გასართობისაკითხავისურათები

10 ყველაზე დიდი ლაინერი


მეოცე საუკუნეში ამ რკინის გიგანტებს დაპყრობილი ჰქონდათ ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი, მათ ემიგრანტები მიჰყავდათ ახალ სამყაროში, ხოლო მდიდრები მიჰყავდათ ევროპიდან ამერიკაში ან პირიქით – ევროპაში. ამ ლაინერებიდან ზოგიერთი დღესაც არსებობს, ხოლო ზოგიერთი კი არსებობს ფოტოებზე და ზოგიერთის გონებაში. წარმოგიდგენთ ყველაზე დიდი ლაინერების სიას.

ბრემენი გაეშვა წყალში 1929 წელს, მას შემდეგ რაც პირველ მსოფლიო ომში გერმანია დამარცხდა და თავისი ფლოტი გადასცა გამარჯვებულ ქვეყნებს, ბრემენის საშუალებით გერმანელებმა კვლავ დაიკავეს პირველი ადგილი ზღვაში. ბრემენი იყო ძალიან ცნობილი ხომალდი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ბრემენის კარიერა დაანგრია. გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ლაინერი გადააქციეს ბარაკებათ, ხოლო 1941 წელს ბრემენს ხანძარი გაუჩნდა და საბოლოოდ ის დაშალეს ნაწილებათ.

დედოფალი ელიზაბეთ 2 გაეშვა ზღვასი 1969 წელს. 1960-იანი წლებიდან 2004 წლამდე დედოფალი ელიზაბეთ 2 ითვლებოდა ერთადერთ ძვირფას ხომალდათ. დედოფალი ელიზაბეთ 2 დაცურავდა არამხოლოდ ატლანტის ოკეანეში, არამედ ლაინერი შედიოდა სიდნეის პორტში. ეს შესანიშნავი სუპერლაინერი საბოლოოდ გახდა მოცურავე სასტუმრო დუბაიში.

საფრანგეთი გაეშვა 1961 წელს. საფრანგეთი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ატლანტიკური სუპერლაინერი. საფრანგეთი იყო 15 წლის განმავლობაში თავისი ქვეყნის წამყვანი ხომალდი. ლაინერი იყო საფრანგეთის სიამაყე და მთელი ქვეყანა გლოვობდა მას როდესაც ჩაიძირა 1974 წელს, შემდეგ კი საფრანგეთი მიჰყიდეს ნორვეგიულ საკრუიზო ხაზებს და გადაერქვა სახელი და დაერქვა ნორვეგია, სწორედ ამ სახელით დაცურავდა ლაინერი 1980 წლიდან 2001 წლამდე. ხომალდმა ბევრი დაბრკოლება გადაიტანა, მაგრამ მაინც დარჩა კარიბის ზღვაში ყველაზე პოპულარულ ლაინერათ, შემდეგ ხომალდი გაიყიდა და გარემოს დაცვის მიზნით დაიშალა ნაწილებათ, ის ბოლოს დაშალეს 2008 წელს.

მაურიტანია ზღვაში გაეშვა 1906 წელს და ის გახდა პირველი ატლანტიკური სწრაფმავალი ხომალდი, გამოყენებული იქნა ორთქლის ტურბინები, რამაც ეს ხომალდი გახადა ფავორიტი სამი ათწლეულის განმავლობაში. მაურიტანია ლიდერობდა ხომალდებს 20 წლის განმავლობაში, სანამ მას ლიდერობა არ წაართვა ზემოთ ხსენებულმა ბრემენმა. მიუხედავად ხომალდთა მოყვარულების და მათ შორის ფრენკლინ რუზველტის პროტესტისა მაურიტანია დაშალეს 1935 წელს.

ნორმანდია ზღვაში გავიდა 1932 წელს და ლაინერი ითვლებოდა ულტრათანამედროვედ, რადგან მას ჰქონდა ორთქლის ტურბინა, სუფთა გემბანი და აღჭურვილი მაშინ თანამედროვე მოწყობილობებით. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი თანამედროვე იყო მას მოუწია დიდი ბრძოლა შემოსავლებისთვის, ხოლო 1939 წელს როდესაც ომი თავიდან დაიწყო ნორმანდია დარჩა ნიუ-იორკში, სანამ საფრანგეთი დამარცხდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაიწყო ხომალდის გამოყენება მაშინ, როდესაც თვითონ ჩაება ომში და სახელი გადაარქვა და დაარქვა ლაფაიეთი, მაგრამ ხომალდი ზღვაში არც კი გასულა. ლაინერი დაიწვა 1942 წელს სარემონტო სამუშაოებისას, დიდი ძალისხმევის მიუხედავად ის ვერ გადაარჩინეს და 1946 წელს დაშალეს.

