გასართობისაკითხავისასარგებლო

მცენარეები და მედიცინა (ნაწილი 4)


დღეს კი წარმოგიდგენთ ხილის რამოდენიმე სახეობის სამკურნალო თვისებებსა და სამედიცინო დანიშნულებას

ყურძენი

ყურძენი საქართველოში ტრადიციულად გავრცელებული კულტურული საკვები მენარეა. თუმცა იგი ველურადაც გვხვდება. წარმოუდგენელია ქართველი კაცის ყოფა ამ მცენარის გარეშე. მის ღვთაებრივ წვენს მრავალი სამკურნალო თვისების გარდა, უნიკალური საგემოვნო თვისებებიც გააჩნია. მზე ჩამდგარი რქაწითელი და მანავის მწვანე, ქინძმარაული და საფერავი, ციცქა და ცოლიკაური, ადესა და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ჯიშის ელექსირი სიცოცხლისა და სიჯანსაღისა ხარობს მადლიან ქართულ მიწა-წყალზე. ,,ღვინო ახარებს გულსა კაცისასა”, ამბობს წმინდა წერილი და გრძნობს ქართველი კაცი, თუ რაოდენ არის შერწყმული ქრისტიანული ყოფა ვაზის კულტურასთან. ყურძენი ვაზის ნაყოფია. ნაწოფის მიღება იწყება აგვისტოდან და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. ყურძენი შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანიზმისთვის მეტად ადვილად ასათვისებელ შაქარს- გლუკოზას 20%-ს, სახაროზას 5,5%-ს, ფრუქტოზას ორგანული მაჟავებიდან ვასლისა და ლიმონის მჟავებს. ასევე გლუკოზიდებს, ვიტამინებს B და C. მინერალურ მარილებს: კალიუმს, კალციუმს, რკინას, მარგანეცს, ფოსფორს. აგრეთვე არომატულ ნივთიერებებს და ფერმენტებს. ყურძენი ითვლება საუკეთესო საკვებ პროდუქტად: 1კგ ნაყოფი იძლევა 700 კალორიას, ერთი ჭიქა ყურძნის წვენი კი-200 კალორიას. ყურძნის ნაყოფი უძველესი დროიდან გამოიყენება დიეტური და სამკურნალო მიზნით. ყურძენი ახდენს ორგანიზმზე მრავალმხრივ სასიკეთო გავლენას: შარდმდენი, ნაღვლმდენი, ნაზი საფაღარათო, გამამხნევებელი თვისებები აქვს. დაბლა სწევს კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ასტიმულირებს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას და აუმჯობესებს სისიხლის შედედებას. ყურძენი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, როდესაც ავადმყოფს აღენიშნება საერთო სისუსტე და მადის დაქვეითება. განსაკუთრებით კარგია ყურჟნის წვენი ისეთი ავდმყოფებისათვის, რომელთაც აქვთ: ფილტვის ტუბერკულოზის საწყისი სტადია, ღვიძლის, გულის, თირკმლის დაავადებები, სისხლნაკლებობა, კუჭ-ნაწლავის ატონია, სპასტიკური ყაზბობა, ნევრასთენიები, ფსიქოსთენია და ნერვული სისტემის სხვა დაავადებები. ხალხურ მედიცინაში ხველისა და ხმის დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება გამხმარი ყურძნის მარცვლების ნახარში, რომელსაც ურევენ მცირე რაოდენობით ხახვის წვენს. ხოლო საშვილოსნოდან სისხლის დენის შემთხვევაში, გამოიყენება როგორც სისხლის შემაჩერებელი, ხმარობენ ვაზის ფოთლის ფხვნილი 2-4 გრამი. ხოლო ფოთლების წყალზე ნაყენი გამოიყენება ანგინის დროს ყელში გამოსავლებად. დაქუცმაცებულ ახალ ფოთლებს იდებენ კანზე ჩირქოვანი გამონაყარის დროს. ყურძნით ნაყოფით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: საჭიროა შევამოწმებინოთ დაზიანებული კბილი სტომატოლოგს, რადგან ყურძნის მჟავები აზიანებს გამოხრულ კბილს. ასევე საჭიროა შარდის ანალიზის გაკეთება შარდის შემცველობაზე. მკურნალობა იწყება მცირე დოზით, დღეში 600 გრამი. (200 გრამი დღეში სამჯერ, პირველი სამი დღის განმავლობაში) მეოთხე დღეს 1კგ, მე-7 დღეზე დოზა 2 კგ-მდე გაიზრდება. ამის შემდეგ დოზა მცირდება. ყურძნის წვენით მკურნალობის დროს კი მისი დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 გრამს. მკურნალობის კურსი გრძელდება 3-დან 6 კვირამდე. მკურნალობის პროცესში სასურველია მოვერიდოთ ცხიმიან საკვებს, უმ რძეს, ლუდს, სპირტიან სასმელებს, მინერალურ წყლებს და დიდი რაოდენობით სხვა სახეობის ხილის მიღებას. ყურძნის ნაყოფით მკურნალობა აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, პირის ღრუში წყლულები, ქრონიკული ფაღარათი, ვიმსუქნე და მძიმე ფორმის ტუბერკულოზი, მისი მიღება უკუჩვენებას იწვევს.

