არქივი

გიდი დამწყები აკვარიუმისტებისთვის (ნაწილი 1)

9815db7b7931

რა არის აკვარიუმი?

აკვარიუმი სისტემა, რომელიც მინებს შორის არის მოთავსებული ძალიან სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის, რადგან მაშსი მცხოვრებ ბინადრებს თავიანთი სამყარო აქვთ და ასე ვთქვათ სულ არ ანაღვლებთ რა ხდება გარშემო, ყველას გექნებათ ნანახი აკვარიუმი ეს ბუნების პატარა ნაწილია თქვენს სახლში.  ერთი შეხედვით ტოვებს შთაბეჭდილებას რომ იოლა, მაგრამ სინამდვილეში  საკმაოდ რთული სისტემაა,

როგორ შევარჩიოთ აკვარიუმი?

06764dc2f69f

საერთოდ გავრცელებულია მრგვალი და მართკუდხედი ფორმის აკვარიუმები.სამწუხაროდ ბევრი დასაწყისშივე ცდება, რათქმაუნდა აკვარიუმის ზომა განპირობებულია მისი მოთავსების ადგილის ზომით,თუმცა როგორც წესი დასაწყისშივე არჩევენ ხოლმე მრგვალ აკვარიუმებს,რადგან ფიქრობენ, რომ რაც უფრო პატარაა ლიტრაჟი მით უფრო ადვილი მოსავლელია, ეს მიდგომა სწორი არაა, რადგან მრგვალ (და ასევე სხვა ფორმის პატარა ლითრაჟის აკვარიუმებში) ბიობალაანსის დამყარება და შენარჩუნება ფაქტიურად შეუძლებელია ამავდროულად მრგვალ აკვარიუმებში რთულდება საჭირო აქსესუარების მოთავსება, მოუხერხებელია და მომრგვალებული ფორმის გამო თევზებსაც ამახინჯებს. დასაწყისისთვის გირჩევთ დადგათ მართკუთხედი აკვარიუმი 80-150 ლიტრამდე, უფრო პატარა აკვარიუმებში, თევზების არჩევანი ძალიან მცირდება, უფრო დიდში კი ან  დაზიანების შემთხვევაში ზარალი საკმაოდ დიდია.

როგორ უნდა ”გავუშვათ” აკვარიუმი?

76e502c0abb3

დავიწყოთ იქიდან რომ სასურველია აკვარიუმი მოვათავსოთ ისეთ ადგილას სადაც მზის სინათლე ხშირად ვერ აღწევს. აკვარიუმის დადგმამდე ქვეშ დაუდეთ პენოპლასტი (ტემპერატურის დარეგულირებას უწყობს ხელს)  აკვარიუმის დადგმის შემდეგ ჩაყარეთ გრუნტი,ჩაასხით წყალი (წყლის ჩასხმის წინ თუ თეფშს ჩადგავთ წყლის ნაკადი გრუნტს არ მიმოფანტავს) ჩადგით აკვარიუმში გამათბობელი და ფილტრი ჩარგეთ მცენარები, ჩაალგაეთ დეკორაციები, დააყენეთ განათება დაახურეთ თავსახური, დატოვეთ ჩართული ფილტრით და გამათბებლით აკვარიუმი 10-15 დღე და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვით თევზები! არასდროს არ გაუშვათ თევზები დაუბალანსებელ აკვარიუმში!
თავიდან დაახლოებით სამი დღე წყალი ამღვრეული იქნება მერე კი ნელ-ნელა დაიწყებს დარეგულირებას და დაწმენდას ამ მოვლენას ბიო ბალანსის დამყარება ქვია

როგორ შევარჩიოთ თევზები?

058d057a0e9c

დასაწყისისთვის გირჩევთ შეიძინოთ მშვიდობიანი ბუნების თევზები..
საერთოდ თევზი ყველაფერის შეჭმას ცდილობს რაც პირში ეტევა ასე რომ უმჯობესი იქნება ერთნაირი ზომის თევზები შეარჩოთ, ზოგადად პატარა ზომის თევზების 1სმ ზე სჭირდება 1 ლიტრი წყალი დიდი ზომის თევზებზე კი 1სმ ზე 10 ლიტრი ასე რომ ნუ გადატვირათავთ აკვარიუმს და ნუ  გადააჭარბებთ ამ ნორმებს! თევზების უმეტესობისთვის 25-26 გრადუსი კარგი ტემპერატურის მაჩვენებელია რაც შეეხება წყლის ცვლას თევზეის ნაირსახეობაზე და რაოდენობაზეა დამოკიდებული მაგრამ ხშირ შემთხვევაში კვირაში ერთხელ 100 ლიტრაზე 25 ლიტრის გამოცვლა და თვენახევარში ერთხელ დასიფონება საკმარისია..

როგორ გამოვკვებოთ თევზები?

20fdbfd83fba

როგორც წესი თევზებს დღეში ორჯერ აჭმევენ, დაიმახსოვრეთ თევზებს არ აქვთ დანარების შეგრძნება და რამდენსაც ჩაუყრით იმდენის შეჭმას შეეცდებიან, ნორმალური დოზით ყრით საჭმელს თუ საკვების ჩაყრიდან 1 წუტზე ნაკლებ დროში საკვები აღარ არის აკვარიუმში. საერთოდ ჯობია თევზი მშიერი იყოს ვიდრე ზედმეტი ქონდეს ნაჭამი.. კარგი იქნება თუ კვირაში ერთი დღე შიმშილის დღეს მოუწყობთ თევზებს
ბაზარზე ბევრი სხვადსხვა და არცთუ ისე სანდო საკვები შემოტანილი მე გირჩევთ ტეტრას ან სერას საკვებს

შემდეგ პოსტებში განვიხილავ თევზების ნაირსახეობებს, კვებას,დაავადებებს, სქესის გარჩევას,თავსებადობას,და სხა პატარ-პატარა წვრილმანებს :)

GEGCHE

some informatin about me

მსგავსი ამბები

Back to top button