არქივი

რას და როგორ კითხულობდნენ შუა საუკუნეებში

b945894a540e

შუა საუკუნეებში რელიგიური წიგნების შესწავლით მათი მფლობელთა მანერებისა და ჩვევების დადგენა გახდა შესაძლებელი. კვლევა სანტ ენდრიუსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოაწყვეს. მათი განმარტებით, შუა საუკუნეებში მკითხველებს იგივე ჩვევები და განცდები ქონდათ რაც თანამედროვე ადამიანებს. ეშინოდათ ავადმყოფობის, იყვნენ ეგოისტები და ლოცვის კითხვისას ჩათვლემდნენ ხოლმე


მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა კეტრინ რუდიმ, რომელიც სენტ ტორიის სკოლას წარმოადგენს, გადაწყვიტა შეესწავლა წიგნების ყველაზე ჭუჭყიანი გვერდები. რადგან, მეცნიერის აზრით ყველაზე ხშირად სწორედ ამ გვერდებს კითხულობდნენ. კვლევისთვის სამეცნიერო ჯგუფმა სპეციალური მოწყობილობა-დენსიტომეტრი გამოიყენა, რომელიც ფურცლის გაშავების ხარისხს ზომავს. ხელსაწყოს დახმარებით განისაზღვრა წიგნის რომელ გვერდს კითხულობდნენ ყველაზე ხშირად, კვლევის მიმდინარეობისას გაირკვა რომ ევროპულ რელიგიურ წიგნებში ყველაზე მეტად ჭუჭყიანი ის გვერდები იყო, რომელიც წმინდა მოწამე სებასტიონის ლოცვებს შეიცავდა.
8d97d018271f
მოწამის ცხოვრების თანახმად ის ჯერ მშვილდებით დაცხრილეს, შემდეგ ქვებით ჩაქოლეს. კეტრინ რუდი ირწმუნება, რომ მისი ჭრილობები შავი ჭირის სიმპტომებს გავდა. ამიტომ შუა საუკუნეებში როცა სასიკვდილო სენი ევროპის ქალაქების მოსახლეობას მუსრს ავლებდა, ევროპელებმა შავი ჭირისგან დამცველ წმინდანად სწორედ ის აირჩიეს. მეცნიერის აზრით დაავადებებისადმი შიში მკითხველთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელი ნიშანი იყო, ამას გარდა, ისიც დაასკვნეს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ლოცვა
გაცილებით პოპულარული იყო ვიდრე ლოცვა მოყვასთათვის.
57ef3f21574d
მკვლევართა ჯგუფმა გამოარკვია რომ ღამით ადამიანები არცთუ გულმხურვალედ ლოცულობდნენ. ადრიანი დილით ლოცვებში კი გაცილებით გაჭუჭყიანებული დასაწყისი გვერდები აგმოჩნდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლოცვის კითხვისას ადამიანებს უბრალოდ ჩაეძინებოდათ ხოლმე. შუა საუკუნეებში რელიგია ჯანდაცვის, ცხოვრების დაგეგმვისა და ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი იყო ამიტომ რელიგიური წიგნები გაცილებით პოპულარული გახლდათ. განსაკუთრებით შეძლებულ ოჯახებში -ამბობს კეტრინ რუდი. მკვლევარი აღნიშნავს, რომ წიგნი შუა საუკუნეებში ნამდვილ საგანძურს წარმოადგენდა წიგნს დღეში რამდენჯერმე კითხულობდნენ, ლოცვი დროს. ფურცელზე შემონახული ჭუჭყის ანალიზისგან ბევრი რამის დადგენა შეილება, რა ჩვევა ჰქონდა მათ მფლობელებს და რას ანიჭებდნენ უპირატესობას

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button