ალუბალი

ალიბალი ძალიან ფართოდ კულტივირებული მცენარეა. ნაყოფი შეიცავს: 17,5% შაქრებს, 0,8-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს A, B, C, PP. ფოლიუმის მჟავას, სპილენძის, რკინის, კალიუმის, მაგნიუმის მარილებს. პექტინურ და მღებავ ნივთიერებებს. ალუბლის ქერქში აღმოაჩინეს მთრიმლავი ნივთიერებები, ლიმონმჟავა და გლიკოზიდები. ფოთლებში ლიმონმჟავა, ამიგდალინი და კუმარინი. ალუბლის ნაყოფი გამოიყენება, როგორც ახლად მოკრეფილი ისე გამხმარი. მისგან ხარშავენ მურაბას, კომპოტებს, ჯემს, ამზადებენ წვენს, ნაყენს, ნაღებს. მედიცინაში იყენებენ ალუბლის სიროფს უსიამოვნო გემოსა და სუნის თხიერი სამკურნალო ფორმებისათვის შესარევად. ხალხურ მედიცინაში ალუბლის წვენს უნიშნავენ, როგორც ამოსახველებელს, ტრაქეიტის, ძლიერი ხველის დროს, აგრეთვე როგორც ნაზ საფაღარათოს ქრონიკული შეკრულობის დროს. ნატოფის რბილობს და წვენს გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება. ალუბლის რძიანი ნაყენი გამოიყენება ართრიტის სამკურნალოდ. ხოლო წყლიანი ნაყენი რეჯომენდებულია როგორც გამახალისებელი და სიცხის დამწევი გაციების დროს. ალუბლის წვენი და ნაყოფი კარგი მადის მომგვრელია და ნაზი საფაღარათო საშუალება. გარდა ამისა წყლიანი ნაყენი დამაწყნარებელი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებაა. ალუბლის ნაყოფის ნახარშს გააჩნია ძლიერი შარდმდენი თვისება, ამიტომ იგი იხმარება თირკმლების დაავადების, თირკმელური წარმოშობის ჰიპერტონიის, პოდაგრის დროს. ალუბლის ნორცი ტოტების ნახარშიარის შემკვრელი მოქმედების, ფაღარათოვანი კოლიტის შემთხვევაში, ხოლო სხვა საშუალებებთან კომპლექტში ნაწლავის ატონიის დროს გამოიყენება. ალუბლის კურკისაგან დამზადებულ ემულსიას უნიშნავენ პოდაგრიან და შარდკენჭოვან დაავადებიან ავადმყოფებს, როგორც შარდმდენ საშუალებას, მაგრამ მისი ხმარება უნდა ძალიან ფრთხილად, რადგან კურკაში შედის მომწამვლელი გლიკოზიდი ამიგდალინი. ნორცი ფოთლების ნახარში რძეში ენიშნებათ ავადმყოფებს სხვადასხვა ეტიოლოგიის სიყვითლის დროს, ხოლო ახალი ფოთლების ფაფა გარეგან სახმარად სისხლდენის დროს.

