი სანახაობებით. ამჟამად დაუღალავმა ჩინელებმა ააგეს უზარმაზარი დრაკონის ქანდაკება 2800 ფაიფურის ჭურჭელის და თასებისაგან…
ყველაფერი ეს დამგრებული იყო 30 მეტრიანი რკინის ჩარჩოზე (carcass).
4. კამპანია პატენტი პროდუქციის წინააღმდეგ. (საფრანგეთი)

ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს უყყვარს საყიდლებზე სიარული, მაგრამ ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა და ეკონომიის გაკეთების მიზნით ამჯობინებენ პატენტი საქონლის შეძენას, რომლებიც ცნობილი ბრენდების პროდუქციის იმიტაციაა. სტატისტიკის მიხედვით, ცნობილი მოდის სახლების შემოსავალი, ასეთი პატენტების გულისთვის წელიწადში ”მხოლოდ” 5 მილიარდ ევროს შეადგენს. და ამ ყველაფრის ერთხელ და სამუდამოდ შესაწყვეტად, საფრანგეთში დაიწყო კამპანია პატენტი პროდუქციის წინააღმდეგ…
5. საშიში სიმაღლიდან ხტომები…
ა)
ბ) ესეც ნახეთ:

6. მომღერალი – სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა (ნახეთ ვიდეო:)

ეპატაჟური მომღერალი – სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა ანუ ლედი გაგა საზოგადოებას თავისი ჩაცმულობით ისევ შოკში აგდებს…
აღსანიშნავია, რომ მომღერალი ხორცისგან შეკერილი კაბით მაყურებლის წინაშე უკვე რამდენჯერმე წარსდგა , მაგრამ ხალხს ეჭვი გაუჩნდა, რომ სამოსი ნამდვილი ხორცისგან არ იყო შექმნილი. სავარაუდოდ, ქსოვილი ხორცის ეფექტს ქმნის !




ნახეთ ვიდეო:

7. დაახლოებით 100 წლის წინ, გამოჩენილმა ფიზიკოსმა ეინშტეინმა დაამტკიცა, რომ ყველაზე სწრაფი სინათლის სიჩქარეა. მაგრამ ეხლახანს, დიდი ფიზიკის ლაბორატორიის CERN-ის (შვეიცარია) წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ სუბატომური ნაწილაკები სინათლეზე ბევრად სწრაფად მოძრაობენ.
ნახეთ ვიდეო:

CERN-ის ლაბორატორიის ფიზიკოსების კვლევის შედეგად, ნეიტრინოებმა 732 კილომეტრის გავლისას სინათლის სისწრაფეს 60 ნანოწამით გაუსწრეს.
8. MISOKA: ნანომინერალებიანი კბილის ჯაგრისი

ოჰ, ეს იაპონელები, ყოველთვის რაღაცას იგონებენ: ამჟამად მაღალკვალიფიციურმა იაპონელმა სპეციალისტებმა დაასრულეს მუშაობა კბილის ჯაგრისის ახალ კონცეფციაზე, რომელიც დაეფუძნა ნანოტექნოლოგიურ ტექნოლოგიებს.
კომპანიამ ”Yumeshokunin” წარმოადგინა კბილის ჯაგრისი Misoka, რომლითაც კბილების დღეში მხოლოდ ერთხელ გახეხვაც საკმარისია. თან რაც მთავარია მას პასტა არ ესაჭიროება. ჯაგრისის ღეროთა წვერები მიკროსკოპულ მინერალთა ნაწილაკებით არის დაფარული.
ეს შემადგენლობა არამარტო ძალზე ეფექტურად წმენდს კბილების ზედაპირს, არამედ, რაც მთავარია ემალზე წარმოქმნის მინერალებს და ავსებს კბილის ბზარებს, რათა იქ, კვების დროს არ მოხდეს ბაქტერიების შეღწევა. ასე რომ ეს სიახლე იცავს თქვენს კბილებს მიკროორგანიზმებისგან და თავიდან აგარიდებთ ემალის დაზიანებას. ეს ამცირებს კარიესის რისკს, ხელს უშლის
კბილის ქვის ფორმირებას,

