გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ ესალმებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?


მსოფლიოში მისალმების უამრავი სახე არსებობს. უბრალოდ გამარჯობის თქმა, კოცნა, ხელის ჩამორთმევა, თავის დახრა, ცხვირითაც კი ესალმებიან ერთმანეთს ტიბეტში. მაგრამ როგორ უნდა ჩამოართვა ხელი? რამდენჯერ გადაკოცნო? რომელ ლოყაზე აკოცო? ამ და სხვა კითხვებს პოსტში ვუპასუხებ.

თავის დახრა და ხელის ჩამორთმევაა აზიის უდუდეს ნაწილში მისალმების ნიშანი. მათ არ უყვართ მისალმების დროს ერთმანეთთან სხეულით კონტაკტი მაგალითად კოცნა ან ჩახუტება. ჩინეთსა და ტაივანში ხელის ჩამორთმევა მიღებულია მაგრამ ისინი უფრო დავის დაკვრას ამჯობინებენ. ხოლო თუ რამდენიმე ადამიანია შესაძლოა ტაშითაც შეეგებოს. მისალმების ადრესატმა იგივე ნაირად უნდა დაუბრუნოს პასუხი ან უთხრას მადლობა. იაპონიაში თავის დახრაა საუკეთესო და მიღებული მისალმებაა, მაგრამ ბოლო პერიოდში ხელის ჩამორთმევაც დამვიდდრდა. იმ შემთხვევაში თუ იაპონიაში აღმოჩნდებით მასპინძელს მისალმებისა და მადლიერების ნიშნად ყოველთვის მსუბუქად დაუხადეთ თავი. კორეაშიც მსგავსი წესებია მაგრამ ერთი გამსხვავებით ქალი და კაცი ერთმანეთს ხელს არასოდეს ართმევენ.

ფილიპინებში იაპონიისა და სხვა აზიური ქვეყნებისგან განსხვავებით უფრო საუბრით ესალმებიან ერთმანეთს თუმცა არც ხელის ჩამორთმევაა უცხო მათთვის. ეს მიღებუია როგორც ერთი ისე განსხვავებული სქესისათვის. ფილიპინელებს აქვთ კიდევ ერთი ყველასგან განსხვავებული და ძალიან უცნაური ტრადიცია. მათსი მიღებულია თვალების სწრაფად რამდენჯერმე დახუჭვით მისალმება.

მალაიზიაში მისალმებისას ერთმანეთს ეკითხებიან “სად მიდიხარ?”. მაგრამ ამ კითხვაზე არავინ პასუხობს სიმართლეს ისინი უბრალოდ ამბობენ “უბრალოდ დავდივარ”. ინდოელები კი ამბობენ “ნამასტე”. ამის თქმის დროს მათ ხელის გულები ერთად მიაქვთ და მლოცველის მსგავსად უხრიან თავს ერთმანეთს.

ევროპაში ძირითადად ხელის ჩამორთმევა და ლოყაზე კოცნაა მიღებული. ბრიტანელებს არ უყვართ ფიფიკური კონტაქტი ამიტომაც ხელის ჩამორთმევა არ ჩვევიათ. ისინი უბრალოდ ერთმანეთს ეუბნებიან “hi” ”ჰაი” ან “how are you?” “როგორ ხარ?”, მაგრამ არაა აუცილებელი უპასუხო სიმართლე შენი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუმცა ოჯახის წევრებსა და ძალიან ახლო მეგობრებს შორის მიღებულია კოცნაც. გერმანიაც მისალმების მსგავს წესებს მიჰყვება.

