გასართობისაკითხავიუცნაური

15 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი მსოფლიოში


კოლექცია ყველაზე ძვირადღირებული ნივთების, რაც კი ოდესმე გაყიდულა:

15-ე ადგილი
ჰერმესის ჩანთა – (Hermes Birkin)
ღირებულება $203. 150 ამერიკული დოლარი
30 სანტიმეტრიანი წითელი ნიანგის ჩანთა თეთრი ოქროს ბალთებით და სულ 18 კარატის ბრილიანტებით გაიყიდა ღია აუქციონზე დელასში (Dallas), 2011 წელს.
საშუალოდ, ჰერმესის ჩანთა ღირს $ 8,000 ამერიკული დოლარი და იმისათვის, რომ შეიძინოთ, თქვენ უნდა ჩაეწეროთ „ლოდინის“ ფურცელზე.


მე-14 ადგილი
სამეფო ბრილიანტების ჭადრაკი
ღირებულება – $5000. 000 ამერიკული დოლარი.
მთლიანად ხელნაკეთი ნამუშევარია. შექმნილია ცნობილი ფრანგი მხატვარის და იუველირ ბერნარ მაკვინის (Bernard McQueen) მიერ 2005 წელს. მის შექმნაში დაიხარჯა 4,5000 სამუშაო საათი, 14-კარატიანი თეთრი ოქროს 1168, 75 გრამი და 9,900 თეთრი და შავი ბრილიანტები- საერთო მასით 186, 09 კარატი.


მე-13 ადგილი
ფოტოაპარატი „Susse Freres“.
ღირებულება – $ 775.000 ამერიკული დოლარი.
ძველი კამერა, რომელიც გამოჩნდა 1839 წელს ითვლება უძველეს კომერციულ ფოტოკამერად მსოფლიოში. კამერა გაიყიდა ლონდონის „ქრისტის“ (Christie’s Auction) აუქციონზე 2007 წელს.


მე-12 ადგილი
მაგნიტის „მფრინავი“ საწოლი
ღირებულება – $ 1.600.000 ამერიკული დოლარი.
2006 წელს დამზადებული საწოლი უძლებს 900 კილოგრამს და აღმართულია იატაკიდან 40 სანტიმეტრზე.


მე-11 ადგილი
ბროლის როიალი
ღირებულება – $ 3.220.000 ამერიკული დოლარი
მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც ცნობილი პიანისტი Lang Lang-ი უკრავდა ოლიმპიური თამაშების გახსნაზე პეკინში (2008 წელს), აუქციონზე გაიყიდა $ 3.220.000 აშშ დოლარად.


მე-10 ადგილი
მკვდარი ვეფხვი- ზვიგენი აკვარიუმში
ღირებულება – $12.000.000 აშშ დოლარი
ყველაზე საშიში ზვიგენი არის ვეფხვი ზვიგენი. ზოგჯერ მას “ზღვის ნაგვის ყუთს”-აც ეძახიან, რადგან თუ მოშოვდა ნებისმიერ რამეს ჭამს…
ცნობილმა კოლექციონერმა ჩარლზ საატჩიმ (Charles Saatchi) სწორედ ამ ფასად მიყიდა ექსპონატი (ვეფხი-ზვიგენი) ამერიკელ კოლექციონერს – Steve Cohen-ს..


მე-9 ადგილი
აქ წარმოდგენილი სამაჯური ეკუთვნოდა ვინძორის (ბერკშირის საგრაფო) ჰერცოგის ცოლს – Wallis Simpson-ს.
ღირებულება $ 12.400. 000 აშშ დოლარი.
სამკაული „ავაზას“ სახით, ეკუთვნოდა ქალს, რომელთანაც ქორწინების გამო, მეფე ედუარდ VIII -ემ (King Edward VIII) უარი თქვა ტახტზე.
სამაჯური, რომელიც ინკუსტრირებულია ცირკონებით და ბრილიანტებით,
გაიყიდა Sotheby’s (სოტბის) აუქციუონზე 2010 წელს.


