არქივი

5 გამორჩეული ტელეფონი, რომელიც 2014 წელს გამოვა

e390c955a741

2013 წელს ჩვენ შემოგვთავაზეს თითის ანაბეჭდის სკანერები, ჟესტიკულაციაზე მორეაგირე სენსორები და უმაღლესი ხარისხის ეკრანები, თუმცა 2014 წელი უფრო და უფრო მეტს გვპირდება.

ყველა “ძირითადმა მოთამაშემ” უნდა დაანახოს ხალხს რაიმე ინოვაცია მომდევნო 12 თვეში. ძირითადი მოთამაშეები არიან Apple, Samsung, HTC და ა.შ.

ამ პოსტში კი იხილავთ 2014 წლის გამორჩეულ, ბევრსითვის კი საუკეთესო 5 ტელეფონს.

 

  • HTC One Two

054e910b658f

დიდი ბრიტანეთის სასამართლოს წყალობით, ჩვენ უკვე ვიცით HTC-ის მომავალი სმარტფონის სახელი, ეს არის HTC One 2.
HTC-ის მომავალი მოდელის სახელის გამხელა სწორედ Nokia-ს მიერ გამართულ სასამართლოზე მოუწია. ეს პროცესი Nokia-მ მოიგო და HTC One Mini-ს გაყიდვა დიდ ბრიტანეთში დროებით აიკრძალა.

ტაივანური კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი მოდელი One Mini-ს ბედს არ გაიზიარებს, რადგან მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ.

ახალი მოდელის ჩარჩო იმავე მეტალის იქნება, რაც HTC One-ს გააჩნია, თუმცა ეკრანი იქნება 5 ინჩიანი(12.7 სმ).

სხვა ცნობები ახალი მოდელის დეტალებზე მწირია, მაგრამ ის კი დაზუსტებით ვიცით, რომ HTC One Two თებერვალში გამოვა (ესეც ზემოთ ნახსენებ სასამართლო პროცესზე იქნა ნათქვამი).

ეს ნიშნავს, რომ მობილური მონაწილეობას მიიღებს Mobile World Congress-ში.

  • Samsung Galaxy S5

38bec32f31eb

ამ მობილურზე რამდენიმე თვეა უკვე ჭორები დადის და ნათელია, რომ ამჟამად ის არის ყველაზე არამართებულად რეკლამირებული. ცნობილია, რომ Samsung-ის ახალი მოდელის ჩარჩო იქნება ჩვეულებრივი მეტალის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ იგი დაემსგავსება Apple-სა და HTC-ის პროდუქციას.

რაც შეეხება ახალ ფუნქციებს, წინასწარი ცნობებით Galaxy S5-ს ექნება 16-მეგაპიქსელიანი კამერა და 2K ეკრანი, რაც კინოების ყურებას გასაოცარს გახდის.

სმარტფონი მარტში ან თებერვალში გამოვა.

  • Nokia Normandy

2acaa108912d

ეს არის დევაისი, რომელმაც თავისი თავის ქებით პირი დააღებინა მრავალ ადამიანს.
ლაპარაკი არის Nokia-ს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ახალ მოდელზე, Nokia Normandy-ზე.

წყაროები იუწყებიან, რომ Nokia ამ მოდელით აპირებს ბაზრის სათავეებში ჩადგომას. ამის გაკეთებას ისინი აპირებენ ინოვაციური Google OS-ის განშტოებული ვერსიით, რაც წააგავს Amazon-ის Kindle Fire-ს. ამის დახმარებით Nokia-ს ეს სმარტფონი შეძლებს ძალიან ბევრი აპლიკაციის გახსნას.

დიდი შანსებია, რომ დიდ ბრიტანეთში არ გაიყიდოს ეს პროდუქტი. შანსი იმისიც არის, რომ ეს მოდელი საერთოდ ვეღარ გამოუშვას Nokia-მ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ მოასწრებენ მოდელის გამოშვებას, სანამ Microsoft საბოლოოდ გაბატონდება Nokia-ს დევაისებზე. მოკლედ, იმედია უახლოეს მომავალში ვიხილავთ Nokia/Google-ს ერთობლივ ნამუშევარს!

  • Apple iPhone 6

12620424e4aa

iPhone 6 შორსაა გამოშვებისგან, თუმცა როგორც ყოველთვის, ჭორები საკმარისი რაოდენობით არის მის დიზაინთან და ახალ ფუნქციებთან დაკავშირებით. ძირითადად საუბარია გაუმჯობესებულ კამერაზე და ეკრანზე.

დაზუსტებით რაც ვიცით, ის არის, რომ 2014 წელი იქნება iPhone-ის კიდევ ერთი შანსი დევაისის დიზაინის შეცვლისთვის. ამ მხრივ 5S იმედგამაცრუებელი იყო, რადგან 5-ისგან ის თითქმის მხოლოდ თითის ანაბეჭდის სენსორით განსხვავდება(ეს ძირითადი განსხვავებაა), იგივე შეიძლება ითქვას 5C-ზე, ის მხოლოდ ეკონომიური და “გაფერადებული” მოდელია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჯონი აივის მოუწევს ტვინის ჭყლეტვა, რათა ინოვაციური და დახვეწილი დიზაინი შეიმუშავოს, ასევე გააუმჯობესოს ოპერატიული სისტემა, თორემ IOS ნელ-ნელა კონკურენციას ვეღარ გაუძლებს.

  • Sony Xperia Z2

4c0acadc3606

უდაოა, რომ Xperia Z1-მა ყველა გააოცა, თუმცა Z2 უფრო მეტს გვპირდება!

სავარაუდოდ ეკრანი იქნება 5.2 ინჩი და თითო ინჩზე 500 პიქსელი იქნება. რაც შეეხება კამერას, ის იქნება Z1-ის ისედაც გასაოცარ 20 მეგაპიქსელიან კამერაზე ბევრად მაგარი!

მე პირადად ყველაზე მეტად ამ მობილურს ველი.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button