არქივი

მცენარეები და მედიცინა (ნაწილი 5)

88fb3857f28c
დღევანდელი თემა იქნება მწვანილი. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მწვანილის სახეობის სასარგებლო თვისებებს.

კამა
1df8e3fb9f7e
კამა არის მეტად სწრაფად მოზარდი ბალახოვანი მცენარე, მძაფრი არომატული სუნით. კამის ფოთლები ხშირად გამოყენება, როგორც სანელებელი სხვადასხა კერძისათვის. სამედიცინო მიზნისათვის ხმარობენ კამის თესლს, მის ფოთოლს, რომელსაც იღებენ მცენარის ყვავილობის პერიოდში. კამის თესლს აშრობენ თბილ სათავსოებში, ან ღია ჰაერზე, ჩრდილში. მცენარეს გასაშრობად აწყობენ ფენებად და შემდეგ პერიოდულად გადააბრუნებენ. კამის თესლი შეიცავს: 4% ეთერზეთს, 20%-მდე ცხიმოვან მჟავას, კამის ახალი ფოთლები შეიცავს 135 მგ% ვიტამინ С-ს და 5 მგ% კაროტინს. სამედიცინო პრაქტიკაში კამის თესლისაგან მიღებული პრეპარატი გამოიყენება, როგორც სპაზმოლიტიკური საშუალება და მას უნიშნავენ ქრონიკული კორონალური უკმარისობის, გლუვკუნთოვანი მუსკულატურის სპაზმის და სპასტიკური კოლიტის დროს. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ის ფაქტიც, რომ სტენოკარდიის მწვავე შეტევის დროს ამ ორეპარატს არავითარი ეფექტი არ გააჩნია. რადგან ავადმყოფისათვის თერაპიული და გამოსაჯამრთელებელი ეფექტი მედიკამენტის მიღებიდან ხანგრძლივი დროის შემდეგ ვითარდება. ამ წამალს უნიშნავენ 0,1გ-ს 3 ან 5-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ვადა 3-დან 8-კვირამდე განისაზღვრება. მკურნალობის დრო ჯანმრთელობის პრობლემის სიმწვავეზეა დამოკიდებული. კამის ფოთოლს მედიცინაში საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს. მისი ნაყები ეფექტურია ჰიპერტონული დაავადების I და II სტადიის დროს. ლაბორატორიულ ცხოველებზე ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ ბალახის ნაყენი ვენაში შეყვანით აქვეითებს არტერიულ წნევას, ადუნებს ნაწლავის პსერისტალტიკას და ასევე აძლიერებს დიურეზს. თუმცა ეს მეთოდი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ნამდვილად არსად გამოიყენება და აკბათ ვერსად გადააწყდებით მსგავსი მეთოდოთ მკურნალობას. ძალიან ხშირად კამის თესლი პედიატრიაში გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი და ამასთანავე საფაღარათო საშუალება. ძველი წყაროებიდან ირკვევა, რომ ხალხურ მედიცინაში კამა გამოიყენებოდა, როფგორც შარდმდენი პრეპარატი. კამის თესლის ფხვნილი, ნახარში და ნაყენი ენიშნებათ ავადმყოფებს მაღალი წნევის, ღვიძლის დავადების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლილობის, სუნთქვის გაძნელების. ასევე მეძუძური დედებისათვის გამოიყენება, როგორც ლაქტაციის გასაძლიერებელი საშუალება. ხოლო პედიატრიაში კამის თესლის ნახარში გამოიყენება დისპეპსიების, ფაღარათის, მუცლის არეში ტკივილის დროს. როგორც გარეგანი საშუალება გამოიყენება იგივე ნახარშის ნაყენი მხედველობის ორგანოს, თვალის, დაავადების დროს. ხოლო ღორის ქონზე დამზადებულ კამის მალამოს იყენებენ კანის ჩირქოვან დაავადებათა ადგილზე. ეს მალამო ითვლება აგრეთვე ანტიპარაზიტულ, კერძოდ ტილების საწინააღმდეგო საშუალებად. ცხოველებში სისხლიანი შარდის შემჩნევის შემთხვევაში, ზოგიერთ ქვეყანაში, ხმარობენ კამის თესლის ნახარშს. ხოლო ჩვენთვის, ადამიანებისათვსი, უძილობის შემთხვევაში კამის თესლის ნახარში ღვინოზე არაჩვეულებრივი საძილე პრეპარატია, ბუნებრივი და 100% ნატურალური. ციმბირში, ზემოთ უკვე მრავალჯერ ხსენებულ, მცენარეს იყენებენ თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში არსებული ქვების დასაშლელად და გამოსადენად. ამ მიზნით, უამრავი სამკურნალო თვისებით დაჯიმდოვებულ კამას, ასე იყენებენ : იღებენ მცენარეს მთლიანად. თავისი მიწისზედა, მიწისქვეშა ნატილებით და თესლით. ამ ყველაფერს კარგად გამოაშრობენ. შემდეგ აიღებენ მცენარეს, 2 სუფრის კოვზს, დაასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და დადგამენ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ აცივებენ, ამ ყველაფერს ერთად გაწურავენ და სვამენ მთელი დღის განმავლობაში.რეკომენდებულია 4-5 მიღება. ამ ხალხური მეთოდით მკურნალობა გრძელდება 2 ან 3 კვირა. ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე. აგრეთვე, ალბათ არ გეცოდინებათ, რომ კამის თესლისაგან იღებენ ზეთს, რომელსაც იყენებენ საპნის, ასევე ლიქიორებისა და არყის დასამზადებლად.

