გასართობისურათებიუცნაური

ცხოვრება 4,5 კვ მ ბინაში

თქვენ გგონიათ რომ თქვენი ბინა ძალიან პატარაა საცხოვრებლად? დაფიქრდით კიდევ ერთხელ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ. ჩინეთში, ქალაქ უხანში არის სახლი, რომელშიც ყველა ბინის ფართობი არის მხოლოდ და მხოლოდ 4,5 კვ მეტრი. ეს დაახლოებით ჩვენებული “ხრუშოვკის” სამზარეულოს ტოლია. სააბაზანო, სამზარეულო და საძინებელი ყველაფერი ერთადაა, ერთ ოთახში. ამავე დროს ამ ერთ ციცქნა ოთახში ხშირად ერთდროულად ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი. გასაქირავებელ ბინებზე მაღალი ფასების გამო ხალხი ხშირად იძულებულია იცხოვროს ასეთ პაწაწინა ყუთისმაგვარ ბინებში. ამ სახლის მფლობელმა ექვსართულიანი სახლი დაჰყო 55 ასეთ პატარა ოთახებად, რომლებსაც აქირავებს მდგმურებზე.

1. ვუ ჩაო და იან ჩანგლაი ვაჭრობენ სამშენებლო მასალებით. ისინი ცხოვრობენ 4,5 კვ მ ოთახში.

2. ამავე შენობაში სხვა ციცქნა ოთახში ცხოვრობენ ჩჟან სუანი, რომელიც მუსაობს საკურიერო სამსახურში და და ვუ მეიხაუ.

3. ვან შუაი და ხან ხაიანგი აგრეთვე მუშაობენ კურიერებად.

4. ჩენ მოუ არის გამყიდველი სავაჭრო ცენტრში. ისიც ცხოვრობს 55 ციცქნა ოთახებიდან ერთერთში.

5. ჩანგ სინი ვაჭრობს საბავშვო საქონელით.

6. მიუხედევად ფართობის სიმცირისა, ცანგ ლეიმ და მისმა მეგობარმა გოგონამ მონახეს ადგილი საყვარელი კუებისათვის.

7. ჰოუ ვეიმინგი მუსაობს ადგილობრივ სტამბაში.

8. ში ჩენგფუ უყურებს ტელევიზორს თავის პატარა ოთახში.

9. ხან ჩჟუნი და მისი მეგობარი გოგონა თავისუფალ დროს ატარებენ ტელევიზორთან.

10. ვუ ჩჟუანი მუშაობს დეკორატორად.

11. გამყიდველი ლი ჩენგჩუი ჭამს ბუტერბროდს თავის ოთახში კიბით, რომელსაც ავყავართ საძინებელთან.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close