გამოგონებასაკითხავისასარგებლო

,,ფოლკსვაგენის” ახალი ქარხანა მზის ენერგიაზე იმუშავებს

“ფოლკსვაგენის” ამერიკურმა განყოფილებამ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტროსადგური აამოქმედა, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს და Passat-ის კონვეირს მოემსახურება.


მზის ელემენტებზე მომუშავე ელექტროსადგური განთავსებულია ქალაქ ჩატანუგში, “ფოლკსვაგენის” ქარხანაში. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მზის ელემენტების ყველაზე დიდი კომპლექსი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 9.5 მეგავატს უდრის.
პროგნოზების მიხედვით, ენერგიის რაოდენობა, რომელსაც 33600 ცალი მზის კრისტალური პანელი გამოიმუშავებს, წელიწადში 113100 მეგავატს შეადგენს. მიღებული ენერგია გამოიყენება უშუალოდ წარმოებაში, ამასთან, მზის პანელები უზრუნველყოფენ ქარხნის მუშაობისთვის საჭირო ენერგიის 12.5 პროცენტს სრული დატვირთვის დროს და 100 პროცენტს – არასამუშაო დღეებში.

სპეციალურად ჩრდილოამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი Volkswagen Passat-ის წარმოებაზე დაახლოებით 3000 ადამიანი მუშაობს. ეკოლოგიური წარმოებისთვის ჩატანუგის ქარხანა უკვე დაჯილდოვდა რამდენიმე პრიზით. 2011 წლის დეკემბერში “ფოლკსვაგენი” გახდა ავტომწარმოებელებს შორის პირველი ბრენდი, რომელმაც მიიღო სერთიფიკატი LEED Platinum (Leadership in Energy and Environmental Design).

loading...
თეგები
Close
Close