საკითხავისასარგებლოუცნაური

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მაფიური კლანები

7e15e8b21a10
პოსტში წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მაფიური კლანები.

იამაიკურ-ბრიტანული მაფია (Yardies gang)

მეათე ადგილზე არიან იამაიკელები რომლებიც 50იან წლებში ბრიტანეთში ჩავიდნენ.ეს ეთნიკური ჯგუპი აკონტროლებს ნარკოტიკების და იარაღის გაყიდვის ოპერაციების დიდ ნაწილს.ამ მაფიას არ უნდა პოლიტიკურ სტრუქტურებში შეღწევა ამიტომაც ისეთი ძლიერი არაა როგორც სხვები. ალბანური მაფია

e1c1f1a65113
ალბანია შედგება უამრავი დამნაშავებლური გრუპიროვკებისგან.მათი წესები უცვლელი დარჩა მეთხუთმეტე საუკუნიდან…ალბანური მაფია მონაწილეობს ეგრეთ წოდებული თეთრი მონების გაყიდვაში.ასევე ყიდიან ალკოჰოლურ სასმელებს,თამბაქოს,აკონტროლებენ მეძავეობას,ქურდობას და რეკეტს.თავიანთი “მოღვაწეობა” დაიწყეს მეოცე საუკუნის 80იან წლებში.მატი უმეტესობა აშშ-ში და ბრიტანეთშია.ისინი გამორჩეულად სასტიკები არიან.სერბული მაფია

სერბულმა მაფიამ იპოვა თავისი ადგილი ლიდერებში,რადგან მსოფლიოს ათეულ ქვეყანაში მუშაობს და დაკავშირებულია ნარკოტიკების კონტრაბანდასთან,რეკეტთან,ქურობასთან,კაზინოებთან და ა.შ. ინტერპოლის სიაში 350 სერბი მოქალაქეა,რომელიც კავშირშია მაფიასთან.ამ დროისთვის არის 30-40 ჯგუპი სერბი მაფიოზებისა.

ებრაული მაფია

მათი მთავარი სამუშაოა-ნარკოტიკების გაყიდვა და მეძავეობის გაკონტროლება.ისინი საკმაოდ სასტიკები არიან და დიდხანს არ ფიქრობენ სანამ სასხლეტს გამოკრავენ თითს.რუსულ-ებრაული მაფია ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ისე კარგად დამკვიდრდა,რომ მათი იქიდან “ამოგდება” საქებარ ამერიკულ არმიასაც არ ძალუძს.

მექსიკური მაფია

მექსიკური მაფია-ძლიერი კრიმინალური სტრუქტურაა აშშ-ში,ფესვებით გასული ციხის სამყაროში.წარმოიშვა 50იან წლებში,თავიდან მოიხსენიებდნენ როგორც ორგანიზაციას რომელიც იცავდა ციხეში მყოფ მექსიკელებს სხვა პატიმრებისგან და ციხის დარაჯებისგან.ისინი სასტიკად უსწორდებიან მათ ვინც მათგანვე დადგენილ გადასახადს არ უხდის მათ.
badd4397041a

იაპონური მაფია

ის წარმოიშვა ღარიბი-სამურაების მეშვეობით.ისინი ატარებენ დიდ ხმალს და როგორც ძველად სამურაები ისე ივარცხნიან თმებს.
იმის მიუხედავად რომ იაპონური მაფია ცნობილია მთელ მსოფლიოში,აქაურ ქალაქებში ის თითქმის არ ჩანს.იაპონურ მაფიაში 110 000 ადამიანია,ხოლო ხმაურიან ამერიკულ მაფიაში- სულ 20 000.
6aabc089bc28
ჩინური მაფია

იმის მიუხედავად რომ ჩინეთი ვითარდება,ეკონომიურად,გლობალურად,კულტურულად,ამას უკუჩვენებაც აქვს.ევროპოლის განცხადებით 2006 წლისთვის ჩინური მაფიის გრუპიროვკები დასახელებულები არიან ლიდერებად ადამიანების გაყიდვებში.ჩინურმა მაფიამ იაპონიაში შეავიწროვა დასუსტებული-იაკუძა.

კოლუმბიური მაფია

კოლუმბიური მაფია არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ნარკოდილერი.სახელმწიფოს არ შეუძლია მათი შეჩერება,რადგან მათი ბიზნესი ძალიან კარგად ვითარდება.კოლუმბიური ნარკომაფია 60იან წლებიდან წარმოიშვა.
7b7f08b81da0
 სიცილიური და ამერიკულ კოზა ნოსტრას

მეცამეტე საუკუნეში სიცილიას გამუდმებით არა მარტო ალჟირელი პირატები,არამედ ფრანგებიც ძარცვავდნენ.ორგანიზებული შეიარაღებული ბრძოლა ფრანგების წინააღმდეგ წარმოიშვა 1282 წელს ლოზუნგით «Morete alla Francia, Italia anela»(მოკვდი საფრანგეთო-ამოისუნთქე იტალიავ).ამ სიტყვების პირველი ასოებისგან სიცილიელებმა “კლიჩკა” შეადგინეს «Mafia!».
XIX საუკუნის ბოლოს შიმშილისგან რომ თავი დაეღწიათ ათასობით სიცილიელი ამერიკაში გადასახლდა.აშშ-ს დიდ ქალაქებში წარმოიშვა Cosa Nostra (ჩვენი საქმე)-სიცილიური ოჯახების ქსელი,რომელიც აკონტროლებდა კაზინოებს,კონტრაბანდას,მეძავეობას,თამბაქოს ბრუნვას და ა.შ.

c0dadf7ae5e0

რუსული მაფია
რუსულ მაფიაში 500 000 ადამიანია.მაფიის ნათლი მამები აკონტროლებენ რუსეთის ეკონომიკის 70%,არაკანონიერი ნარკოტიკების ბრუნვას ტაჯიკეთში და უზბეკეთში,ფულის გათეთრებას კვიპროსში,ისრაელში,ბრიტანეთსა და ინგლისში,ავტომობილების ძარცვას და მეძავეობას გერმანიაში.
ის ძალიან ძლიერი და სასტიკია.

Back to top button