არქივი

საინტერესო ფაქტები ფებურთის შესახებ

369a52a33565
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია. მას თამაშობენ პარკებში, მინდორზე, სკოლაში და ქუჩაში თითქმის მთელ დედამიწაზე. ფებურთს 250 მილიონზე მეტი კაცი და ქალი პროფესიონალი თამაშობს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში და მას ყველაზე მეტი ფანი ჰყავს. ფეხბურთის ჩემპიონატებს მილიონობით ფანი უყურებს და ხშირად ჩემპიონატის მაყურებელთა რიცხვი შესამჩნევად ჭარბობს ოლიმპიური თამაშების მაყურებელთა რაოდენობასაც კი.
0ffe517b5a00
ფეხბურთი ზუსტი წარმოშობის ადგილი დღემდე დაუზუსტებელია. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს 2000 წლის წინ ჩინელები და იაპონელები ფეხბურთის მსგავსი თამაშით ერთობოდნენ. მოვიანებით იგი საბერძნეთსა და რომშიც გავრცელდა. აქედან კი ინგლისელებმა გადაიტანეს. სავარაუდოდ სწორედ ინდლისში ჩამოყალიბდა თანამედროვე ფეხბურთის ფესვები. ამ თამაშს მხოლოდ ფეხით თამაშობდნენ, სწორედ ამიტომ უწოდეს ბრიტანელმა მოთამაშეებმა ფეხბურთი (football). როცა ისინი თამაშობდნენ, ომი უფრო გეგონებოდათ ვიდრე თამაში. ქალაქები და სოფლები ეჯბრებოდნენ ერთმანეთს და თითო გუნდში 500-ზე მეტი მოთამაშე შედიოდა. ყოველწლიურად იმართებოდა პაექრობა და ყველაზე ძლიერი გუნდი დადიოდა სოფლიდან სოფელში თავისი თანაბარი მეტოქის ძიებაში. ერთი თამაში თითქმის მთელი დღე გრძელდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს უამრავი ადამიანი ეწირებოდა და დაშავების ფაქტებიც ხშირი იყო. რამოდენიმე მეფემ ეს თამაში აკრძალა კიდევაც. ფეხბურთის თამაში კანონით იკრძალებოდა, იმ არგუმენტით, რომ მოთამაშეები ზიანდებოდნენ და უარგისნი ხდებოდნენ სამხედრო სამსახურისათვის. დედოფალი ელიზაბეტ I-ის დროს უამრავი მოთამაშე ციხეში ჩასვეს, რადგან მათ თამაშის დროს დააზიანეს მაღაზიები, სახელმწიფო ქონება და სხვა შენობები. მაგრამ ამ მცდელობამ ვერ შეუშალა ხელი გართობისა და სპორტის მოყვარულებს. დაახლოებით 1800-იანი წლებიდან ფეხბურთის თამაში დაიწყეს ინგლისის ყველა სკოლაში თუმცა მას არ გააჩნდა წესები. მოგვიანებით შეიმუშავეს ორი წეის. ერთ-ერთი იყო ის რომ სკოლაში სახელწოდებით “რაგბი” (Rugby) დაუშვეს ბურთის ხელში აღება და ასე გაქცევაც. თანამედროვე თამაში რაგბი სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა და მიიღო ის სახე , რაც დღეს აქვს. სხვა სკოლები უხელებოდ თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას. 1848 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში შეიქმნა იმ დროის ფეხბურთის წესები.
bd63642de809
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია შეიქმნა 1863 წელს. იმ დროს სიტყვა “ასოციაციიდან” შექმნეს სიტყა “სოკ” (SOC) შემდეგ ახალგაზრდებმა სლენგის სახით დაამატეს “ერ”. ასე ჩამოყალიბდა სიტყვა “სოკერი”. თუმცა მსოფლიოს ქვეყნების უდიდეს ნაწილში თამაშს “ფეხბურთს” უწოდებენ. ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში კი თამაშს სოკერს ეძახიან. ფეხბურთი სწრაფად გახდა ძალიან პოპულარული ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში და იგი იყო პირველი გუნდური თამაში, რომელიც ოლიმპიური თამაშების სიაში ჩასვე, ეს 1930 წელს მოხდა. 1904 წელს შვიდმა სახელმწიფომ, ბელგიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, დანიამ და შვეიცარიამ, დააარსეს ორგანიზაცია FIFA (the Federation Internationale de Football Association) პარიზში. იგი მმართველ ფეხბურთის ორგანანოდ იქცა და დღეს 208 წევრი ქვეყანა ყავს. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება მსოფლიო ჩემპინატი ჩემპინატი და უძლიერესი ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს მსოფლიო თასის მოსაპოვებლად. ეს შეჯიბრი სათავეს 1930 წლიდან იღებს. 1958 წლიდან უპირატესობა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ხელში იყო, მაგრამ 1996 წელს აზიის ქვეყანამაც შეზლო გამარჯვება.