ოლიმპიკი გაეშვა 1911 წელს ზღვაში და ჩამოიშორა თავისი მსგავსი კონკურენტები – საყოველთაოდ ცნობილი ტიტანიკი და ბრიტანიკი. ოლიმპიკი ცნობილია იმით, რომ ესროდა სხვა ხომალდებს, მაგრამ მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო წინასწარ განსაზღვრული. ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ ოლიმპიკი გახდა დამატებითი კრეისერი, როდესაც 1918 წელს ოლიმპიკმა შეამჩნია გერმანული წყალქვეშა გემი U-103 მან ის ჩაძირა და აიძულა გერმანელებს, რომ უკან დაეხიათ. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი ასაკობრივად დიდი იყო, მაინც ძალიან პოპულარულ ლაინერათ რჩებოდა. ოლიმპიკი დაშლილი იქნა 1937 წელს.

დედოფალი მერი გაეშვა ზღვაში 1934 წელს და ის შეიქმნა იმისთვის, რომ ბრიტანეთს დაემტკიცებინა თავისი დიდება წყალზე და ასევე ჩაენაცვლებინა ძველი ლაინერები – მაურიტანია და აკვიტანია. ის ტრადიციულად იყო აწყობილი, მაგრამ ბევრად პოპულარული იყო ვიდრე თანამედროვე ნორმანდია. გერმანულ წყალქვეშა გემებს დედოფალი მერის ჩაძირვაც უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. კომპანია კუნარდის ორი ხომალდი მართავდა მთელს ზღვას. დღეს დედოფალი მერი მდებარეობს კალიფორნიაში – ლონგ ბიჩზე და წარმოადგენს სასტუმროს.

დედოფალი მერი 2 ზღვაში გაეშვა 2003 წელს და 30 წლის განმავლობაში ყველას ეგონა, რომ დედოფალი ელიზაბეთ 2 იყო უკანასკნელი ხომალდი, რომელიც უკავშირდებოდა გასული საუკუნის სუპერლაინერებს, ელიზაბეთ 2-ს წარმატებამ აიძულა კუნარდი, რომ აეშენებინა ახალი ხომალდი და მან ააშენა კიდევ ერთი ლაინერი. დედოფალმა მერი 2-მა მოხსნა რეკორდი როგორც ყველაზე დიდი ატლანტიკური ლაინერი. ის წარმოადგენს ატლანტიკური ლაინერისა და საკრუიზო ხომალდის ნაზავს. თავიდან ლაინერი ჩაფიქრებული იყო მხოლოდ ატლანტის ოკეანისთვის, მაგრამ მას შეუძლია ნებისმიერ ზღვაში ცურვა, თუ თქვენ გაქვთ 2000 ამერიკული დოლარი, მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი და დედოფალ მერი 2 თქვენთვითონვე შეამოწმოთ.

რექსი გაეშვა ზღვაში 1932 წელს და ითვლებოდა იტალიის ომის შემდგომ სიამაყეთ, რექსი და მისი ტყუპისცალი კონტე დე სავოია იყვნენ პასუხები გერმანიის ახალ სწრაფმავალი ხომალდებისთვის. დღეს რექსი იმითაა ცნობილი, რომ ის დაიჭირეს 1938 წელს ამერიკულმა ბომბდამშენებმა YB-17. 1944 წლის სექტემბერში რექსი ჩაძირული იქნა.

შეერთებული შტატები ზღვაში გაეშვა 1952 წელს და ის იმდენად სწრაფი იყო, რომ მისი სიჩქარე საიდუმლოთ რჩებოდა, ეს არის უკანასკნელი სწრაფმავალი გემი რომელიც დღესაც იჟანგება ფილადელფიის პორტში. შეერთებული შტატები ჯერაც თავის საბოლოო განაჩენს ელოდება მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს ის იყიდა ნორვეგიის საკრუიზო ხაზებმა.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close