არქივი

სააქაო და საიქიო

3c442923f2a5

ეს იყო დიდი ხნის წინათ, როცა მე ჯერ კიდევ კომერციულ სასწავლებელში ვსწავლობდი-მოგვითხრობს მწერალი კელსიევი- მე სასწავლებლის შორიახლოს ვცხოვრობდი, მამაჩემი კი ოჯახით ვასილევსკის კუნძულზე სახლობდა. იგი მოხელედ მსახურობდა საბაჟოზე და ბირჟის ახლოს ეჭირა სახელმწიფო ბინა. იგი იშვიათად თუ ახერხებდა ჩემს მონახულებას. ერთხელაც ღამით, როცა ოთახში მარტო ვიყავი, ჯერ კიდევ არ მეძინა და წიგნს ვკითხულობდი, ვხედავ: კარი იღება და ოთახში მამაჩემი შემოდის, ფერმკრთალი და სევდიანი, მე სრულებით არ გამკვირვებია მისი მოსვლა, ჩვეული ვიყავი მის მზრუნველობას, იგი მომიახლოვდა და მითხრა: “ვასია მე შენს დასალოცად მოვედი… იცხოვრე კარგად და არ დაივიწყო ღმერთი”. მითხრა, დამლოცა, როგორც წესია და გაუჩინარდა, ე.ი. იმავე კარით გავიდა.
ამ მონახულებამ , როგორც ჩვეულებრივმა ამბავმა, ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა,მაგრამ როგორი იყო ჩემი შემდგომი გაოცება, როცა მოგვიანებით კარზე დამიკაკუნეს და მეეტლემ მაუწყა, რომ მამაჩემი ახლახანს გარდაიცვალა, თითქმის იმ დროს, როცა იგი ჩემს სახლში ვიხილე, მაშინ ჩემთვის ნათელი გახდა – მე მამამ უკვე გარდაცვლილმა დამლოცა.

წიგნიდან “საიქიო ცხოვრების საიდუმლოებანი”

********************************************

ახლა მე თავისუფალი ვარ!

