გართობაუცნაური

მაროკოს მეფისა და ღარიბი პროგრამისტის სიყვარულის ისტორია

9b97e46239c4

მართალია, ბოლო წლებში გამონაკლისები ხდება, მაგრამ ბავშვებმაც კი იციან, რომ მეფეები ცოლს სიყვარულით არ ირთავენ. ერთ-ერთი ასეთი იშვიათი ისტორია აფრიკის უნიკალური, თითქმის ფეოდალურ  სამეფოში მოხდა. ერთ დღეს სამეფო კარმა  ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყნის მეფე მუჰამედ მეექვსე  24წლის  “შარავანდედით მოსილ მარგალიტს, უმანკო, სათნო და კეთილშობილ” სალმა ბენანის ირთავდა ცოლად.  როგორც გაირკვა მეფის საცოლე ცისფერსისხლიანი არ არის. არც მდიდარია და არც ძვირფასი მზითევი აქვს, არც გავლენიანი ოჯახიდანაა და არც მაღალი კავშირები აქვს. საქმე ის არის, რომ თურმე მეფეს  ეს მაღალი, ტანადი, წითურთმიანი გოგონა პირველი ნახვისთანავე შეყვარებია. პრესის ცნობით, მუჰამედ მეექვსემ ორი წლის წინ საერთო ნაცნობის ოჯახში , წვეულებაზე გაიცნო.ბევრს უკვირს, პროვინციული უნივერსიტეტის ქალიშვილს და მეფეს საიდან უნდა ყოლოდათ საერთო ნაცნობები. ვარაუდობენ, რომ ისინი სალმას სამსახურმა დააკავშირა. იგი კერძო კომპანიაში პროგრამისტად მუშაობდა. კომპანიის მთავარი აქციონერი კი მაროკოს სამეფო ოჯახი გახლდათ.
7312a49b268e

პირველსავე შეხვედრაზე კომპიუტერის სპეციალისტმა ქალმა მეფეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სამეფო სამსახურმა ამ ქალზე ცნობების შეგროვება დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ბენანის გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი ძალიან მდიდარია, მაგრამ მათ რიცხვს არ მიეკუთვება სალმას ოჯახი. სამეფო კარს არ გამოუცხადებია , მეფისა და სალმას შეხვედრის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა. რელიგიური შეუღლების დღედ გამოცხადდა 12 მარტი. ამ დღეს ქვეყნის დედაქალაქ რაბატში ნათესავების თანხლებით საქორწინო კონტრაქტს მოეწერა ხელი, სადაც სხვა პუნქტებს შორის ერთი გრაფაც იყო- საცოლის გამოსასყიდი და შესაბამისი თანხა. მაროკოში ეს უძველესი ტრადიციაა. საცოლის მშობლებს ფულს უხდიან. მეფემ ქორწილის გადახდა არ ისურვა, რადგან პალესტინაში დიდი არეულობა იყო და იგი 13 ივლისამდე გადაიდო.
2d13f4ae513e

მეფე ქორწილის გადახდას გეგმავდა ქალაქ მარკეჩში. ამ გრანდიოზული მოვლენისათვის ქალაქი საგულდაგულოდ მოაწესრიგეს, ქუჩებში ხეები და ყვავილები დარგეს, მაგრამ ქალაქის მესვეურები ძალიან განაწყენდენ, როდესაც უეცრად გაიგეს რომ მეფემ ქორწილისათვის ისევ რაბატი აირღია. ეს ქორწილი მხოლოდ სამეფო ქორწილი არ იყო. მეფემ სხვადასხვა ფენის 200 წყვილს შესთავაზა შეუღლება. ერთ-ერთმა განაცხადა:” ვერასოდეს წარმოვიდგენდი. თუ ასეთი ქორწილი მექნებოდა და ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ მეფის ქორწილს დავესწრებოდი. სალმამ მეფის საცოლის ოფიციალური ცერემონიალი შეასრულა. იგი საზეიმოდ განბანეს ინით და ხელსა და ფეხზე ინი წაუსვეს. მასზე ქმრის სახელი მიაწერეს. ეს რიტუალი საუკუნეების ხნიასაა. მეფემ განაცხადა რომ მის მეუღლეს დედოფლის ტიტული არასოდეს არ ექნება. ისლამში დედოფალი არ არსებობს. მის ცოლს მხოლოდ მისი უმაღლესობა ლალა( იგივეა რაც ლედი) სალმას ტიტულს მისცემენ. სალმამ სკოლა ქვეყნის დედაქალაქ რაბატში დაამთავრა, შემდეგ- ლიცეუმი მათემატიკის განხრით. მისი სპეციალობა ინფორმატიკაა. ბევრს ეს წყვილი ძალიან მოსწონს. მაროკოელი ქალები თმას წითურად იღებავენ, რათა სილამაზის ახალ იდეალს, პრინცესა სალმას, დაემსგავსონ
3dfa98b47287

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button