გამოგონებასაკითხავიუცნაური

ფოტოაპარატი რომელიც უფლებას არ მოგცემთ, რომ უცხო ადგილას დაიკარგოთ


ფოტოაპარატი რომელიც უფლებას არ მოგცემთ, რომ უცხო ადგილას დაიკარგოთ…

უცხო ქალაქში მოგზაურობისას, განსაკუთრებით კი ქალაქგარეთ ხშირად იქმნება პრობლემები უცხო ადგილების უცოდინრობის გამო. სწორედ იმისთვის, რომ ადამიანი არ მოსწყდეს საინტერესო ადგილების დათვალიერებას და თან არ ატაროს უამრავი მოწყობილობა შექმნილია სპეციალური ფოტოაპარატი სახელად Travelling Companion Panorama Camera. მასში შედის GPS, კამერა, ტელეფონი, და უამრავი სხვა ფუნქციები.

როდესაც მოგზაურობაში მიდიხართ თან უნდა გქონდეთ მნიშვნელოვანი ნივთები როგორებიცაა ატლასი, მობილური ტელეფონი(სასურველია GPS ნავიგაციის მხარდაჭერით), ფოტოაპარატი და სხვა, მაგრამ ეს ყოველივე ხელს გიშლით იმაში, რომ დატკბეთ მოგზაურობით.

იმისათვის, რომ ტურისტებისთვის მოგზაურობა გაადვილებულიყო ჩინელმა დიზაინერმა ჰან ლიმ მოიგონა ინოვაციური ფოტოაპარატი. ფოტოაპარატი მფლობელებს მისცემს იმის საშუალებას, რომ სენსორული და გამჭვირვალე ეკრანით გადაიღონ მაღალი ხარისხის სურათები, მიიღონ სწრაფად ინფორმაცია ქალაქის მნიშვნელოვანი დაწესებულებების შესახებ და ასევე ფოტოაპარატს გააჩნია უამრავი ინოვაციური შესაძლებლობა.

მიუხედავად ამ ყველა შესაძლებლობებისა Travelling Companion Panorama Camera მაინც რჩება ფოტოაპარატად, მაგრამ ის არის კომფორტული მოსახმარი და ყიდვის შემთხვევაში ის დაგავიწყებთ სხვა უამრავ სამოგზაურო მოწყობილობებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close