გამოგონებავიდეოებისაკითხავი

Ferrari FFX

“ფერარის” მიერ სახელგანთქმული “ენზოს” 400 ეზემპლიარის დამზადების შემდეგ კარბონისგან დამზადებული იგივე ცენტრი “მასერატი MC12-ისთვის” გამოიყენეს. დასრულდა კი ამ მოდელით დიზაინის ეს მიმართულება ? აღმოჩნდა რომ არა, რადგან “ფერარიმ” FFX-ის გამოშვება განიზრახა.

1,9 მილიონ დოლარად თქვენ ხდებით ამ არაჩვეულებრივი ავტომობილის მფლობელი. ის უკვე თქვენს ხელშია მაგრამ ეს პროგრამა არ არის ჩვეულებრივი “იყიდე-ატარე” ტენდენციის, FFX ით ქალაქში ან ავტობანზე მოძრაობის უფლება არ გაქვთ.FFX მოგანიჭებთ სიამოვნებას მხოლოდ ტრეკზე… ადრენალინის მოზღვავებული გრძნობა 300 კილომეტრი საათში და მხოლოდ თქვენ და თქვენი ავტომობილი… ამ ავოტმობილის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ავტორბოლებში, “ფერარის” მიერ დასპონსორებული გუნდის სახელით. ნიჭიერ პილოტებს კი ფერარი გზას გაუკვალავს აუტოსპორტში. (მაგრამ მიჩნდება კითხვა რაშიმჭირდება ფერარის დახმარება თუ იმდენი ფული მაქვს რომ “ეფეფიქსი” ვიყიდო?)

გადავიდეთ ტექნიკურ მახასიათებლებზე.

ეს მოდელი 2005 წელს FFX მხოლოდ 20 მფლობელი გამოუჩნდა. 2007 წელს ფერარიმ FFX ევოლუშენის შექმნის შესახებ განაცხადა. ეს მოდელი 2007 წელსვე გამოვიდადა ინჟინრებმა მისი ცხენები 789იდან 860მდე გაზარდეს. ხოლო წუთში ბრუნვების რაოდენობა 9500 გახდა. FFX ის აეროდინამიკა “ენცოზე” უკეთესია და კარბონის ძარაზეა მორგებული. ხოლო ევლოუშენ ვერსიის აეროდინამიურობა კიდევ 25% აირს გაზრდილი. ნახშირბად-კერამიკული მუხრუჭების ავტოდი გახლავთ “ბრემბო”, ხოლო ბორბლემს 19 დიუმიანი დისკებისთვის (48.3 სმ) ბრიჯსტოუნი უზრუნველყოფს.

ფერარი FFX

ფასი : 1.9 მილინი დოლარი
ძრავი : 789 ცხენის ძალა, 6.3 ლიტრი, V12
0-100 კმ/სთ : 2.8 წამი
მაქსიმალური სიჩქარე : 347+ კმ/სთ

loading...
თეგები

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

Close
Close