მე-8 ადგილი
ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი
ღირებულება – $ 23.200.000 ამერიკული დოლარი.
ბეჭედი, მართკუთხა ვარდისფერი 14,23 კარატიანი ბრილიანტით, გაიყიდა კრისტის (Christie’s) აუქციონზე ჰონკონგში 2010 წელს.
უძვირფასესი თვლის მფლობელი ანონიმური მყიდველი გახდა,


მე-7 ადგილი
Chopard-ის საათი, ინკუსტრირებული ბრილიანტებით
ღირებულება – US $ 25.000.000 ამერიკული დოლარი.
გულის ფორმის სამი დიდი ბრილიანტი (38 კარატი -სამივე ბრილიანტი),
ასევე გარშემოვლებულია ყვითელი და თეთრი ბრილიანტებით (163 კარატი).
საათი გაიყიდა 2000 წელს დიდ ბრიტანეთში.


მე-6 ადგილი
ავტომობილი – Ferrari 250 GTO (1962)
ღირებულება – US $ 35.000.000 ამერიკული დოლარი.
ყველაზე ძვირადღირებული მანქანა შეიძინა კოლექციონერმა Craig McCaw-მა, რომელმაც 1993 წელს $ 11,5 მილიარდ დოლარად გაყიდა სატელეკომუნიკაციო კომპანია AT & T.


მე -5 ადგილი
ანტიკური XVIII-ის ბუფეტი (armoire), ბადმინტონი.
ჭირებულება – $ 36.700.000 ამერიკული დოლარი.
3, 5 მეტრიანი კარადა, შავი აბაზონის ხისგან დამზადებული იყო 19 წლის ჩარლზ ჰენრი სომერსეტისათვის (Charles Henry Somerset), ბოფორტის მე-3 ჰერცოგი. რთული კონსტრუქციის კარადა, რომელსაც ქმნიდა კვალიფიცირებული 30 ოსტატი 7 წლის განმავლობაში, გაიყიდა აუქციონზე, 2004 წელს.


მე-4 ადგილი
პაბლო პიკასოს ფერწერა „ბიჭი ჩიბუხით“ (1905)
ღირებულება – $ 104.200.000 ამერიკული დოლარი
მხატვრის ნამუშევრების ყველაზე ძვირადღირებული სურათი „ბიჭი ჩიბუხით“ 2004 წელს გასაყიდად გაიტანეს Sotheby’s აუქციონზე, ნიუ იორკში.


მე- 3 ადგილი
პოლ სეზანის (Paul Cezanne ) სურათი „კარტის მოთამაშეები“
ღირებულება – $ 259.000.000 ამერიკული დოლარი.
სურათი აუქციონზე იყიდა კატარის სამეფო ოჯახმა 2011 წლის აპრილში.


მე -2 ადგილი
ვილა “Leopolda”
ღირებულება $ 506.000.000 ამერიკული დოლარი
ვილა მდებარეობს ფრანგულ რივიერაზე (French Riviera).
1929-1931 წლებში , ვილა დაპროექტებული და აგებულია მამულში, რომელიც წარსულში ეკუთვნოდა ბელგიის მეფეს -ლეპოლდ II (King Leopold II) .
სასახლე გამოყენებული იყო, როგორც დეკორაცია ალფრედ ჰიჩკოკის (Alfred Hitchcock) ფილმის „დაიჭირე ქურდი“ გადაღების დროს.


1 ადგილი
კოშკი “Antilia”
ღირებულება – $ 1.000. 000. 000. 000 აშშ დოლარი
კოშკი “Antilia” წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სახლს, რომელიც ასაქმებს მოსამსახურეთა 600 კაციან შტატს. 27-სართულიანი შენობა ჯამში საერთო ფართობით 37.ათასი კვ.მ გამოიჩევა 3 სავერტმფრენო მოედნით და 168 მანქანისათვის ულამაზესი და უსაფრთხო სადგომით.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close