1871 წელს ერთ-ერთ მოსკოვისპირა ეკლესიაში ჩემი ღვიძლი ძმა, მამა ი.შ. დიაკონი გარდაიცვალა. ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის მისი დაკარგვა, სევდა მასზე მხოლოდ ძილის დროს და ლოცვისას მტოვებდა. მისთვის კი მთელი გულითა და სულით ვლოცულობდი, რადგან გააზრებული მქონდა მისი სიკვდილისპირა აღსარების არასრულყოფილება. ეს აღსარება მან ქოლერის მტანჯველი კრუნჩხვის მდგომარეობაში აღმოთქვა. მალე იგი სიზმარში გამომეცხადა როგორც ცოცხალი, მე საზვერეებზე დავუწყე საუბარი.
-შენ ალბათ ახლა საზვერეებს გადიხარ-ვეკითხები მე
-დიახ.-მიპასუხა მან
-მითხარი როგორ გადიხარ?
-ძალიან ძნელად-მიპასუხა მან. ეშმაკებს როგორც აღმოჩნდა ყველაფერი ჩაწერილი ჰქონდათ, ვინ რაში შესცოდა, ფიქრებიც კი,რომლებიც ხანდახან უნებლიედ აღეგზნებოდა ჩვენს სულში და ჩაივლიდა ელვის სისწრაფით, რასაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდით, გვავიწყდებოდა და არ ვინანიებდით, ეს უნებლიე და წამიერი ცოდვები მხილებულია სახვერეებში, რომლის დროსაც სულებს ახსენდებათ ისინი.
მან მაჩვენა არზა, კორდონის ზომის, საფოსტო ქაღალდების მეოთხედზე რამდენადმე დიდი, რომელიც ერთი მხრიდან სავსე იყო წვრილად დაწერილი ცოდვებით, თითქოს შავი ხაშხაშითაა მოფენილიო, აი თქვა მან, ჩემზე ასეთი არზა ოცდახუთი იყო, აქედან სიკვდილისპირა აღსარებით შვიდი აღვხოცე, თვრამეტი კი ისევ ჩეზე დარჩა.
შემდეგ ვკითხე მე უშვებენ თუ არა მიცვალებულებს მიწაზე მოსანახულებლად.
-უშვებენ-მითხრა მან
-მაშინ ხშირ-ხშირად მოდი ჩემთან,- ვუთხარი მე, მაგრამ იგი იმწამსვე გაუჩინარდა, ამ ჩვენების მერე მე უფრო გავაძლიერე ლოცვა, თუმცა ათი წლის განმავლობაში იგი ერთხელ არ გამომცხადებია, როდესაც უფალმა ღირსი გამხადა მღვდლობის მადლისა, უფრო გულმოდგინეთ დავიწყე ლოცვა საყვარელი ძმის სულის შესაწყალებლად, და აი ჩემი მღვდლობის მეხუთე წელიწადს იგი გამოეცხადა ჩემი მრევლის წევრ ერთ-ერთ ქალს, რომელიც პატიოსნებითა და მიცვალებულთა გულმოდგინე ლოცვით გამოირჩეოდა.
ერთხელ მოულოდნელად საგანგებოდ მთხოვა მასთან მივსულიყავი, მან მკითხა მყავდა თუ არა გარდაცვლილი ძმა სასულიერო ხარისხსი? “დიაკონი” იყო- მივუგე მე, მან კი ისეთი სიცხადით აღწერა იგი, თითქოს ცოცხლად ენახოს, მან შემდეგი მიამბო: “იმ ღამით იგი გამომეცხადა და მითხრა : უთხარი ჩემს ძმას რომ ხუთი არზა უკვე გასწორებულია.
-ვინ არის თქვენი ძმა?
-აქაური მღვდელი
-რომელ არზებზე მელაპარაკებით?
-მან იცის ეს მხოლოდ, გთხოვთ უთხარით აუცილებლად
-მაგრამ რატო არ ეჩვენებით თავად მას?
-ვეჩვენები მაშინ როცა ყველა არზა აღიხოცება,-მიპასუხა მან და გაქრა.
მე ვუამბე მას ჩემი ძმის პირველი გამოცხადების შესახებ და სწორად გავიაზრე რომ ეს ჩვენება უბრალო არ იყო, და დავიწყე ჩემი ძმის დანაპირების ლოდინი, მოლოდინის მეხუთე წელს ისევ ამ კეთილმოსავი ქალისგან შევიტყვე მისი მეორედ გამოცხადების შესახებ, იგი მთხოვდა განსაკუთრებით მელოცა მისთვის დიდ ხუთშაბათს: “ეს საჭიროა ჩემი ცოდვებისთვის” – თქვა მან და ყოველ წელიწადს ეს დიდებული დღე, როცა უფალმა დაადგინა წმინდა ზიარება ცოდვით განწმენდისთვის, მახსენებს მის თხოვნას რომელიც ჩემთვის ყოველთვის წმინდა მცნებად დარჩება.
ჩემი მოლოდინს ოცდამეათე წელიწადს(აღსანიშნავია რომ ლოცვის წლების რიცხვი ემთხვევა მოუნანიებელი ცოდვების არზების რიცხვს) ბოლოსდაბოლოს იგი როგორც დამპირდა, გამომეცხადა სიზმარში, რათა ეცნობებინა ჩემთვის ცოდვისგან საბოლოოდ განთავისუფლების შესახებ, ჩვენება ხანმოკლე იყო: მე თითქოს საწერ მაგიდასთან ვიჯექი, უცებ მეზობელი ოთახიდან შემოვიდა ჩემი გარდაცვლილი ძმა ანაფორაში, როგორც ცოცხალი ჩამიარა და თქვა: “ახლა მე თავისუფალი ვარ” და გაუჩინარდა.

წიგნიდან სულისთვის საჭირო საკითხავი 1998 წელი

პ.ს. თუ მკითხველს მოეწონება მსგავსი თემატიკის პოსტები კიდე დავდებ! :)

spotify

i am george

მსგავსი ამბები

Back to top button