ვაშლი

ვაშლი უმთავრესად კულტურული ხეხილია, თუმცა არსებობს გარეული მოზარდი ფორმებიც. კულტურული ვასლის ნაყოფი უფრო ტკბილია, გარეულად მოზარდის – მაჟავე. ძველი ქართული სამედიცინო წყაროების მიხედვით ვაშლი ან მისგან დამზადებული საჭმელი ხშირად ეზლეოდათ მძიმე ავადმყოფებს. ვაშლი შძეიცავს მჟავეებ, შარას. სპეციალისტთა აზრით ვაშლის ჯიშის ხარისხი დამოკიდებულია მჯავიანობისა და შაქრის შეფარდებაზე. თვლიან, რომ ჩრდილოეთის ჯიშები ასკორბინის მჟავას უფრო მეტი რაოენბით შეიცავენ. ვაშლის სამშობლოდ ითვლება კავკასია და შუა აზია, ამ ქვეყნებიდან ეს კულტურა გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. ვაშლი შეიცავს: 16% შაქრებს, 0,9% ორგანულ მჟავებს, ძირითადად ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, 40მგ%-მდე ასკორბინის მჟავას. ვიტამინებს: B1, B2, A, PP, პექტინურ ნივთიერებებს. უჯრედის მინერალებს: რკინსს, მარგანეცს, კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, ფიტონციდებს. ვაშლს ჭამენ ახალს, ამწნილებენ, ყინავენ. იყენებენ კომპოტების, მურაბების, პოვიდლოს, მარმელადის, წვენის, კისელის, სხვადასხვა კონსერვის დასამზადებლად. ვასლის პროდუქტებს იყენებენ, როგორც სამკურნალოდ, ასევე დიეტურ საშუალებად. ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პირთათვის, რომლებსაც გონებრივი მუშაობა უწევთ და მცირედ მოძრაობენ. აგრეთვე გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის, პადაგრით, ქრონიკული შეკრულობით, ათეროსკლეროზით, რევმატიზმით დაავადებულთათვის. თირკმლის კენჭისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს ურჩევენ ვაშლის გამხმარი ქერქის ფხვნილების მიღებას 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე (დღიური დოზა). ტკბილი ჯიშის ვასლი უმჯობესია მივიღოთ გახეხილი მწვავე კოლიტისა და სისხლნაკლებობის დროს. სიმსუქნის, გულის დეკომპენსაციისა და პადაგრის დროს რეკომენდებულია ვაშლის განმტვირთავი დიეტა: ერტხელ კვირასი 2 კგ ვაშლი დღის განმავლობაში. ვასლს აქვს ანტირადიაქტიული თვისებები, ამიტომ მისი მიღება კარგია რენტგენო-რადიოთერაპიის დოს. ვასლი არის ვიტამინების წყარო. ვაშლის ნახარში ან ჩაი ძალზე კარგია ხველებისა და ხმის ჩახლეჩის დროს. მჟავე ჯიშის ვაშლისაგან იღებენ ვაშლმჟავა რკინის გამოონაწვლილს, რომელსაც უნიშნავენ სისხლნაკლებობისას. აღმოსავლეთ ციმბირში ვაშლს სისხლნაკლებობისას შემდეგნაირად იყენებენ: გარეცხილი ვასლის რბილობში ჩაარძობენ ჩვეულებრივ საკერავ ნემსებს და დატოვებენ12 სთ-ს განმავლობაში. შემდეგ ნემსებს ამოიღებენ და ვაშლს ჭამენ 2-3 მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში მიმდინარეობს რკინისა და ვაშლის მჟავას შორის მეტად აქტიური რეაქცია.

ამ ჯერზე ხილის სამკურნალო თვისებების  ჩამოთვლას ამოთ დავამთავრებ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

თეგები

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში
Close
Close