გასართობისურათებიუცნაური

თვითმფრინავების ავიაკატასტროფები „happy end“ -ით


თვითმფრინავების ავიაკატასტროფები „happy end“ -ით
დიტმარ ეკელი (Dietmar Eckel) – გახლავთ იმ ფოტოსურათების ავტორი, რომლებიც გადაღებულია ავია-ლაინერების ავარიის ადგილას.
თუმცა თითოეულ ავია კატასტროფას, რომელიც დააფიქსირა ფოტოგრაფის აპარატმა აქვს ბედნიერი დასასრული – ყველა, ვინც იმყოფებოდა აერო-ლაინერებში, ჩამოვარდნის შემდეგ გადარჩნენ და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ…
ამ პოსტში გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ , ავიახომალდების ისეთ მძიმე და შემზარავ კატასტროფებს, როდესაც ეკიპაჟი და მგზავრები ცოცხლები გადარჩნენ…
გაეცანით რამდენიმე ფოტოსურათს მოკლე ინფორმაციის თანმხლებით:

1. ავია ხომალდის „Avro Shackleton Pelican“ იძულებითი დაჯდომის ადგილი. ბორტზე იმყოფებოდა 19 ადამიანი – და ყველა ცოცხალია, სამედიცინო გამოკვლევით- მათ ჯანმრთელობას საფრხე არ ემუქრება… (1994 წელი, დასავლეთ საჰარა).

2. ეს საჰაერო ხომალდი გამოყენებული იყო მხოლოდ ნარკოტიკების კონტრაბანდისათვის. ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინება, რომ ამ თვითმფრინავში ყველა გადარჩა. (2010 წელი, მექსიკა).

3. “ Douglas DC3“ -ის ავიაკატასტროფა მოხდა ზღვის დონიდან 2,5 კმ-ის სიმაღლეზე. ყველა 10 ადამიანი, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ, სასწაულად გადარჩნენ. (2010 წელი, კანადა).

4. ავიახომალდი “ Douglas DC3“ მოხვდა მრავალტონიან, უზარმაზარი მასის თოვლში და გაიჭედა. ბორტზე იყო 6 ადამიანი – საბედნიეროდ, ყველა გადარჩა . (1950 წელი, კანადა).

5. ავიახომალდის „Douglas R4D-8“ ავარია პილოტების შეცდომების გამო, რომლებმაც არასწორად გადართეს საწვავის ავზები. (1973 წელი, ისლანდია).

6. დაცემის ადგილი „Cessna“ – საწვავის ნაკლებობა და ელექტროენერგია. (1963 წელი, აშშ).

7. ტერიტორია ავსტრალია. კატასტროფის მიზეზი დაუდგენელია (თარიღიც უცნობია).

8. Curtiss C46 Commando, სახელწოდებით “Mrs. Piggy” დაეცა კლდის ფერდობზე, ბარგის გადატვირთვის გამო; ყველა გადარჩა . (1979 წელი, კანადა).

ავიაკატასტროფის დროს ცეცხლი გაუჩნდა თვითმფრინავს . (1973 წელი, მიჩიგანი- აშშ).

9. თვითმფრინავის „Curtiss C46“ ჩამოვარდნა საწვავის გამოლევის გამო (1977 წელი, კანადა, ონტარიოს პროვინციაში).

10. B-24 ჩავარდა საწვავის ნაკლებობის გამო. ბორტზე იმყოფებოდა 9 კაცის შემადგენლობა და 9-ვე გადარჩა. (1993 წელი, პაპუა (Papua)-ახალი გვინეა).

11. პილოტმა მოახერხა გადარჩენა წყლის მიმოქცევის წყალობით. (1947 წელი, ამერიკის შეერთებული შტატები).

12. “ბრისტოლი“- დაშვების დროს დაეცა ყინულზე და იწყო ჩაძირვა… (1956 წელი, ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორის პროვიცია).

ბორტზე გაჩნდა ელექტროენერგიის პრობლემები, რომელიც იყო ავარიის მიზეზი ყველკა გადარჩა, მაგრამ დახმარებისათვის სამი დღის განმავლობაში ლოდინი მოუწიათ; ამ დროს ჰაერის ტემპერატურა აჩვენებდა -45º С -ს. (1971 წელი, ჩრდილოეთ დაკოტა, აშშ).

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close