გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველაზე გამორჩეული ადამიანები მსოფლიო კოსმონავტიკის ისტორიაში


თანამედროვე მსოფლიოსათვის კოსმოსი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ტექნიკის განვითარებასთან ერთად ადამიანი უფროდაუფრო შორს იჭრება და მეტ ინფორმაციას აგროვებს. ბოლო პერიოდში ხშირი სახე მიიღო კოსმოსურმა მოგზაურობებმა. მაგრამ ერთი საუკუნის წინ ადამიანები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ადამიანი ატმოსფეროს გაცდებოდა. დღეს წარმოგიდგენთ რამენიმე ადამიანს, რომელმაც მსოფლიო კოსმონავტიკის ისტორიაში მნიშნელოვანი ფურცელი ჩაწერეს.

იური გაგარინი

იური ალექსის ძე გაგარინი დაიბადა 1934 წელს რუსეთში. კერძოდ კი სმოლენსკის ოლქში სოფელ კლეშინოში. დაიბადა კოლმეურნის ოჯახში. 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა სახელოსნო სასწავლებელი და მუშა ახალგაზრდობის სკოლა, 1955 -სარატოვის ინდუსტრიული ტექნიკუმი. ამ ტექნიკუმში სწავლისას გადადგა პირველი ნაბიჯები ავიაციაში. 1957 წელს დაამთავრა მფრინავთა ჩკალოვის I სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი და მსახურობდა წითელდროშოვანი ჩრდილოეთის ფლოტის გამანადგურებელი ავიაციის ნაწილებში. 1960  წელს გაგარინი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მამაცი გამანადგურებელი მფრინავი, ჩაირიცხა კოსმონავტთა რაზმში. 1968  წლის თებერვალში წარჩინებით დაამთავრა ნ.ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია მოსკოვში.1961  წლის 12 აპრილს  გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში. კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით “ვოსტოკ-1″  და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა. მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი (ისევე როგორც ყველა სხვა კოსმონავტი ”ვოსხოდ-1” გაფრენამდე) 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა. ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო მსოფლიო საზოგადოებისგან. გაფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ გაგარინი სრულყოფდა თავის ოსტატობას, ასწავლიდა და ავარჯიშებდა კოსმონავტებს, ხელმძღვანელობდა კოსმოსურ ხომალდების ფრენას, ამავე დროს ეწეოდა დიდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობას. იყო სსრკ-ის VI-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საკავშირო ალკკ ცკ-ის წევრი, 1966-იდან ასტრონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა  და ბევრი უცხოური სახელმწიფო უმაღლესი ორდენებით.ტრაგიკულად დაიღუპა საწვრთნელი ფრენის დროს ვლადიმირის ოლქის სოფ. ნოვოსიბირსკთან  (დაღუპვის შესახებ არსებობს სხვადასხვა დაუსაბუთებელი ვერსიები). დასაფლავებულია მოსკოვში, წითელ მოედანზე. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად სმოლენსკის ოლქის ქ. გჟატსკს დაერქვა ქ. გაგარინი და სმოლენსკის ოლქის გჟატსკის რაიონს გაგარინის რაიონი. ი. ა. გაგარინის სახელი მიეკუთვნა წითელდროშოვან კუტუზოვის ორდენოსან სამხედრო-საავიაციო აკადემიას მონინოში. გაგარინის სახელი ეწოდა მთვარის ერთ-ერთ კრატერს.1968 წელს ავიაციის საერთაშორისო ფედერაციამ (ფაი) დააწესა ი. გაგარინის სახელობის ოქროს მედალი.

ალექსეი ლეონოვი

ალექსეი არქიპის ძე ლეონოვი დაიბადა 1934 წლის 30 მაისს რუსეთში კემეროვოს ოლქში. 1960 წელს შეარჩიეს 20 კოსმონავტს შორის, რომლებიც ერთად უნდა გაფრენილიყვნენ. თავდაპირველად ისინი ”ვოსტოკ-11”-ის მისიით მიფრინავდნენ, თუმცა საბოლოოდ პროგრამა შეჩერდა და ”ვოსხოდ-2”-ის მისიით გაემგზავრნენ შორეულ კოსმოსში. 1965 წლის 18 მარტს ლეონოვი ხომალდიდან ღია კოსმოსში გავიდა. ეს გასვლა 12 წუთი და 9 წამი გაგრძელდა. გაფრენისათვის იგი დედამიწაზე 18 თვე ემზადებოდა და თავისი ვოიაჟი კოსმოსში წარმატებით დაასრულა.

