გასართობისაკითხავი

10 ყველაზე ლამაზი მეჩეთი


10 ყველაზე ლამაზი მეჩეთი.

მეჩეთი ალ-ჰარამი, მექა
მეჩეთი ალ-ჰარამი მდებარეობს მექაში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მეჩეთი, რომელიც მოიცავს ისლამში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წმინდანს – ქააბუს. ყველაფრის ჩათვლით შენობის ფართობი შეადგენს 400800 კვადრატულ კილომეტრს. მეჩეთი გათვლილია 4 მილიონი მომლოცველისთვის ჰაჯას დროს. თანამედროვე მეჩეთი მრავალჯერაა რეკონსტრუქტირებული და დღეს წარმოადგენს ხუთკუთხიან ჩაკეტილ შენობას თხელი სახურავით. სამ კუთხეში აღმართულია მინარეთთა სამი წყვილი, რაც აღნიშნავს მეჩეთში შესასვლელებს. მეოთხე და მეხუთე კუთხეები მიერთებულია დახურულ გალერეას. საერთო ჯამში მეჩეთში არის 9 მინარეთი, რომელთა საერთო სიმაღლე შეადგენს 95 მეტრს. მეჩეთში არის ასევე 7 ექსკალატორი და კონდინციონერები.

სულთან ჰუსეინის მეჩეთი, სინგაპური
სულთან ჰუსეინის მეჩეთის მშენებლობა დასრულდა ჯერ კიდევ 1928 წელს და დღესაც ითვლება სინგაპურის ერთ-ერთ კულტურულ შეიარაღებათ. მშენებლობის დასრულების დღიდან მეჩეთში არც ისე ბევრი რამ შეცვლილა, მხოლოდ 1960 და 1993 წელს ჩატარდა მცირეოდენი რეკონსტრუქციები. პროექტის ავტორი არის ბრიტანელი არქიტექტორი დენის სენტრი. ორსართულიანი მეჩეთის ფართობი შეადგენს 4100 კვადრატულ კილომეტრს და ის გათვლილია 5000 მორწმუნისთვის. მეჩეთის მშენებლობისთვის ირჩეოდა საუკეთესო ადგილები.

მეჩეთი ან-ნაბავი, მედინა
მასჯიდ ან-ნაბავი არის მეორე წმინდანი ისლამში, რომელსაც ასევე ეძახიან წინასწარმეტყველების მეჩეთს, რადგან სწორედ, რომ წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ააშენა ის. სიდიდის მიხედვით ან-ნაბავის მეჩეთი არის მეორე ადგილზე ალ-ჰარამის შემდეგ. მეჩეთის ცენტრში მდებარეობს მწვანე გუმბათი, რომელშიც არის წინასწარმეტყველის კუბო. პირველი გუმბათი ააშენეს 1279 წელს, რომლის შემდეგაც მოხდა ბევრჯერ მისი რეკონტრუქცია, ხოლო 1837 წელს ის შეიღება მწვანედ და მას შემდეგ ასეა. სწორედ ამ მეჩეთის აშენების შემდეგ მიღებული იქნა კანონად ამ მეჩეთის გეგმის მიხედვით სხვა მეჩეთების აშენება. მთავარ სამლოცველო დარბაზს უკავია მთელი პირველი სართული. მეჩეთი იტევს 500 ათას მორწმუნეს. მეჩეთში არის 10 მინარეთი, რომელთა თითოეული სიმაღლე შეადგენს 105 მეტრს.

შეიხ ზაიდის მეჩეთი, აბუ-დაბი
შეიხ ზაიედის დიდი მეჩეთი არის არქიტექტურული ხელოვნების ნამდვილი შედევრი, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი. მეჩეთის აშენებას დასჭირდა 12 წელი და დაიხარჯა დაახლოებით 545 მილიონი ამერიკული დოლარი. 12 წლის განმავლობაში მეჩეთის აშენებაზე მუშაობდა 3500 მუშა და 38 კომპანია. ის იტევს 41 000 მორწმუნეს. მეჩეთი მოკაზმულია 82 გუმბათით, ათასობით სვეტებით, ჭაღებით და მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელით ნაქსოვი ხალიჩით. მთავარი სალოცავი დარბაზი ნათდება გრანდიოზული ჭაღებით. დღისით მზეზე მეჩეთი ანათებს თეთრათ და ოქროსფრათ, ხოლო ღამით კი მეჩეთი ნათდება ხელოვნური განათებით.

ჰასან მეორეს დიდებული მეჩეთი, კასაბლანკა
ჰასან მეორეს დიდებული მეჩეთი აშენდა 1993 წელს და მდებარეობს მაროკოს დედაქალაქ კასაბლანკაში, ის არის ქვეყანაში ყველაზე დიდი მეჩეთი, ხოლო მსოფლიოში კი მეშვიდე. მისი მინარეთი არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი – 210 მეტრი, ის არის ხეფსის პირამიდაზე მაღალი. მინარეთის თავზე დაყენებულია ლაზერი, რომელიც მიმართულია მექასკენ. პროექტის ავტორი არის ფრანგი არქიტექტორი Michel Pinseau. მშენებლობაზე დაიხარჯა დაახლოებიტ 500-800 მილიონი ამერიკული დოლარი. მეჩეთი გათვლილია მაქსიმუმ 105 ათას მომლოცველზე, 25 ათასი შიგნით, ხოლო 80 ათასი კი გარეთ.

