ფოტოგრაფი ზია გაფიკი დაიბადა 1980 წელს სარაევოში, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დედაქალაქში. პროფესიონალური ფოტოგრაფიით ის დაკავდა სარაევოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სადაც მან 2001 წელს მიიღო ხარისხი მსოფლიო ლიტერატურის დარგში. დღეს მისი ნამუშევრები სარგებლობს დამსახურებული აღიარებით და იბეჭდება მსოფლიოს უამრავ წამყვან გამომცემლობაში. ზია გაფიკი არის უამრავი მსხვილი პროექტის ავტორი, რომლებიც მან მიძღვნა პალესტინის, ყირგიზეთის, ერაყის, რუანდის, ავღანეთის, ჩეჩნეთის და რა თქმა უნდა მშობლიური ბოსნიის ცხოვრებას.
აქ წარმოდგენილია მისი ფოტოები, რომლებიც გაკეთებულია პროექტისთვის “ტიტოს ბუნკერი”. ამ შესანიშნავად გამაგრებული ნაგებობის მშენებლობაზე იოსეფ ბროზ ტიტომ, რომელიც მართავდა იუგოსლავიას 1945 წლისდან 1980 წლამდე დახარჯა 4 მილიარდი დოლარზე მეტი. მშენებლობა გრძელდებოდა თითქმის 26 წელი. თვით მშენებლობა იყო მკაცრად გასაიდუმლოებული და ინფორმაცია მისი არსებობის შესახებ გავრცელდა ტიტოს გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ 1990 წელს.
ეს საიმედო ბუნკერი მდებარეობს პატარა ბოსნიურ ქალაქ კონჟიკთან ახლოს, რაც არის 40 კილომეტრი სარაევოდან. ბუნკერი შედგება 12 ბლოკისაგან და მისი საერთო ფართობია 6500 კვ მ. აქ არის ყველაფერი აუცილებელი, სიცოცხლის უზრუნველყოფისათვის საჭირო სიტემები, დანადგარები სამეთაურო ცენტრისათვის, საკავშირო კვანძები და უზარმაზარი საწყობები. გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზები და საოფისე ადგილებიც. ბირთვული ომის შემთხვევაში აქედან შეიძლებოდა ქვეყნის მართვა და ჯარის ელმძღვანელობა. ბუნკერის მშენებლობის დაწყებიდან გავიდა უკვე ნახევარი საუკუნეზე მეტი, მაგრამ ყველა მისი სისტემა მუშა მდგომარეობაშია, თუმცა თანამედროვე ტექნოგიებთან შედარებით ის მოძველებულია.
1. ბუნკერის უამრავი კორიდორებიდან ერთერთი.
2. შესასვლელი კარგად არის შენიღბული.
3. ბუნკერის ცენტრალური სამეთაურო პუნქტის სატელეფონო აღჭურვილობა. .
4. თავად ტიტოს პორტრეტი საკავშირო პუნქტთან.
5. მართვის ბლოკი.
6. სისტემის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფდა ბუნკერში ცხოვრებას.
7. საწვავის მარაგი, რომელიც აუცილებელი იყო ბუნკერის ავტონომიური მუშაობისათვის. იქ ინახებოდა სპეციალურ სანავთობე ავზებში. ერთი ასეთი ბენზინის შესანახი რეზერვუარის ტევადობა შეადგენს 50 ტონას.
8. ერთერთი საავარიო გასასვლელი ბუნკერიდან ექსტრენული ევაკუაციისათვის.
9. ტიტოს პირადი მდივნის სამუშაო ადგილი.
10. მოსაცდელი ოთახი ტიტოს ოფისთან.
11. მანქანები, რომელთაც უნდა უზრუნველყო რადიოკავშირი ბუნკერის შიგნით.
12. ბუნკერის საცხოვრებელი დანაყოფების ტიპიური ავეჯი.
13. ამ ნაგებობიდან შტაბის მეთაურს უნდა განეხორციელებინა მართვა.
14. წითელი ტელეფონი.
15. ეს თავად ტიტოს საძინებელი ოთახია. აქ კომფორტი რა თქმა უნდა უფრო მეტია.
16. სამეთაურო ოთახი.
17. ბუნკერში თათბირის ჩასატარებლად გათვალისწინელულია ორი საკონფერენციო დარბაზი. ეს დარბაზები პრაქტიკულად თითქმის ერთნაერია და მისი ტევადობა ისეთია, რომ თათბირს ერთდროულად დაესწრებოდნენ იმ დროის იუგოსლავიის არმიის ყველა ხელმძღვანელი პირი.
18. ბუნკერის რადიოკავშირის ცენტრის დანადგარი.
19. აქ მოთავსდებოდა სამხედრო დაზვერვა. ეს დანადგარი დღემდე მუშა მდგომარეობაშია.
20. ბუნკერის სანიტარული კვანძი.
21. ბუნკერის სამედიცინო ნუნქტი (წარწერა პაკეტზე: «გადასახვევი მასალა»).
22. ავარიული გასასვლელი დამცავი გერმეტული კარით.
23. შესავლელი კორიდორი, რომელსაც მივყავართ ტიტოს საიდუმლო ბუნკერთან.