გასართობიკრეატივიუცნაური

განქორწინებული წყვილის შურისძიების 10 ყველაზე უცნაური შემთხვევა


ყველა ადამიანი თავისებურად განიცდის განქორწინებას: უმეტესობა ჩუმად
ითმენს და იტანჯება, ზოგიერთები ალკოჰოლს ეძალებიან, ხოლო ზოგს კი შურისძიება სწყურია. გაეცანით 10 გაშორებულ წყვილს და ყოფილი მეორე ნახევრების შურისძიების ყველაზე უცნაურ გზებსა და ხერხებს…


1. მამაკაცმა, რომელმაც შეიძინა სახლი ყოფილი ცოლის მეზობლად, დაამონტაჟა ბრინჯაოს „შუა თითის“ გიგანტური ქანდაკება, რომელიც ნათლად ჩანს ყოფილი ცოლის საძინებელი ფანჯრებიდან.
ალან მარკოვიცმა (Alan Markovitz), ცნობილი სტრიპტიზ კლუბის მფლობელმა, რომელიც ცხოვრობს დეტროიტში (Detroit), ახლახანს დაამონტაჟა ბრინჯაოს ხელის ქანდაკება სახლის უკანა ეზოში ქალაქ Orchard Lake-ში.
59- წლის მამაკაცი აღშფოთებული იყო და თავის თავს არ ეკუთვნოდა, როდესაც მისმა ყოფილმა ცოლმა ლეა ტუოჰიმ (Lea Tuohy), გააბა რომანი ადამიანთან, რომელსაც ალან მარკოვიცი იცნობდა და მეგობრობდა კიდეც !
როგორც იტყობინებიან, მარკოვიცმა დახარჯა 7 000 ამერიკული დოლარი „ბაღის ორნამენტზე“, რომლის სიმაღლეა 3,65 მეტრი და რომელიც ღამით განათებულია პროჟექტორით.


2. ყოფილმა ცოლმა განქორწინების გადასახადი გადაიხადა სულ ხურდა ფულით „ასე რომ, გასულ კვირას, მე საბოლოოდ მივიღე განქორწინება და სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩემმა ყოფილმა ცოლმა უნდა გადამიხადოს $50,12 დოლარი. აი, თუ როგორ გადამიხადა ყოფილმა ცოლმა“ – წერს მეორე ნახევარი.
მან გადმომცა ხურდა ფულით სავსე პლასტმასის ყუთები. ყუთები გამომიგზავნა ფოსტით. ყუთებში ფულთან ერთად
იყო ბრინჯი და ლობიოც…. გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ამ მამაკაცის ყოფილმა ცოლმა ამის გაკეთება, მაგრამ იურისტები ასე ხსნიან ამ ქალის ქცევას: ალბათ, ამით ყოფილი ცოლი მიანიშნებდა მის ეთნიკურ წარმომავლობას(ეს კიდევ გაუგებარია) , ან კიდე იმას, რომ ყოფილი ქმარი იყო ხარბი და ძუნწი !


3. მერმა მოუტანა თავის ყოფილ მეუღლეს 20-ტონიანი რიყის ქვა საჩუქრად.
პატარა ქალაქის მერს წაუყენეს ბრალდება, მას შემდეგ, რაც მან მიუტანა საჩუქრი დაბადების დღეზე თავის ყოფილ მეუღლეს: 20-ტონიანი რიყის ქვა, რომელსაც შემოვლებული ქონდა ვარდისფერი ლენტი .მერმა ლოდი დაუგდო ყოფილ ცოლს ეზოში.
ქალაქ St-Theodore-d’Acton-ის მერმა დენი ლარივიერამ (Dany Lariviere) მოუტანა თავის ყოფილ ცოლს- იზაბელ პრევოსტს (Isabelle Prevost)
არც თუ ისე სასიამოვნო საჩუქარი დაბადების დღეზე; უზარმაზარ ლოდზე იყო წარწერა ნარინჯისფერი საღებავით: ” Happy birthday , Isa “.
მერმა ხუმრობით განაცხადა, რომ მის ყოფილ ცოლს ყოველთვის უნდოდა მიეღო დაბადების დღეზე დიდი „ქვა“ (ცოლი გულისხმობდა ძვირფას ქვას ბეჭედში), ამიტომაც მერმა-დენი ლარივიერამ აჩუქა იზას ეს „რიყის ქვა“.