სულთან ომარ ალი საიფუდინის მეჩეთი, ბრუნეი
სულთან ომარ ალი საიფუდინის მეჩეთი არის სამეფო მეჩეთი, რომელიც მდებარეობს ბრუნეის დედაქალაქში. მეჩეთი ითვლება წყნარი ოკეანის რეგიონში ყველაზე ლამაზ მეჩეთად. შენობა აშენდა 1958 წელს ხელოვნურ ლაგუნაში, ბრუნეის მდინარეების ნაპირებზე, ეს მეჩეთი არის ღია მაგალითი თანამედროვე ისლამისტური არქიტექტურისა, რომელიც აერთიანებს მონღოლურ და იტალიურ სტილებს. ადამიანი ალბათ თვალს ვერ მოწყვიტავს 44 მეტრის სიმაღლის მარმარილოს მინარეთებს და ოქროს გუმბათებს. მეჩეთი გარშემო არის უზარმაზარი ბაღები, რომლებიც ახდენენ სამოთხის იმიტაციას. ინტერიერი არც ისე მიმზიდველია რამდენადაც ექსტერიერი: იატაკი და კედლები გაკეთებულია საუკეთესო იტალიური მარმარილოთი, ვიტრაჟები და ჭაღები ჩამოტანილია დიდი ბრიტანეთიდან, ულამაზესი ხალიჩები კი ჩამოტანილია საუდის არაბეთიდან და იტალიიდან, ხოლო ფანტასტიკური მოზაიკა, რომელიც შედგება 3.5 მილიონი პატარა ნაწილებისგან ჩამოტანილია ვენეციიდან.

მეჩეთი ზაჰირი, კედაკი, მალაიზია
მეჩეთი ზაჰირი მდებარეობს მალაიზიის შტატ კედაკში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი. მეჩეთი აშენდა 1912 წელს და იკავებს დაახლოებით 11500 კვადრატულ კილომეტრს. მეჩეთს აქვს 5 დიდი გუმბათი, რომლებიც აღნიშნავენ ისლამის ხუთ ძირითად პრინციპებს. ცენტრალური დარბაზს უკავია 350 კვადრატული კილომეტრი და ის გარშემორტყმულია ვერანდებით.

მეჩეთი ფეისალი, ისლამაბადი
მეჩეთი ფეისალი ისლამაბადში არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე დიდი მეჩეთი, ხოლო მსოფლიოში კი მეოთხე. პროექტის ავტორი არის თურქი არქიტექტორი ვიდათ დალოკაი, რომელმაც ტრადიციული გუმბათების ნაცვლად შექმნა ისეთი კონსტრუქცია, რომელიც ადამიანს მოაგონებს ბედუინის კარავს. დალოკაიმ გაიმარჯვა კონკურსში რომელშიც მონაწილეობას “ღებულობდა” 43 შემოთავაზება 17 სხვადასხვა ქვეყნიდან. მთავარი დარბაზის ოთხი მხრიდან აშენებულია მინარეთები, რომელთა სიმაღლე 90 მეტრია. შესასვლელთან მდებარეობს პატარა შიდა ეზო პატარა მრგვალი ტბით და შადრევნებით. მარცხენა მხარის კიბით შესაძლებელია მთავარ შიდა ეზოში მოხვედრა, რომელშიც მდებარეობს დიდი ტბა ფანტანებით. შიგნითა კედლები დაფარულია თეთრი მარმარილოთი და მოკაზმულია მოზაიკით. სალოცავი დარბაზი იტევს 10000 მორწმუნეს, კიდევ არის დამატებითი დარბაზი 24 000 მომლოცველისთვის, ხოლო დანარჩენმა 40000-მა შეუძლიათ, რომ ილოცონ შიდა ეზოში.

მეჩეთი ტაჯ-ულ, ბჰოპალი, ინდოეთი
მეჩეთი ტაჯ-ულ მდებარეობს ბჰოპალში ცენტრალურ ინდოეთი. ეს მეჩეთი არის აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი. მეჩეთის მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ მონღოლი ხანის – ბაჰადურ შაჰ ზაფარის მმართველობის დროს, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ მშენებლობა გააგრძელა ხანის ქალიშვილმა. იმის გამო, რომ არ იყო მშენებლობის დასრულებისთვის საშუალება მშენებლობა გაჩერდა და გაგრძელდა 1971 წელს და საბოლოოდ დასრულდა 1985 წელს. ტაჯ-ულის მეჩეთის შიგნით არის დიდი შიდა ეზო, რომლის ცენტრშიც არის წყლის უზარმაზარი რეზერვუარი.

მეჩეთი ბადშაჰი, ლაჰორი, პაკისტანი
მეჩეთი ბადშაჰი პაკისტანის ქალაქ ლაჰორში აშენდა 1673 წელს. ეს არის მეორე მეჩეთი სიდიდით ქვეყანაში, ხოლო მეხუთე კი მსოფლიოში. მეჩეთი იტევს 55000 მორწმუნეს მთავარ დარბაზში, ხოლო დამატებით 95000-ს კი შიდა ეზოში. მთავარი სალოცავი დარბაზი მდიდრულათაა მორთული დახვეწილი ორნამენტებით, ფრესკებით და მარმარილოთი.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close