საფრანგეთსი კი კოცნა აუცილებელია. ნუ დაგავიტყდებათ, რომ კოცნა მიღებულია არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე. კოცნების რაოდენობა რეგიონების მიხედვით იცვლება. უმეტეს ადგილებში ორჯერ კოცნა პატივისცემისა და ზრდილობის ნიშანია მაგრამ პარიზში ოთხჯერ კოცნიან ერთმანეთს და აუცილებლად მარცხენა ლოყიდან იწყებენ. ზოგ რეგიონში სამჯერაცაა მიღებული თუმცა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში აუცილებელია ხუთჯერ კოცნა. ნიდერლანდებში სამჯერ კოცნიან ერთმანეთს , ისინი ყოველთვის იწყებენ და ამთავრებენ მარჯვენა ლოყით. მაგრამ თუ ოჯახის წევრს ან ახლო მეგობარს ხვდებიან ხუთჯერაც უწევთამის გაკეთება. ესპანეთში, ავსტრიასა და სკანდინავიის ქვეყნებში ორი ამბორია წესად.  ბელგიაში თავისი ასაკის ადამიანს ერთხელ კოციან, ტუმცა ათი ან მეტი წლით უფროს ადამიანს პატივისცემის ნიშნა ორჯერ კოცნიან. ევროპის ძირითადი ნატილისაგან განსხვავებით იტალიელები მხოლოდ ხელს ართმევენ ერთმანეთს.

ამერიკელებისათვის ხელის ჩამორთმევაა მისალმების საუკეთესო ფორმა. მისალმების დროს ისინი ძირითადად თვალებში უყურებენ ერთმანეტს იმის საჩვენებლად რომ არაფრის ცხვენიათ და არფრის ეშინიათ. ასევე ბრიტანელების მსგავსად უბრალოდ ეუბნებიან ჰაი ან “how are you doing?” მაგრამ არც ისინი პასუხობენ სიმართლეს. ახლო მეგობრებს შორის კი მიღებულია ჩახუტება.

ხელის ჩამორთმევაა მნიშვნელოვანი ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. არაბები ართმევენ ნაცნობებს ხელს ყოველთვის როცა ხვდებიან და ემშვიდობებიან. არ აქვს მნიშვნელობა სახლში იქნება ეს სახლში იქნება, ქუჩაში თუ ოფისში. არაბები კოცნიან მხოლოთ იმავე სქესის პიროვნებას.

სენეგალში ჩვეულებრივი ხელის ჩამორთმევაა მიღებული მაგრამ განსხვავება ისაა, რომ , როდესაც ნაცნობს დაინახავ ათი წუთით უნდა შეწვიტო ყველანაირი საქმე და მიესალმო იმ პიროვნებას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, ის უნდა შეწყვიტო. ჯერ უნდა მოიკითხო თვითონ ის პიროვნება შემდეგ მისი ოჯახის ყველა წევრი. არსანიშნავია რომ ცოცხლებთან ერთად მკვდრებიც უნდა ახსენო. ბოლოს უნდა დაემშვიდობო და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ გააგრძელონ საქმე. იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებ და უბრალოდ კითხავ სად მიდის ის აუცილებლად გიპასუხებთ, რომ მიდის იმის სასწავლად თუ როგორ უნდა მიესალმო ნაცნობს.

სამხრეთ ამერიკაშიც უამრავი წესია თუმცა ძირითადად მიღებულია ხელის ჩამორთმევა. ასევე შეიძლება ლოყაზე კოცნაც. ასევე არასოდეს მიმართავენ სახელებით  უბრალოდ ამბობენ “ქალბატობო ან ბატობო”.

როგორც უკვე ზემოთ ვახსენე ტიბეტში ცხვირით მისალმებაა მიღებული. ნაცნობთან შეხვედრის შემთხვევაში ტიბეტელები ერთმანეთს ცხვირებს უხახუნებენ. თუმცა ეს ტრადიცია მოძველდა და ქალაქებში მსგავს მისალმებას იშვიაშად შეხვდებით. ასევე აღსანიშნავია რომ სხვადასხვა სქესის ადამიანები ასე არასოდეს ესალმებიან.

რათქმაუნდა ეს მხოლოდ ნაწილია იმ მისალმების ტრადიციებისა რაც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა ვფიქრობ მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი ინფორმაციაა.

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში

მსგავსი ამბები

Close
Close