ახალი ამბებივიდეოებიუცნაური

მუსულმანი მამაკაცი პენისის მოჭრას აპირებს, რომ გახდეს “მის 2014” (16+)

გლამურული მოდელი, რომელმაც უკვე მოასწრო ტორონტოს გაოცება თავისი გამოსვლებით, იმედოვნებს, რომ ის 2014 წლის „მის მსოფლიოს“ტიტულს მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსტრავაგანტული მოდელი მამაკაცად დაიბადა.

ამელია მალტეპე დაიბადა მკაცრი ტრადიციების მატარებელ მუსულმანურ ოჯახში, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ის გარკვეულ ასაკამდე იზრდებოდა, როგორც უბრალო მუსულმანი პატარა ბიჭი, სკოლაში დადიოდა, ასევე იცავდა მუსულმანურ ტრადიციებს და მუსულმანურ დღესასწაულებს ლოცვაში ატარებდა მშობლებთან ერთად.

თუმცა, როცა 21 წელი შეუსრულდა მან დაიწყო თავისი ცხოვრების შეცვლა. მან 8,000 ფუნტ სტერლინგი დახარჯა ხელოვნური მკერდის ჩასასმელად. შემდეგ დაიწყო ქალური ტანისამოსის ტარება. დღეს კი 23 წლის „გოგონა“ არის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ტორონტოში. ის ცხოვრობს თავის შეყვარებულ მამაკაცთან ერთად, რომელიც ამავდროულად მისი ფიზ-მომზადების მწვრთნელია.

ამელია, იგივე ადეში(მისი ნამდვილი „მამაკაცობის“ სახელი) თქვა: „მის 2014“ არის ჩემი მთავარი მიზანი, რისთვისაც მე ძალებს არ დავზოგავ. მე ბავშვობიდანვე თავს ხაფანგში ვგრძნობდი, რადგან ვხვდებოდი, რომ მე არა მამაკაცად არამედ ქალად უნდა მოვლენოდი ამ სამყაროსო“.

2011 წელს, მას შემდეგ რაც ამელიამ ტორონტოს უნივერსიტეტში ჩააბარა, ის მიხვდა, რომ მას შეეძლო ამ ქალაქში ტრანსფორმირება.

ამ ქალბატონის(ბიოლოგიურად მამაკაცის) ტრანსოფორმაციისთვის დიდი თანხები იყო საჭირო, მას შემდეგ რაც მან რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და ქალის კორპუსი მიიღო, მას სამოდელო სააგენტოები მოაწყდნენ და ფოტოსესიაში მიღბეული ჰონორარით შეცვლის თანხას თვითნვე იხდიდა.

გასულ წელს ამ (ქალ)ბატონის პიკანტურმა სურათებმა მთელი კანადა მოიცვა, რის გამოც ბევრი მითქმა მოთქმა და დაპირისპირებები მოხდა.

დღეისათვის ამელიას არ გაუკეთებია სასქაეო ორგანოს ტრანსპლანტაცია. ის დღეისათვის ცხოვრობს მის ბოი-ფრენდთან, ჩაკ ბელგიმთან ერთად, რომელმაც რამდენიმე წელი ამელია წარსულის შესახებ არაფერი იცოდა. როცა გაიგო აპატია თავის საყვარელს და კვლავ ურთიერთობაში არიან.

ამ ამბავმა მთელი მსოფლიო მოიცვა. ამ მამაკაცის ტრანსფორმაციას გამოეხმაურა ასევე კანადის კათლიკური, პროტესტანტული, ანგლიკანური, ბაპტისტული და ისლამური ეკლესიები. მათ ერთხმად დაგმეს მამაკაცის ამგვარი საქციელი და ეს ბუნებაში ჩარევად ჩათვალეს.

ქალბატონის მშობლები თავიანთი შვილის საქციელს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან , მათი განცხადებით ვერ მოუძებნიათ მიზეზი, რის გამოც შეიძლებოდა ამგვარი ცვლილება მათ ვაჟიშვილზე. მათი თქმით, ისინი თავის შვილს ყოველთვის მიიღებენ, თუ დაუბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას(რაც პენისის მოჭრის შემთხვევაში ცოტათი გართულდება).

გლამურულ მოდელს ბევრი თაყვანისმცემელი და მისი საქციელის მომხრე გამოუჩნდა.

მისი ფოტოების დღეისათვის კანადაში ყველაზე პოპულარულია და ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მოდელად ითვლება მთელს ქვეყნააში.

 

იხილეთ ვიდეო ამელიას შესახებ:

loading...
თეგები
Close
Close