არქივი

მულტფილმები, რომლებმაც ცხოველების მიმართ დამოკიდებულება შეგვიცვალეს

66f97b9db2df
წარმოგიდგენთ 10 მულტფილმს, რომელმაც შეცვალა ჩვენი წარმოდგენა საზიზღარ არსებებზე, რომლებიც ადამიანებში შიშს იწვევენ

1c5241990c4f5

ვირთხები

პიქსარში მომუშავე გენიოსებმა ჩაატარეს შთამბეჭდავი სამუშაო, რომ ვირთხები საყვარელ არსებებად აღგვექვა, მიუხედავად იმისა,რომ ამ სახელის გაგონებაზეც კი ხალხის უმეტესობა პანიკაში ვარდება.აღსანიშნავია, რომ ამ ანიმაციური ფილმის ნახვის შემდეგ ბევრ ბავშვს გაუჩნდა სურვილი, სახლში პატარა რემი ყოლოდა

2913932e224f4

ტარაკნები

პიქსარმა ისევ შეგვაყვარა საზიზღარი  არსებები. ვალლ-ის მეგობარი ტარაკანი იმდენად საყვარელია ამ მულტფილმში, რომ ზოგ ბავშვს თეთრ ფუმფულა სათამაშო დათვის ბელსაც კი ამ ტარაკნის სათამაშოები ურჩევნია

3b357c3ea8d11

მუხლუხოები

დიახ, ზოგ ადამიანს ისინი მოსწონს, ზოგსაც – არა. მაგრამ მწერთა ცხოვრებიდან ძალიან ბევრს ეს პერსონაჟი დაამახსოვრდა და მაყურებელთა სიმპათიაც დაიმსახურა

466f97b9db2df

გოლიათი კაციჭამიები

რა თქმა უნდა, ეს გოლიათი კაციჭამიები რეალურად არ არსებობენ, მაგრამ მულტფილმების სამყაროში შრეკი ყველას შეგვიყვარდა და დაამსხვრია ამ სახელისადმი ესოდენ დიდი ანტიპათია.მართალია, გარეგნულად ისეთივე მახინჯია ყველა სერიაში, მაგრამ გულით ძალიან თბილი

5100b5bbd358c

მკვდარი ძაღლები

არამგონია ბევრ  ადამიანს ესიამოვნოს ტანჯული ძაღლების ნახვა, მითუმეტეს მკვდრების. თუმცა მულტფილმში Corpse Bride  ეს გაუბედურებელი ცხოველი ისეთი საყვარელია, როგორც რეალურ ცხოვრებაში ბევრი ძაღლი

69152835d68a6

მოჩვენებები

პატარა და მეგობრული მოჩვენება კასპერი ხალხში არანაირ შიშს არ იწვევს: არც კი დავინტერესებულვართ იმით, თუ როგორ მოკვდა იგი, სანამ მოჩვენებად გადაიქცეოდა. საქმე იმაშია, რომ იგი არც მომკვდარა: მისი მშობლები  მოჩვენებები იყვნენ ქორწილისა და კასპერის დაბადების მომენტში

74117f0ae9a0f

ჭიანჭველები

მწერთა ცხოვრებიდან ალბათ ყველას შეგვიყვარდა ჭიანჭველები. ამ საყვარელი ჭიანჭველების გულისთვის მულტფილმის ყურება რამდენჯერმე შეგვიძლია.

8ed4eb91ebbe0

სკუნსები

მართალია, ხანდახან სკუნსები “ყარან”, მაგრამ Looney Tunes-მა დაგვანახა, რომ ისინი რომანტიკოსები არიან

909cc84c344f0

 გველები

ალბათ ბევრ ადამიანს მოსწონს გველის დათვალიერება, თუმცა შიშის გამო მათ სიახლოვეს დიდხანს ვერ გაძლებს. მაგრამ ამ ქვეწარმავლისადმი შიში მულტფილმ “კუნგ ფუ პანდაში” არავის აქვს. პირიქით, გველი სიმპათიასაც კი იმსახურებს

1056ebeed0d7e8

ობობები

მულტფილმმა “შარლოტას ქსელი” დაგვავიწყა ჩვენ  ობობების უარყოფითი მხარე და შეგვაყვარა ისინი:განსაკუთრებით კი ეს საყვარელი და ბრძენი ობობა.არადა სინამდვილეში, ყველა ადამიანი ობობის დანახვისთანავე  ეძებს რაიმე ნივთს, რომ მიაკლას იგი

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button