გართობაუცნაური

გოგონა რომელსაც მოსდის სისხლიანი ცრემლები თვალებიდან

f6591e4c2745
დომინიკის 19 წლის მოქალაქეს – დელფინა სედენიო სამწუხაროდ დაავადებულია იშვიათი დაავადებით. გოგონა როდესაც ტირის თვალებიდან მოდის სისხლიანი ცრემლები. რეგულარული სისხლდენის გარდა დელფინამ ცოტახნისწინ დაეწყო თმის ცვენაც.
f6591e4c2745
დაავადებამ პირველად თავი იჩინა 4 წლის წინ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეტევა ჰქონდა მაშინ, როდესაც მისი გადარჩენა მოხერხდა მხოლოდ სისხლის გადასხმით, მიზეზი ამისა იყო ის, რომ გოგონას მთელი 15 დღის განმავლობაში არ უჩერდებოდა თვალებიდან სისხლის დენა. ექიმებმა ვერანაირი გამოსავალი ვერ ნახეს, რომ დაავადებისთვის ემკურნალათ.

ამ საშინელი დაავადების გამო დელფინას მოუწია, რომ დაეტოვებინა სკოლა, ის იხსენებს, რომ კლასელების უმეტესობა მას თავს არიდებდა იმის შიშით, რომ ისინი დაისვრებოდნენ სისხლით. კლასელების ასეთი ქცევის გამო, დელფინამ მიიღო დიდი დოზით დასაძინებელი წამლები, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა მოასწრეს.

091070912887

დელფინას ცხოვრების ინტერესი დაუბრუნა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც დელფინა შეხვდა რამდენიმე თვის წინ. მამაკაცი ისე შეწუხებულა გოგონას მდგომარეობით, რომ გადაუწყეტია, რომ დაეფარა ყველანაირი მკურნალობის ხარჯები. “მან მე მითხრა, რომ მე ვარ ლამაზი, მე ეს მომენტი მემახსოვრება მთელი ცხოვრების განმავლობაში”, – იხსენებს დელფინა.

ამ ყველაფრის შემდეგ მედიცინამ მიაღწია გარკვეულ პროგრესს. როგორც ექიმებმა გაარკვიეს გოგონა დაავადებულია იშვიათი დაავადებით რომელსაც ჰქვია – ჰემატიდროზი. ჰემატიდროზის დროს სისხლში ადრენალინის დონე უბრალოდ მაღლა ვარდება და ნორმალურ დოზას ცდება 20-ჯერ. ამ დროს მაღლა იწევა არტერიული წნევა და ეს გამოწვეულია აღგზნების, ნერვიულობის, შიშის გრძნობის და სხვა საგანგაშო გრძნობების გამო და სისხლის გამოდის ცრემლების სახით. დღეს უკვე დელფინა სედენიო არ კარგავს იმედს, რომ დაამარცხებს დაავადებას და აგრძელებს მკურნალობას.

მსგავსი ამბები

Back to top button