გასართობიკრეატივიუცნაური

სპილოების არაჩვეულებრივი ფესტივალი ჩიტვანის ეროვნულ პარკში – (Chitwan National Park)


ყოველი წლის 28 დეკემბერს იმართება უჩვეულო ფესტივალი ჩიტვანის (Chitwan) ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს 170 კილომეტრის დაშორებით კატმანდუდან (Kathmandu), ნეპალი. ამ წელს ფესტივალზე ჩატარდა სხვადასხვა „სპილოს“ ღონისძიებები: „რბოლა“, ფეხბურთი, სილამაზის კონკურსი და სხვ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ჩიტვანის პარკი“, რომელიც წარმოადგენს ხელუხლებელი ჯუნგლების ღირებულ ფართობს კონტინენტურ აზიაში, შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოს – იუნესკოს შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი.
„ჩიტვანის პარკში“ ნებისმიერ მსურველს შეუძლია წავიდეს ექსკურსიაზე სპილოზე შემჯდარი…
ნახეთ სპილოების ფეხბურთის ვიდეო:


სპილოების „რბოლის“ ფინიშის ხაზი.

ჟიურის წევრები შეფასებას აძლევენ „სპილოების სილამაზის კონკურსის“ ერთ-ერთ მონაწილე-სპილოს ჩიტვანის (Chitwan) ეროვნულ პარკში.


მსოფლიო ტურნირი სპილოების პოლოში იმართება ყოველი წლის ნოემბერის თვეში ნეპალის ჩიტვანის ეროვნულ პარკში – (World Elephant Polo Association).
ცნობილი, როგორც „ მეფეთა სპორტი“, პოლო ასევე ხდება „გიგანტების“ სპორტიც, როდესაც მოთამაშეები ცხენების ნაცვლად სპილოებზე არიან ამხედრებულნი.


ფერადი ბოდიარტი გაკეთებულია აფრიკული სავანის სპილოზე (Loxodonta ). როგორც ცნობილია ბოდიარტის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ”tattoo” და ”piercing”, თუმცა არის შემდეგი მიმდინარეობებიც: scarification, branding, და body painting (სხეულის მოხატვა). ამ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა სპილოს სხეულის მოხატვა !


ნახეთ ვიდეო:










თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close