გასართობიკრეატივისაკითხავი

საქორწილო ტრადიციები და მათი წარმოშობის ისტორიები


მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქორწილი რაიმე გარკვეული ცერემონიით აღინიშნება. ამ ცერემონიებში გარკვეული წვლილი კულტურას, რელიგიას და ძველ ტრადიციებს შეაქვთ. თუმცა თითქმი ყველგან შეხვდებით საქორწინო ბეჭდის, საქორწინო კაბის, ტორტის და სხვა წესებს. ეს ყველაფერი უძველესი დროიდან ყალიბდებოდა და ვითარდებოდა.

საწორწინო ბეჭდის ტრადიცია უძველესი ინდოელებიდანდან იღებს სათავეს. თუმცა ძველ დროში ბეჭედი ნამდვილად არ იყო სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო. ფაქტობრივად ეს იყო ქალში წინასწარ გადახდილი გადასახადი. ამის შემდეგ ქალი იყო დანიშნული და დანარჩენი გამოსასყიდის გადახდის შემდექ კაცს საცოლე მიყავდა. ზოგიერთ აფრიკულ ტომში ქალს დღესაც ყიდულობენ. 1964 წელს მასაის ტომის ბელადმა ცნობილ ამერიკელ მსახიობს კაროლ ბეიკერს შესთავაზა 150 ძროხა, 20 თხა და 750 დოლარი ნაღდი ფული იმისათვის რომ ქალი მას ცოლად გაყოლოდა. ეს ძალიან ბევრი იყი, იმის გათვალისწინებით, რომ საუკეთესო მასაის მებრძოლმა ცოლში 12 ძროხა და 200 დოლარი გადაიხადა.

ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა ბეჭდის ტრადიცია ინდოელებისაგან გადმოიტანეს და იქაც, ბეჭედი იმას ნიშნავდა, რომ ქალი გაყიდული იყო. ქრისტიანულმა საზოგადოებამ ბეჭდის ტრადიცია დაახლოებით 1000 წლის წინ გადმოიღო, თუმცა ქრისტიანებისათვის ერთგულებისა და სიმტკიცის ნიშანი იყო. წრე ანუ ბეჭედი, რომელსაც არც დასაწყისი ქონდა და არც დასასრული მარადიულობის სიმბოლო იყო. სკანდინავიელებმა კი ბეჭდის ტრადიცია სულ რაღაც 1600-იან წლებში დაამკვიდრეს. მანამდე ისინი შუაზე გატეხილ ოქროს ან ვერცხლის მონეტას ანიჭებდნენ უპირატესობას, რომლის თითოეულ ნაწილსაც დაქორწინებულები ატარებდნენ. აგრეთვე არსებობს სხვადასხვა რწმენა თუ რომელ ხელსა და თითზე უნდა ატარონ ბეჭედი. ძველი ბერძნები და რომაელები მას მარცხენა ხელის არა თითზე იკეთებდნენ, რადგანაც თვლიდნენ, რომ ვენა ამ თითიდან პირდაპირ გულზე გადიოდა. მიუხედავად ამისა ბევრ ქვეყანაში ბეჭედს მარცხენა ხელზე არ ატარებდნენ. გერმანიასა და ჩილეში წყვილი ანიშვნის დროს ბეჭვდების ცვლის და მარცხენა ხელზე ატარებს. დაქორწინების შემდეგ კი იგი მარჯვენა ხელზე გადააქვთ. რუსეთში რომელიმე თითი სპეციალურად არ არის არჩეული ბეჭდის სატარებლად. თუმცა რუსები მას მარჯვენა ხელზე ატარებენ იმის აღსანიშნავად, რომ უკვე დაკავებულები არიან. რამოდენიმე ქვეყანაში, მაგალითად ბრაზილიაში დაქორზინებულები ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებენ და მის შიგნით ამოტვიფრული აქვთ მეორე ნაქევრის სახელები. ქმარს ცოლის და შესაბამისად ცოლს- ქმრის. შვედი ქალბატონები სამ ბეწედს ატარებენ: ერთი-ნიშნობის, მეორე-ქორწინების და მესამე-დედობის.