Misoka-ს, ნანო-მინერალებით დაფარული კბილის ჯაგრისის გამოყენების ინსტრუქცია:
1. აიღეთ ერთი ჭიქა სასმელი წყალი.
2. მოათავსეთ ჯაგრისი ჭიქაში.
3. გააჩერეთ ზუსტად 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ და გაიხეხე კბილები (კბილის პასტის გარესე!)
4. გამოივლეთ სუფთა წყალი
ახალი ტექნოლოგიის კიდევ ერთი ღირსებაა ის ფაქტი, რომ იგი იმ მასალების გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმშიც არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვაგვარი გვერდითი მოვლენების წარმოქმნა პრაქტიკულად გამორიცხულია.
ნახეთ ვიდეო:

9. ნახეთ ცხენის და ძაღლის სასიყვარულო ქცევები:

10. ღვინო- შუშხუნა ყინულიან ვედროში…

შამპანური ყველა დღესასწაულის განუყრელი სასმელი ძალიან დიდი ხნის წინათ გახდა და ახლა ეს შუშხუნა ღვინო ყველა სასიხარულო მოვლენის მუდმივი თანმხლებია. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, შამპანური ყველაზე მეტად არა მის სამშობლო საფრანგეთში, არამედ მეზობელ ბელგიაში უყვართ – სწორედ ამ ქვეყანაში მოიხმარენ ყველაზე მეტ შამპანურს წელიწადში …
საქართველოში კი შამპანურს ყველაზე მეტი ოდენობით საახალწლოდ სვამენ –
შამპანურთან დაკავშირებით ერთობ საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოება: ჩვენში, რატომღაც, განსაკუთრებით წლის ცხელ დროს, მიღებულია შამპანურის ფუჟერში ყინულის ჩაგდება, რის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ ღვინის გემოს აფუჭებს. ზოგადად მიღებულია და ეს მეთოდო მიზანშეწონილიცაა – შამპანურის გაცივება საგანგებო მცირე ზომის უინულით სავსე ვედროში …


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მდიდრებს ლხინისთვის მიზეზი არ სჭირდებათ: თუ ჯიბე საშუალებას იძლევა, ზეიმი შეიძლება უმიზეზოდაც გამართო და მილიონობით დოლარი მხოლოდ ელიტური შამპანურის საყიდლად დახარჯო – ასეთ ძვირფას სასმელს კი ჩასაცივებლად ჭურჭელიც შესაფერისი უნდა ქომდეს; სწორედ ოლიგარქთა მოთხოვნების გათვალისწინებით, რამდენიმე კილოგრამი ოქროსგან ჩამოასხეს შამპანურის ჩასაცივებლად განკუთვნილი, ყინულის ჩასაყრელი ვედრო. ამ იუველირული ჭურჭლის შემქმნელი დიზაინერი ვან პერკინსი (Van Perkins) გახლავთ.

შამპანურის ვედროს დასამზადებლად მან დაახლოებით 7 კილოგრამი ოქრო, მაგრამ დაბალი ხარისხის ოქტო გამოიყენა ( 18 კარატიანი) , ბროლი და ძვირფასი თვლებიც გამოიყენა, ამიტომ ფასიც შესაბამისი აქვს – შეფასებულია $ 724 ათას ამერიკულ დოლარად; ვედრო- ჭურჭელი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა . გარდა ამისა, დიზაინერის – პერკინსის ჭურჭელი სხვადასხვა სახით შეიძლება შეგხვდეს – მაგალითად, მთლიანად ოქროს, ან ვერცხლის და ოქროსაგან დდამზადებული; თითოეულ ასეთ ვედროს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი გააჩნია;
ხოლო ფასი დამოკიდებულია – გამოყენებულ ი მასალასა და შესრულების ოსტატობაზე …

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close