უცნაურად გაფორმებული კერძები
კერძების გაფორმება – ეს ხელოვნებაა, რომლითაც ოდითგან იყვნენ დაკავებულნი. დროთა განმავლობაში ამ ხელოვნებამ განიცადა სერიოზული ცვლილებები. ფრანგული რევოლუციის შემდეგ კარის მზარეულებმა დაიწყეს საკუთარი რესტორნების გახსნა ხალხში მაშინვე გაჩნდა ინტერესი ლამაზი, ოსტატურად გაფორმებული კერძების მიმართ
ადამიანის განვითარების ისტორიას ძირძველი დროიდან დღევანდელ დღემდე უნახავს როგორც არნახული აღმაფრენა სამზარეულო ხელოვნებაში, ასევე მისი მძაფრი დაცემაც: კერძს ხან აღმერთებდნენ და თვლიდნენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სიამოვნებად, ხანაც თითქოს აბუჩად იგდებდნენ და ფიქრობდნენ, რომ პროდუქტებზე და კერძებზე საუბარიც კი “უღირსობაა ჭეშმარიტი ჯენტლმენისთვის”.
Read more… Add new comment
იმედია გიყვართ მაიონეზი და მისი გაფორმებაც, მაგრამ წაიკითხეთ ცოტაოდენი ინფო მაიონეზზე…მაიონეზის გამოგონების რამდენიმე ვერსია არსებობს: მათ შორის ყველაზე სანდო ამბობს, რომ როდესაც 1757 წელს ფრანგული ქალაქი მაონი ინგლისელების მიერ იყო ალყაშემორტყმული, ფრანგებს საკვების პრობლემა შეექმნათ – მხოლოდ მცენარეული ზეთი და კვერცხი შემორჩათ. რადგან ყოველდღე ომლეტი ყელში ამოუვიდათ, ჰერცოგმა რიშელიემ მზარეულს რაიმე უჩვეულოს მომზადება უბრძანა.
ასე შეიქმნა ახალი საწებელი – ნაზი კონსისტენციითა და მკვეთრი გემოთი. სიახლე იღბლიანი აღმოჩნდა და საპორტო ქალაქ მაონის პატივსაცემად ” მაიონეზი” ეწოდა.
სხვა ვერსიით, 1782 წელს, ესპანეთის ჯარში მომსახურე ჰერცოგმა ლუი კრილიონელმა ინგლისელებს კუნძულ მენარკის დედაქალაქი – მაონი წაართვა.
დღესდღეობით კერძების მორთვა გამარტივდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკაში კიდევ შეიძლება გავსინჯოთ კერძები ძველ სტილში ან მოვინახულოთ მეცხრამეტე საუკუნის სტილში გაფორმებული “ა ლა ფურშეტი”. ჩინეთში და იაპონიაში, კერძების გაფორმება გადაიქცა ნამდვილ ხელოვნებად იმედი გვაქვს, რომ დამწყები კულინარებიც კი მიიღებენ კერძების გაფორმებისგან სიამოვნებას. გისურვებთ წარმატებას ამ საინტერესო საქმეში…