გასართობისაკითხავისასარგებლო

ოქროსფერი შავში – თანამედროვე მოდა


ოქროსფერი შავში – თანამედროვე მოდა…

ფერების შეხამება ბევრს არ გამოსდის, მაგრამ შავი ფერზე და ოქროსფერზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან მათი ელეგანტური კომბინაცია ყოველთვის მოგებულია სხვა ფერებთან შედარებით. ოქროსფერისა და შავი ფერის შეხამებამ ოთახი ან მთლიანი სახლი შეიძლება აქციოს ფუფუნების ობიექტად. გთავაზობთ, რომ ნახოთ თუ როგორ ესაბამება ეს ორი ფერი ერთმანეთს.

პირველ რიგში გეტყვით, რომ ძირითადი ფერი იქნება შავი და სწორედ მასზე მასზე გაკეთდება ღია ფერის აქცენტი. ძალიან ბევრი ოქროსფერი უკვე უგემოვნო გამოვა. ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ჩატარდეს ექსპერიმენტი. მაგალითად, შესაძლებელია, რომ შავი ფერში შეღებოთ კედლები და ჩამოკიდოთ ფარდები ოქროსფერი კანტებით, ან შეიძლება გააკეთოთ იგივე შპალერებზე.

შავი კედლის ფონზე ჰარმონიულად გამოიყურება შავი ავეჯი ოქროსფერი გადასაფარებლითა და ბალიშებით. აქცენტისთვის ასევე კარგი იქნება ოქროსფერი ბრა და ოქროსფერი ლამპრები.

მანათობელი მოწყობილობები ოქროსფერი აქცენტით – წარმოუდგენლად ელეგანტური დეტალია იმ ინტერიერისთვის, რომელშიც დომინირებს შავი ფერი. მაგალითად აბაჟური გარედან შესაძლებელია იყოს შავი, ხოლო შიგნიდან კი ოქროსფერი. ოქროსფერი თარგები შავ აბაჟურზე აღარ მოითხოვენ შემდგომში დამატებით დეტალებს.

შავი ფერი და ოქროსფერი იმდენად განსხვავებული ფერებია, ხოლო მათ შორის კონტრასტი იმდენად ძლიერია, რომ მათი კომბინაცია უბრალოდ აჰიპნოზებს ადამიანს. გასათვალისწინებელია, რომ ოქროსფერი მიმდინარე წელს იქნება ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი ფერი მოდაში, ამიტომაც ვისაც რემონტის გაკეთება გსურთ არ გაუშვათ ეს მომენტი ხელიდან და გაარემონტეთ სახლი შავ და ოქროსფერ ფერებში.

თეგები
Close
Close