გასართობივიდეოებიკრეატივი

აფრიკული ღამის კლუბი – „Avastar“


ფილმ “Avatar”-ის მოყვარული მაიკ ბესონი (Mike Basson), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან არის პანდორას სტილში გადაწყვეტილი ღამის კლუბის მფლობელი.
ნახეთ ვიდეო:
პანდორა, როგორც ვიცით, არის მაცდური ციური ქალი, პირველი დედაკაცი. მიწისა და წყლისგან შექმნა ჰეფესტომ, მერე ყველა ღმერთმა თავისი წილი საჩუქარი უბოძა (ხმა, სილამაზე, მომხიბლაობა), რათა პრომეთეს ძმა ეპიმეთე მოეხიბლა და კაცთა მოდგმის დამღუპველი „საჩუქრებით“ სავსე პანდორას ყუთი ჩამოეტანა დედამიწაზე —პრომეთეს მოტანილი ცეცხლისათვის სამაგიეროს მისაგებად.


აფროდიტემ, პეითომ და ქარიტებმა ციური მიმზიდველობა უბოძეს, ჰერმესმა — მზაკვრობის, ცბიერებისა და ლამაზი მეტყველების უნარი, ჰორებმა ყვავილებით შეამკეს, ათენამ სამოსი მოუქსოვა, ზევსმა კი მისცა ჭურჭელი (პითოსი), რომელშიაც იყო ყველა მიწიერი უბედურება, ჭირი და კაეშანი. შურისმგებელი ზევსის ასეთი საჩუქრებით მიადგა ეპიმეთეს, რომელმაც ბრძენი ძმის პრომეთეს გაფრთხილებას ყური არ ათხოვა, ქალი მიიღო, შეირთო, შემდეგ ცნობისმოყვარე პანდორამ ყუთს თავი ახადა და ყველა უბედურება წამსვე ამოფრინდა, მთელს ქვეყნიერებაზე გაიფანტა…
კლუბის ინტერიერი საკმაოდ უნიკალურია, თუმცა ყველაფერი შემუშავებულია იგივე სტილში;
“Avatar” -აფრიკული ღამის კლუბი მდებარეობს ქალაქ რივონიაში (Rivonia) – აფრიკულ ლას-ვეგასში (African Vegas).


ღამის კლუბის მფლობელი- მაიკ ბესონი (Mike Basson)








ნახეთ ვიდეო:

მფლობელი მაიკ ბესონი

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close