e3b8065da785
ტრადიციულად ფეხბურთს მხოლოდ მამაკაცები თამაშობდნენ, თუმცა იგი დღეს ქალებშიც ძალიან პოპულარულია. ჩინელი ქალები ფეხბურთის მსგავს თამაშს ჯერ კიდევ 2000 წლის წინ თამაშობდნენ. მას შემდეგ ქალების ფეხბურთი არ არსებობდა სანამ 1920-იან წლებში სასკოლო პროგრამაში, გოგონებისთვისაც არ დაუშვეს თამაში. ქალთა ფეხბურთის პირველი მსოფლიო ჩემპინატი 1991 წელს ჩატარდა ჩინეთში. ევროპაში ფეხურთი ქალისთვის შეუფერებლად მიიჩნეოდა და კანონით იყო მისი თამაში მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის . ეს აკრძალვა 1970-იან წლებში მოხსნეს. სწორედ ამის შემდეგ გახდა ქალებშიც ფეხბურთი პოულარული და თანდათან უფრო იზრდება. სავარაუდოდ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ქალების ფეხბურთი ოლიმპიურ პრორგამაშიცაა ჩასმული და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 მილიონზე მეტი გოგონა თამაშობს მას პროფესიულ დონეზე. აშშ-მ ქალთა მსოფიო თასი 2ჯერ მოიპოვა. ასევე ამერიკელებმა მოიპოვეს ორი ოქროს და ერთი ვერცხლის ოლიმპიური მედლების კომპლექტი. ამ სახეობაში დიდ წარმატებას მიაღწიეს ბრაზილელმა, ნიგერიელმა იაპონელა და სხვა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა ქალებმა. დღესდღეობით მდედრების პროფესიონალური დონე ძალიან მაღალია და მათი გასამრჟელო წლიურად მილიონებს აღწევს.
ffd1c6b6331c
ყველა ქვეყანა ფიქრობს, რომ საუკეთესონი არიან ფეხბურთში და მატი გუნდი ყველას აჯობებს. თუმცა ყველა თანხმდება რომ ბრაზილიაა საუკეთესო საფეხბურთო ქვეყანა. ამ სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოში თამაში პირველად შეიტანა კაცმა სახელით, ცარლოს მილერი, რომელმაც იქ გუნდი შექმნა. 1899 წელს მათ ქვეყანაში პირველი თამაშის ჩანაწერი გააკეტეს. დღეს ფეხბურთი ბრაზილიისათვის სიცოცხლეა. მათმა გუნდმა მსოფლიო თასი ხუთჯერ მოიპოვეს და ყავს მეტი პროფესიონალი მოთამაშე ვიდრე მთელ დანარჩენ მსოფლიოს. ბრაზილიამ მსოფლიოს მოუვლინა ისეთი გამოჩენილი და წარმატებული მოთამაშეები, როგორებიცაა პელე, გარინჩა, ზიკო და ძალიან ბევრი ცნობილი ფეხბურთელი, ვინც მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი. ამ ფეხბურთელებმა, თავიანთი კარიერა საშინელი სიღარიბიდან დაიწყეს და წარმოუდგენელი სიმდიდრე მოიპოვეს. ისინი ნამდვილ კერპებად არიან ქცეულნი. მათი გავლენა შეგიძლიათ დაინახოთ პატარა ღარიბი ბიჭების თვალებში, რომლებიც სამეზობლოებში ფეხბურთს თამაშობენ. მათი ოცნებაა, როცა გაიზრდებიან დიდი ფეხბურთელიები გახდნენ, მსგავსათ თავსი თანამოძმეებისა. მხოლოდ ინგლისი არ გამოირჩევა ფეხბურთის ვარსკვლავებით. ბრიტანელი დეივიდ ბექემი ნამდვილი კერპია უამრავია ახალგაზრდისა. ისინი კითხულობენ ჟურნალებს და ელოდებიან სიახლეებს მის შესახებ. ტოკიოში ბექემის 3 მეტრიანი შოკოლადის ქანდაკება გააკეთეს.

ფეხბურთი ერთ-ერთი უძველესი სპორტია მსოფლიოში. მისი ფანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არ აპირებს შეჩერებას. დარჩება ფეხბურთი ყველაზე პოპულარულ სპორტად? ადამიანთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ დარჩება.

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში

მსგავსი ამბები

Back to top button