გამოგონებასაკითხავიუცნაური

Snow Wolf: მობილური ნიჩაბი თოვლისთვის


Snow Wolf: მობილური ნიჩაბი თოვლისთვის…

როდესაც ზამთარი დგება და მოდის დიდი თოვლი ბევრ ადამიანს უწევს, რომ გზა გაასუფთავოს თოვლისგან, რომ ავტოფარეხიდან გამოიყვანოს თავისი ავტომობილი. ზოგისთვის ეს პროცესი არის დილის ვარჯიში, ხოლო ზოგისთვის კი მომაბეზრებელია, რადგან გზის თოვლისგან გაწმენდას დიდი დრო მიაქვს და სულაც არაა სასიამოვნო. ახლა Snow Wolf-ის საშუალებით, რომელიც არის მობილური ნიჩაბი გზის თოვლისგან გასაწმენდად, გზის გაწმენდა უფრო მარტივი და სახალისო გახდა.

Snow Wolf-ის უნიკალური კონსტრუქცია ადამიანს უფლებას აძლევს, რომ თოვლისგან გაასუფთავოს გზები სამჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ჩვეულებრივი ნიჩაბით, ის მნიშვნელოვნად ამცირებს ფიზიკურად დაღლას და ერთი სიტყვით თოვლისგან გზის გასუფთავება ხდება ერთგვარი თამაში. მოსახერხებელი საჭე მფლობელს ეხმარება, რომ მიმართოს ნიჩაბი სასურველი მიმართულებისაკენ და საჭიროების შემთხვევაში აწიოს ნიჩაბი სასურველ სიმაღლეზე.

Snow Wolf-ი არის ძალიან მარტივად დასაკეცი და შესაძლებელია მისი დადება ფარეხის კუთხეში და ასევე კედელზე ჩამოკიდებაც. სურვილის შემთხვევაში სტანდარტული ნიჩბის შეცვლა შესაძლებელია უფრო ფართო ნიჩბით, ან ისეთი ნიჩბით, რომლითაც შესაძლებელია ყინულის აყრა მიწიდან.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close