გასართობიკრეატივისურათები

გაყინული ჩანჩქერების თვალისმომჭრელი სილამაზე

image

რამდენ გასაოცარ და ულამაზეს მომენტს გვჩუქნის ბუნება. ხან შიშს გვგვრის, ხანაც აღგვაფრთოვანებს თავის სილამაზით. მისი ერთ-ერთი მშვენიერი ნაწილია წყლის სამყარო, მისგან კი სილამაზით გამორჩეულია ჩანჩქერები. ჩანჩქერი თავისთავად უმშვენიერესია თავისი სიძლიერითა და სიდიადით, მაგრამ არანაკლებ ლამაზი არიან ისინი ზამთარში, როცა მათი ძალა უსუსური ხდება, ისინი მთლიანად იყინებიან და გადაიქცევიან უზარმაზარ ყინულის ლოლუებად, რომლებიც სტალაქტიტებს წააგავს.

image

ეს სანახაობა მრავალ ფოტომოყვარულს იზიდავს, ისინი ძალას და მოხერხებას არ იშურებენ, რომ ჩვენამდე მოიტანონ ეს სილამაზე. განსაკუთრებით აღაფრთოვანებს ფოტომოყვარულთ გაყინული ჩანჩქერების გარდამავალი ფერები-თეთრიდან ფირუზისფერ ლურჯამდე.

image

თუმცა მხოლოდ ფოტომოყვარულნი როდი სტუმრობენ გაყინულ ჩანჩქერებს, მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ადამიანებიც არ უშვებენ შანსს ხელიდან გამოსცადონ თავიანთი ძალა და დაიპყრონ ეს ყინულოვანი მწვერვალები.

image

გთავაზობთ რამოდენიმე შათამბეჭდავ სურათს გაყინული ჩანჩქერებისა, იმედია ისინი ცოტაოდენ პოზიტივს მაინც შემოიტანენ თქვენს ყოველდღიურობაში.

imageimageimageimageimageimage

დაბოლოს, გთავაზობთ გაყინული ნიაგარის ჩანჩქერის ფოტოს. როგორც ცნობილია, ამ ზამთარში ის მესამედ გაიყინა.

image

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close