 

ვალენტინა ტერეშკოვა

ვალენტინა ტერეშკოვა დაიბადა 1937 წლის 6 მარტს ქალაქ იაროსლავლთან ახლოს. მისი მამა ტრაქტორისტი იყო დედა კი ქარხანაში მუშაობდა. ორი წლის ასაკში მამამისი ბრძოლაში დაიღუპა. ვალენტინა სკოლაში რვა წლის მივიდა. ჩვიდმეტი წლისამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა თუმცა არც სწავლა შეუწყვეტია. იაროსლავლში იმ დროს იყო მფრინავთა კლუბში. იგი გაწევრიანდა ჯგუფში და 22 წლის ასაკში 1959 წლის 21 მაიის პირველად გადმოხტა პარაშუტით. ქარხანაში მთავარი იჟინერი გახდა, თუმცა მაინც განაგრძობდა პარაშუტით ხტომას. 1961 წელს რუს ინჟინრებს გაუჩნდათ იდეა. მათ სურდათ პირველი ქალი კოსმოსში სწორედ რუსი ყოფილიყო. მათ გამოაქვეყნეს კრიტერიუმები ასაკი-30 წელზე ნაკლები, წონა-70 კილოგრამზეზე ქვევით, სიმაღლე 170 სანტიმეტრზე ნაკლები და უნდა შეძლებოდა ოარაშუტით ხტომა. ვალენტინამ ყველა ეს პირობა დააკმაყოფილა. 50-ზე მეტმა გოგონამ გაიარა ტესტი თუმცა რამდენიმე შეარჩიეს და ვალენტინამ სხვა 4 გოგოსთან ერთად დაიწყო მზადება. საბოლოოდ კი ინჟინრებმა ვალენტინა შეარჩიეს. 1963 წლის 16 ივნისს ვალენტინა გაფრინდა და გახდა პირველი კოსმონავტი ქალი. მოგზაურობა 3 დღე გაგრძელდა და ამ დროის მანძილზე მას დედამიწასთან კონტაქტი არ დაუკარგავს. იმავე წლის ნოემბერში დაქორწინდა ასევე კოსმონავტ ანდრიან ნიკოლაევზე. მათ 1964 წელს შეეძინათ ქალიშვილი ელენა. გმირი ქალი 1997 წლამდე მუშაობდა კოსმონავტ-ინჟინრად. თავის სამოცდამეათე იუბილეზე თქვა “მე კვლავ მაქვს ერთი ოცნება. მსურს მარსზე გაფრენა. ეს ყველა კოსმონავტის ოცნებაა”.

 

ნილ არმსტრონგი

ნილ არმსტრონგი დაიბადა 1930 წლის 5 აგვისტოს აშშ-ში, ქალაქ უაპაკონეტში. 1947-1952  წლებში მსახურობდა საზღვაო ავიაცაში. განახორციელა 78 საბრძოლო გაფრენა კორეის ომში . 1962 წელს მიიღო ასტრონავტის სტატუსი. 1966 წლის მარტში იყო ხომალდის “ჯემინი-8” მეთაური. 1962  წელს არმსტრონგი შერჩეული იქნა NASA-ს მიერ. 1969 წელს ხელმძღვანელობდა მისიას “აპოლო 11” ედვინ ალდრინთან (მთვარეზე დასაჯდომი კაპსულა „არწივის“ პილოტი) და მაიკლ კოლინთან (მმართველ ხომალდ „აპოლო 11“-ის პილოტი) ერთად. „აპოლო 11“-მ დატოვა კენედის კოსმოსური ცენტრი.  16 ივლისს 1969 წელს და 4 დღეში, 20 ივლისს დაეშვა მთვარის ზედაპირზე, ე. წ. “სიმშვიდის ზღვარზე” მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს ტელევიზორში. მთვარეზე დასაჯდომი კაფსულიდან „არწივი“ ნილ არმსტრონგი გამოდის ხაზზე: „ ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა…“21 ივლისს 1969 წ დილას არმსტრონგი ჩამოდის ხომალდიდან 2 საათსა 56 წუთსა და 15 წამს UTC და პირველი დგამს ფეხს მთვარეზე. ამ დროს იძახის ისტორიულ სიტყვას:

That’s one small step for man, one giant leap for mankind.
„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“

15 წუთის შემდეგ მას უერთდება ედვინ ალდრინი, რომელთან ერთადაც აღმართავს აშშ-ს სახელმწიფო დროშას. შემდეგ გააგრძელეს მთვარის გარშემო ტრიალი მესამე ასტრონავტ მაიკლ კოლინთან ერთად. ამ 3 ასტრონავტს შორის არმსტრონგი არჩეული იქნა პირველ კაცად, რომელსაც მთვარეზე უნდა გაევლო, რადგან იგი ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და არა სამხედრო როგორც მისი ორივე თანაშემწე. არმსტრონგმა მთვარეზე გაატარა 2 ს და 31 წ, გაიარა 250 მ. დედამიწაზე დაბრუნდნენ 24 ივლისს, თან წამოიღეს რამდენიმე ქვის ნატეხი შესასწავლად.

ამ ოთხმა ადამიანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კოსმოსის შესწავლის გზაზე და ისტორიაში თავიანთი სახელები სამუდამოდ ჩაწერა.

 

 

თეგები

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში
Close
Close