ოხრახუში
576c794d3445
ოხრახუში ფართოდ გავრცელებული ბალახოვანი მცენარეა. იგი გამოიყენება, როგორც კულინარიაში ისე სამკურნალოდ. ოხრახუში სამედიცინო მიზნებისათვის გართოდ გამოიყენება. უფრო იშვიათად ფოთლები და ძირი. ნაყოფს ანუ იგივე თესლს იღებენ მომწიფებისას. მცენარის თესლი შეიცავს 2-დან 6%-მდე ეთერზეთებს, რომლის ძირითად შემადგენელ ნაწილადაც ითვლება აპიოლი. ოხეახუშის თესლი აგრეთვე შეიცავს 22% ცხიმოვან ზეთს- წარმოდგენილს გლიცერიდებით. ფოთლებში არის: ეთერზეთი, კაროტინი და ვიტამინი – C. ოხრახუში გამოიყენება, როგორც შარდმდენი გულისა და თირკმლის დაავადების დროს. კარგ შედეგს იღებენ, ოხრახუშით მკურნალობისას , თიკმელკენჭოვანი დაავადებისა და შარდის ბუშტის ანთების დროს, პატარა ბავშვებში შარდის გამოყოფის პროცესის დარღვევის დროს. გარდა საშარდე სისტემისა ოხრახუში დადებით გავლებას ახდენს ღვიძლზე. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალურ მუშაობაზე. კარგია საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება ნაყენი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: იღებენ ნახევარ ჩაის კოვზ ოხრახუშს თესლს, ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს და დგამენ 8 საათის განმავლობაში. შემდეგ იღებენ 2-3 სუფრის კოვზს ყოველ 2 საათში ერთხელ. ძირებისაგან ამზადებენ ახალ წვენს, მისარებად 1-2 ჩაის კოვზით 3-ჯერ დღეში. ხალხურ მედიცინაში ოხრახუშის ძირები და თესლი გამოიყენება მუცლის შებერილობის, შარდსადენი სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს, ასევე თირკმელსა და შარდის ბუშტში ქვის არსებობის შემთხვევაში. კარგაი ოხრახუში ცხელების დროს, როგორც ოფლმდენი, მალარიის საწინააღმდეგოდ, ქალებში მენსტრუაციული ციკლის სარეგულაციოდ. გარეგან საშუალებად გამოიყენება ოხრახუშის ახალი ფოთლები, რომელსაც იდებენ მწერების ნაკბენზე. კარგია სახის კანზე ჭორფლის მოსაცლებლად. გამოიყენება ასეთი ნაზავი: ოხრახუშის წვენი შერეული ლიმნის წვენთან.

ნიახური
1c41ff889750
ნიახური არის საკვები, არომატული მცენარე. მისი სამშობლო არის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. საკვები ან სამკურნალო მიზნით იყენებენ ახლად დაკრეფილ მცენარეს ან მის ძირებს. ნიახურის ძირები შეიცავს : 3,4% შაქარს, 0,1% ეთერზეთს, მარილებს: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს. ვიტამინებს: C, B1, B2, PP. ნიახურის ფოთლები დაძირები გამოიყენება ახალი და მოხარშული წვნიანების, სალათების, მეორადი კერძების, გარნირების მოსამზადებლად. გამხმარი და დამარილებული ნიახურის მხვანილი კი იხმარება, როგორც სანელებელი სხვადასხვა კერძსა და კონსერვში. დიეტოთერაპიაში ნიახურის ფოთლები იხმარება სიმსუქნის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. ხალხურ მედიცინაში ნიახურის ახალი მწვანილისაგან მომწადებული პრეპარატი მრავალი მიზნით გამოიყენება. მაგალითად, როგორიცაა შარდნდენი, ტკივილგამაყუჩებელი და მადის გამაძლიერებელი საშუალება. ცნობების მიხედვით ეს ძალიან ეფექტური და მოკლე დროში მოქმედი წამლებია. ხშირად ნიახურის მიღებას ურჩევენ ქრონიკული შეკრულობის, თირკმელების დაავადების, პადაგრის, დერმატიტის და ალერგიული გამონაყარების შემთხვევაში. როგორც უკვე ნახეთ ამ ძალიან ხშირად გამოყენებად მწვანილს უამრავი დადებითი თვისება ჰქონია და მისი წყალობით უამრავი დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკაა შესაძლებელი. კანის დაავადებებს შემთხვევაში ხშირად ხმარობენ ნიახურის წვენისაგან დამზადებულ მალამოს. ნიაწურის წვენს უნიშნავენ 1-2 ჩაის კოვზს სამჯერ დღეში. ნიახურის ნაყენი მზადდება შემდეგი წესით: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხამენ 1 აის ჭიქა ცივ წყალს. დგამენ 2 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატუტაზე. მთელ დოზას სვამენ დღის განმავლობაში. ოხრახუშის ნაყენი ძალზე კარგია მტკივნეული მენსტრუაციის დროს.

იმედია მოცემული ინფორმაცია მომავალში გამოგადგებათ. ბუნებრივია თქვენ ქარმაცევტული კომპანიების დამზადებულ წამლებს ანიჭებთ უპირატესობას, ეს ბუნებრივიცაა. მაგარ არ დაგავიწყდეთ, რო ეს მთოდები ჩვენი წინაპრების მიერაა გამოცდილი. შემდგომში კი თანამედროვე ტექნოლოგიებით შემოწმებული. ასევე გაითვალისწინეთ ეს მცენარეული წამლები 100% ნატურალურია და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში

მსგავსი ამბები

Back to top button