დღესდღეობით უამრავი პატარძალი თეთრ კაბაში ქორწინდება. ეს სიწმნინდის სიმბოლოა და სათავეს დაახლოებით 1500-იანი წლებიდან იღებს. მანამდე პატარძლები თავიანთ საუკეთესო კაბას ატარებდნენ და ფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა. დრეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში პატარზლები ატარებენ თეთრ კაბას. ასევე ისინი ინარჩუნებენ ტარდიციას ატარონ: რაღაც ძველი, რაღაც ახალი, რაღაც ნათხოვი და რაღაც ლურჯი. თითოეულ ,,რაღაცას” თავისი განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. რაღაც ძველი წარსული ბედიერების სიმბოლოა და ქორწილში მისი ტარება მომავალ მომავალ ცხოვრებაში ამ ბედნიერების გადაყოლას აღნიშნავს. რაღაც ახალი იმ მომავალი წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლოა, რაც დაქორწინებულ წყვილს ელოდება. რაღაც ნათხოვი აღბიშნავს, რომ მეგობრების ერთგულება და სიყვარული ქორწინების შემდეგაც გაგრძეკდება. რაძაც ლურჯი კი ერთგულების სიმბოლოა, ლურჟი საზოგადოებასი ღირებულებების აღმნიშვნელია. იაპონიაში თეთრი უძველესი დროიდანვე იყო ძირითადი ფერი საქორწინოდ და სწორედ აქედან გავრცელდა დასავურ კულტურაშიც. იაპონელმა პატარძალმა შესაძლოა თავის ქორწილში ორჯერ ან სამჯერ გამოიცვალოს კაბა. მან შეიძლება დაიწყოს ტრადიციული კომონოთი და დასავლური თეთრი კაბით დაასრულოს. ფინეთში პატარძლები თეთრ კაბას და ოქროს გვირგვინს ატარებენ. ქოწინების შემდეგ მას თვალ აუხვევენ და პატარძლის გარშემო გასათხოვარი გოგონები ცეკვავენ. მათ სჯერათ, რო ვისავ პატარძალი გვირგვინს პირველს დაადგამს ის აუცილებლად შემდეგი გათხოვდება. ყველა ქვეყანაში თეთრი არ ითვლება საქორწინო კაბის ფერად. ჩინეთსა და პაკისტანში პატარძლები წითელში არიან გამოწყობილნი, რაც ბედიენების სიმბოლოა. სამოაში პატარძლები ყვავილებით მორთულ ხის ქერქისაგან დამზადებულ კაბას იცმევენ, ხოლო თავზე მარგალიტის გვირგვინს იდგამენ. წარსულში უამრავი კულტურისათვის დამახასიათებელი იყო, რომ სიძე-პატარძალს ერთი ფერის ტანსაცმელი ეცვა. მათი რწმენით ასე დააბნევდნენ ბოროტ სულს , რომელსაც პატარძლის ტანჯვა და ტკივილი უნდოდა. ფილიპინებში ეს ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია.

საქორწინო ტორტის ტრადიცია თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. თუმცა მას სულაც არ ჭამდნენ. მიიჩნევდნე, რომ თუკი სარორწინო ნამცხვარს პატარძალს ესროდნენ, ეს მას ნაყოფიერებას მოუტანდა. თავიდან ეს ტრადიცია ხორბლისა და სიმინდის მიყრით დატყო, შემდგომში მარცვლეული პატარა ნამცხვრებით შეიცვალა, საბოლოოდ საფრანგეთში კი მიიღო ისეთი სახე, როგორიც დღესაა და ამზადებენ დიდ ტორტებს. სხვადასხვა ქვეყანას თავისი ტრადიციული ნამცხვარი აქვს. ირლანდიაში აქვთ ხილის ტორტი, უკრაინაში ამას საქორწინო პურის სახე აქვს, დანიაში კი უმშვენიერესი შაქრით მორთული ნუშის ნამცხვაი აქვთ, საფრანგეთსი საქორწინოდ კარამელით დაფარული კრემიანი ნამცხვრებია მიღებული.

ახლად დაქორწინებული წყვილისათვის რაიმეს სროლა უამრავ ქვეყანაშია გავრცელებული. მაგალითად აშშ-ში აყრიან ბრინჯს, როდესაც გამოდიან შენობიდან სადაც დაქორწინდნენ. როდესაც ხალხმა შეიტყო, რომ ბრინჯი ფრინველებს წყენდათ, იგი მარცვლეულით შეცვალეს. ამასგარდა ამერიკელები ხშირად ბუშტებსაც უშვებენ და აყრიან პატარა ფერადი ქაღალდებს. რომელთაც უმეტესად გულის ფორმა აქვთ.

ბუნებრივია არსებობს უამრავი ტრადიცია. იტალიელები აყრიან შაქრიან ნუშს, სიტკბოებისა და ბედნიერების სასურვებლად. ჩეხეთში კი , რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ბარდას აყრიან. რუმინელები კი- თხილსა და ტკბილეულს. ერთ დროს კი ბრიჯის , ხორბლისა და სიმინდის ნაცვლად ფეხსაცმელს ესროდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ფეხსაცმელი ნაყოფიერებას მოუტანდათ მათ. ინუიტებს, კანადასი მცხოვრებ ძველ ტომს, დღემდე აქვთ ეს წესი. ამ ტრადიციას აშშ-სა და ინგლისში განსხვავებული სახე აქვს. ახლადდაქორწინებულები მანქანიდან უკან ისვრიან ფეხსაცმელს.

მიუხედავად თანამედროვე ყოფისა, ჩვენ კვლავ ვიყენებთ უძველეს სიმბოლოებს წყვილისათვის ბედნიერების, სიხარულის და ნაყოფიერების სასურვებლად. ამ ტრადიციების დიდ ნაწილს ,მთელი მსოფლიოდან, არის გაზიარებული ერთიდაიგივე ადამიანური ფასეულობებიდან. ჩვენ შესაძლოა დღესაც შევიგრძნოთ უზველესი ტრადიციების სული ჩვენს საქორწინო ტარადიციებში.

თეგები

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში
Close
Close