ახალი ამბებიგამოგონებასაკითხავი

ზამთრის მოდური ხელთათმანები სენსორული ეკრანისთვის

25d791096cea
ზამთრის მოდური ხელთათმანები სენსორული ეკრანისთვის…

მობილური ტელეფონებისთვის აქსესუარების ჰოლანდიურმა ბრენდმა – Mujjo-მ წარმოადგინა დახვეწილი ხელთათმანები, რომლებიც პრაქტიკულად მუშაობენ ნებისმიერ სენსორულ მოწყობილობასთან, ასევე ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ ზამთარში და ამიტომაც ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ხელები თბილათ გქონდეთ და ელეგანტურადაც გამოიყურებოდეთ.

ae9a002e433c
სენსორული მოწყობილობები როგორებიცაა პლანშეტები და სმარტფონები დღესდღეობით ჩვენი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, მაგრამ ალბათ ბევრჯერ ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ გინდათ ხელთათმანების მოხსნა, მაგრამ გსურთ, რომ გამოიყენოთ მოწყობილობა…

dc0342cd5df6
სხვა მოდელებისგან განსხვავებით მოცემულ აქსესუარში ჰოლანდიელებს გამოუვიდათ, რომ შეეთავსებინათ თანამედროვე ელეგანტურობა ნანოტექნოლოგიებთან და შეექმნათ სენსორული ხელთათმანები გამტარი ბოჭკოებით.

c2c21e9b533a
ხელთათმანები გაკეთებულია ეგვიპტური ბამბისგან, ეთიოპიური ცხვრის ტყავისგან და ეს ყოველივე უზრუნველყოფს როგორც სითბოს ხელებზე, ასევე სილამაზესაც. ახლა უკვე მარტივია, რომ უპასუხოთ თქვენს მოწყობილობაზე შემომავალ ზარს, ოღონდ ხელთათმანების მოუხსნელათ.

Back to top button