გასართობისაკითხავისურათები

10 უნიკალური მაგიდა სასტუმრო ოთახისთვის


მაგიდა ითვლება სასტუმრო ოთახის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად, ამიტომაც მაგიდა ოთახში უნდა იყოს ორიგინალური და მოდური. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო მაგიდებს, რომლებიც ნებისმიერ ოთახს მოუხდებიან.

ამ მაგიდის სახელი არის Table და ის შექმნილია დიზაინერ ტოშინორი კამიასგან. მაგიდამ თავისი სახელწოდება მიიღო თავისი უცნაური ფორმის გამო. ძალიან საინტერესო პროექტია, მაგრამ მისი ზომის გამო მისი გამოყენება სახლში შეუძლებელია.

მაგიდა სახელად კუბიკ-რუბიკი შექმნილია კომპანია Decode London-ის მიერ და ალბათ მოახდინა კიდევაც თქვენზე შთაბეჭდილება. მაგიდა გაყოფილია ოთხ ასიმეტრიულ ნაწილებად, რომელთა კომბინირება შესაძლებელია სურვილისამებრ. ეს უნიკალური მაგიდა ძალიან მიმზიდველად გამოიყურება!

მაგიდა სახელად X29 შექმნილია დიზაინერ დიზაინერ რომეინ დოკუსის მიერ. მაგიდის დიზაინი ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც. მაგიდის ზემოდან არის გამჭვირვალე მინა, ხოლო ძირი კი შედგება რამდენიმე მინის ფურცლისგან. თანამედროვე მაგიდა ნამდვილად გახდება სასტუმრო ოთახის საკორდინაციო ცენტრი.

ყავის მაგიდა Agua შექმნილია დიზაინერ დომინგოს ტოტორას მიერ. ის გამოიყურება ძალიან უბრალოდ. მაგიდის ძირი შედგება სამი ქვისგან და ზემოდან აქვს რბილი მინა. სინამდვილეში ესენი ნამდვილი ქვები არაა, ისინი დამზადებულნი არიან მუყაოსგან. მაგიდა ნამდვილად მიმზიდველია.

სასადილო მაგიდა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი ნებისმიერ სახლში. ბევრ მათგანს აქვს კლასიკური დიზაინი, მაგრამ არიან უნიკალურებიც. ამ მაგიდის მოდელი დამზადებულია კომპანია Com.a.ar-ის მიერ. მაგიდას აქვს უბრალო, მაგრამ მიმზიდველი იერსახე. მაგიდა არის ძალიან კარგი დანამატი ნებისმიერ ოთახში.

მაგიდა სახელად FUKU/TTON-ი არის ფუნქციონირებადი და უნივერსალური, შესაძლებელია მაგიდი გაშლა და დაკეცვა, ძალიან კარგი ადგილია რთული სამუშაო დღის შემდეგ დასასვენებლად. საოცრება მაგიდის ავტორი გახლავთ დიზაინერ სტეფან ვუუთენი.

მაგიდის შექმნა დიზაინერ ლი ჯეი როულენდს შთააგონა ზღვის ტალღებმა. მაგიდის დიზაინის შექმნისას მან სცადა, რომ შეექმნა ასეთი ეფექტი როგორიცაა სურათზე. CNC 3D-ს დამუშავბის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მაგიდის შექმნა საბოლოოდ დასრულდა და მაგიდამაც მიიღო წყლის მსგავსი ეფექტი.

მაგიდას აქვს ინტერაქტიული დიზაინი. მაგიდის თავი რეაგიერებს მოძრაობაზე და ცხელდება იმ ადგილას სადაც ეხები. მაგიდის კონსტრუქცია მარტივია, მაგრამ ამავდროულად გააჩნია განსაკუთრებული თვისებები.

ფორმა ეს არის ავეჯის მნიშვნელოვანი ნიუანსი. სწორედ, რომ ფორმა განსაზღვრავს უნიკალურობას და ორიგინალურობას. მაგიდის მოდელი შექმნილია დიზაინერ პედრო გომესის მიერ სპეციალურად Caesar Stone Design Competition კონკურსისთვის. მაგიდას აქვს უცნაური ფორმა და უნიკალურია. მაგიდაც ასევე ფუნქციონირებადია, რადგან მასში შესაძლებელია სხვადასხვა ნივთების შენახვა.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ კაცობრიობა სულ უფრო სცილდება ბუნებას, მაგრამ ამ მაგიდას შეუძლია დაამტკიცოს საწინააღმდეგო. ჟურნალის მაგიდა გაკეთებულია ხისგან, ხოლო მაგიდის ცენტრში კი არის პატარა დანაყოფი, რომელშიც იზრდება ნამდვილი ბალახი. ეს მაგიდა არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ შეიტანოთ ბუნების ელემენტები თანამედროვე სახლში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close