4. მამაკაცმა, რომელმაც გამოიგონა ყოფილი ცოლის საქორწინო კაბის გამოყენების
101 საშუალება (გზა, ხერხი).
მოტყუებულმა ქმარმა განახორციელა მხიარული შურიძიება თავის ყოფილ ცოლზე, რომელმც მიატოვა ის. საქორწინო კაბის გამოყენების გენიალური გზით, ის გახდა ინტერნეტ სენსაცია.
კევინ კოტერი (Kevin Cotter) იყო უნუგეშო და გაუხარებელი, როდესაც მისმა მეორე ნახევარმა მიატოვა 12 წლის ერთად ცხოვრების შემდეგ. ცოლმა თან წაიღო მთელი თავისი ნივთები; ერთადერთი, რაც მან დატოვა იყო საქორწილო კაბა.. როდესაც კოტერი (Kevin Cotter) ცდილობდა მისი კაბის დაბრუნებას, ცოლმა განაცხადა, რომ მას შეეძლო იგი თავისთვის დაეტოვებინა.
რამდენიმე თვის განმავლობაში, აბრეშუმის საქორწილო კაბა იდო თაროზე კოტერის სახლში ტუსონში (Tucson), არიზონას შტატი. მალე კოტერმა მიიღო გადაწყვეტილება და მან შექმნა ვებ გვერდი სახელწოდებით „ჩემი ყოფილი ცოლის საქორწილო კაბა“, რომელზეც ის იძლევა ამ კაბის გამოყენების 101 გზას.
მან აღიარა, რომ მისი მეუღლე არ იყო აღფრთოვანებული იმით, რაც კევინ კოტერმა გააკეთა. გვერდმა მოიპოვა წარმოუდგენელი პოპულარობა და მასზე შედიოდა ასიათასობით მნახველი. წარმოუდგენელია, მაგრამ ის აჩვენეს ამერიკის სატელევიზიო შოუ-გადაცემაში «Inside Edition». 2013 წელს ბლოგი გახდა წიგნი.
ეს, უეჭველად შესანიშნავი საშუალებაა, რომ გავუმკლავდეთ განქორწინებას …


5. მამაკაცი, რომელმაც თავისი ყოფილი ცოლის სამზარეულოში დატოვა ბომბი (რა თქმა უნდა ყალბი ბომბი) !
მამაკაცი, რომელიც ძალიან გაბრაზებული და აღშფოთებული იყო მოახლოებული განქორწინებით, ეჭვმიტანილია, რომ მან დატოვა მილი მაგიდაზე თავისი ცოლისათვის. მას ერთვოდა მინაწერი : „ეს არის ასაფეთქებელი მოწყობილობა. ეს ბომბი შენთვისაა“. ხოლო მის გვერდზე, წითელი მარკერით მინაჯღაბნი
იყო სიტყვა ” BOOM “.
51 წლის რენდოლფ სმიტი (Randolph Smith) დაასმინა მეუღლემ, რომელმაც განუცხადა პოლიციას, რომ რენდოლფმა სამზარეულოს მაგიდაზე დატოვა ასაფეთქებელი მოწყობილობა. პოლიციამ ქალაქ ვერო-ბიჩში (Vero Beach), ფლორიდას შტატში დააპატიმრა ეჭვმიტანილი;
ინჟინერ-გამნაღმებლებმა დაადგინეს, რომ მოწყობილობაში ფაქტობრივად არ აღმოჩნდა არავითარი ასაფეთქებელი ნივთიერება. როგორც თვით რენდოლფმა განუცხადა პოლიციას, აფეთქება იყო ცრუ განგაში და მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ცოლმა “განარისხა და მოთმინებიდან გამოიყვანა“…


6. განრისხებულმა მამაკაცმა ნეხვით აავსო ყოფილი ცოლის ჯაკუზი.
ეს მოხდა დაბა St- emelie -de- L’Enerdzhi-ში, რომელიც მდებარეობს კანადაში, მონრეალის ჩრდილოეთით; პოლიციამ დააკავა 64 წლის მამაკაცი რენე დანიელი (Rene Daniel) ყოფილი ცოლის სახლთან, რომელსაც ნეხვი გადმოქონდა ტრაქტორიდან…


7. წყვილმა ნიუ იორკში გაყვეს თავიანთი ბინა კედლით; სამსართულიანი სახლი მდებარებს რაიონ Borough Park-ში.
განქორწინებულმა წყვილმა ჩააშენეს კედელი თავიანთი სახლის შუაგულში, რადგანაც არც ქმარს და არც ცოლს არ სურდა სახლის დატოვება.


8. ყველაფერი რომ თანაბრად გაეყოთ, ფერმერმა გამჩარხავი ინსტრუმენტით გაჭრა
ყველა ინსტრუმენტი და ასევე საყოგაცხოვრებო ნივთები.


9. ყოფილმა ცოლმა თავისი საქოწილო ბეჭედი გაუშვა „კოსმოსში“.
ქალაქ Christchurch-ში, ახალი ზელანდიაში რებეკა გიბსმა (Rebecca Gibbs)
ჩადო საქორწილო ბეჭედი ხელნაკეთ რაკეტაში და გაუშვა „კოსმოსში“.
ხელნაკეთი რაკეტა კონსტრუირებული იყო თავისი ძმის მიერ.


10. განქორწინებულმა ქმარმა ჩამოკიდა პროტესტის პლაკატი თავისი სახლის ფასადზე.
რობინ ბეიკერმა (Robin Baker), მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ყოფილმა ცოლმა მთლიანად გაქურდა მისი სახლი Leicestershire-ში, სამი შვილის მამამ გამოიყენა თავისი სახლის ფასადი, რომ გაუგზავნოს შეტყობინება თავის ცოლს- ბანერზე წერია: „ჩემმა ყოფილმა ცოლმა გამქურდა. მე დავამტკიცე სასამართლოიში, რომ შენ მატყუარა და „მეორეხარისხოვანი“ ქალი ხარ. შენ ხარ ***** “.
მისტერ ბეიკერმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ჩამოკიდა ბანერი ფასადზე, მასთან ხშირად მოდიან უცნობი ადამიანები, რომ მიულოცონ ასეთი ცოლის მოშორება :*

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close