ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

სასწრაფო დახმარების მისაბმელიანი მოტოციკლეტი – R-aid


სასწრაფო დახმარების მისაბმელიანი მოტოციკლეტი – R-aid…

უზარმაზარ მეგაპოლისებში სასწრაფო დახმარების ავტომობილები სირენითაც კი ვერ გადაადგილდებიან სწრაფად, ასეთ სიტუაციაში უფრო კარგი ვარიანტია მოტოციკლეტი თავისი მისაბმელით – R-aid. R-aid-ი აღჭურვილია ყველანაირი აუცილებელი მოწყობილობით.

მისაბმელის კონცეფცია ეკუთვნის დიზაინერ ეინჯელ ლის. მისაბმელი აღჭურვილია სლაიდერიანი კარებით, რომელიც დამაგრებულია მოტოციკლეტზე. ამორტიზაციის საიმედო სისტემა ავადმყოფს დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს უვნებლად.

R-aid-ს უკან აქვს განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო წინა ნაწილში კი დაყენებულია სირენა. მიუხედავად იმისა, რომ “კარეტა” ჩანს პატარა და კომპაქტური, მასში მაინც მოიძებნება ადგილი ორი ადამიანისთვის და აუცილებელი აღჭურვილობისთვის.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close