გამოგონებასაკითხავიუცნაური

დივანი დირიჟაბლის სტილში კომპანია “Mukomelov”-ისგან


დივანი დირიჟაბლის სტილში კომპანია “Mukomelov”-ისგან…


რა არ გახდა თანამედროვე ავეჯის პროტოტიპათ?! იტალიური სამზარეულო და ყველანაირი ბოსტნეული და ხილეულობა, თავის ქალამაც კი იპოვა თავისი ადგილი თანამედროვე დიზაინში, ახლა კი უკვე ძველი დირიჟაბლების ჯერიც დადგა. უკრაინულმა კომპანიამ სახელად “Mukomelov”-მა გადაწყვიტა, რომ შეექმნა ისეთი დივანი, რომელიც ძალიან დაემსგავსებოდა გასული ასწლეულის საფრენ აპარატს.


საგნის ლაკონურად დახვეწილი ფორმა ახდენს დირიჟაბლის ფორმის იმიტაციას, ლაკონურად თეთრი ფერი იდეალურად ჯდება ნებისმიერი ოთახის დიზაინში, რბილი მასალა კი დივანს უფრო და უფრო კომფორტულს ხდის.


ერთადერთი ხელის საყრდენი გაკეთებულია ნაცრისფერ ფერში, ხოლო დივანის ფორმა კი მოგვაგონებს წვეთს, როდესაც ერთი ნაწილი უფრო დიდი, ხოლო მეორე ნაწილი კი უფრო პატარა და წვრილი.


დიზაინერების ასეთი გადაწყვეტილება არ ხდის ავეჯს სხვა ავეჯების მსგავსს, მაგრამ სამაგიეროდ მოგვაგონებს ელეგანტურ დირიჟაბლს, რომელსაც დიდი ხნის წინ ხალხი გადაყავდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.

დიზაინერები ამტკიცებენ, რომ დივანი-დირიჟაბლი ძალიან კარგად წავა წყვილში ჟურნალის მაგიდასთან – Teso-სთან.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close