არქივი

7.5 მილიონ დოლარიანი ოქროს ლამბორჯინი

b76c4d2f822e

მოოქროვილი ავტომობილები რომ მილიონები ღირს, ეს არავის უკვირს. ასეთ ავტომობილებს კოლექციონერები და ნავთობმაგნატები ყიდულობენ.  ინჟინერმა რობერტ გულპენმა კი გადაწყვიტა, LamborghiniAventador-ის მასშტაბური მოდელი მთლიანი ოქროსგან გამოჩარხოს და ის პლატინისა და ბრილიანტების ელემენტებით მორთოს.

ასეთი მოდელის პროტოტიპი, რომელიც ნაკლებად ფასეული მასალებითაა გაკეთებული, დუბაიში გამოფინეს. იქვე გამოცხადდა, რომ ოქროს „ლამბო“ აუქციონზე 7.5 მილიონ დოლარად შეფასდება. ამ თანხიდან 650 000 ათასი დოლარი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. ოქროს „ლამბორჯნის“ შესაქმნელად გამოყენებული მასალების ჯამური ღირებულება კი 2.64 მილიონ დოლარს მიაღწევს.
513f8a80aee7
მანქანას ოქროს ნახევარტონიანი მასალისაგან  გამოჩარხავენ. წამოწყებაში Lamborghini-ც მონაწილეობს, რომელიც გულპენს ავტომობილის ნახაზებს, კომპიუტერულ მოდელს და ზომებს მიაწვდის. ავტომობილს ხუთგანზომილებიან სახარატო ჩარხზე გამოჩარხავენ.
e9a4644ab8af
ოქრო ერთადერთი მასალა არაა, რომელიც უცნაური მასშტაბური მოდელის შესაქმნელად შეირჩა. ბორბლების, კაბინის შუშებისა და ინტერიერის დეტალების დასამზადებლად, სხვადასხვა ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებსა და მეტალებს გამოიყენებენ. გულპენი ამბობს, რომ მასალებს შემკვეთი თავად შეარჩევს. უკვე ცნობილია, რომ ოქროს და პლატინის გარდა, მოდელი სხვადასხვა ზომის 700 ცალი ბრილიანტითაც აღიჭურვება. საბოლოო პროდუქტის წონა დაახლოებით 25 კილოგრამი იქნება.
27f603cbf781
აღსანიშნავია, რომ გულპენმა ორი წლის წინ, Lamborghini Aventador LP 700-4-ის მასშტაბური (1:8-ზე) მოდელი შექმნა. ის ავტომობილი კარბონისაგან დამზადდა და მისი ზედაპირი 0.001 მილიმეტრის სისქის ოქროს ფენით დაფარა. ოქროს გარდა, ავტომობილში პლატინა და ძვირფასი ქვებიც გამოიყენეს. ის ავტომობილი 3.5 მილიონ ევროდ შეფასდა.

cecd741ee7d7
დაბოლოს, გულპენს სურს, რომ ოქროს „ლამბორჯინისს“ შექმნით, გინესის ერთბაშად სამი რეკორდი დაამყაროს. ერთი რეკორდი უნდა იყოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო მოდელის შექმნა, მეორეა Lamborghini-ს ყველაზე ძვირადღირებული ლოგო, მესამე კი – ყველაზე უსაფრთხო კონტეინერი.

45dcf8eb7347

Back to top button