გასართობისაკითხავისასარგებლო

კონრად ჰილტონი და ჰილტონის სასტუმროების კორპორაცია

ჰილტონის წარმატებას ორ ძირითად ფაქტორს უკავშირებენ: 1.სამსახურში საუკეთესო მენეჯერების აყვანას და მართვის სრული ავტონომიიის მინიჭებას 2. კარგი ვაჭრის გამოცდილებიდნ გამომდინარე, გადახარჯვის თავიდან აცილების უნარს.

საბანკო სექტორში მუშაობის შემდეგ 1919 წელს კონრად ჰილტონმა პირველი სასტუმრო Mobley შეიძინა 5 ატას ამეიკულ დოლარად. მისი პირველი კლიენტები ნავთობისა და მშენებლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ და ოთახებზე მაღალი მოთხოვნილების გამო ჰილტონის ტუმრებს ხშირად თავის ოთახს უთმობდა და თვითონ ფოიეში, სკამზე იძინებდა.

 

საბანკო საქმეში კარგად ჩახედულმა ჰილტონმა სესხი აიღო და ახლოს მდებარე შვიდი სასტუმრო შეიძინა. ჰილტონის ტაქტიკა ასეთი იყო: ესესხა რაც შეიძლება ბევრი ფული და მალე გაფართოვებულიყო, ამ ტაქტიკამ შესანიშნავად იმუშავა 30-იანი წლების დიდ დეპრესიამდე. ჰილტონის ქონების ნაწილი ბანკის ვალებს შეეწირა.

მაგრამ ბევრი დიდი ბიზნესმენის მსგავსად ის ბრძოლისუმარიანი აღმოჩნდა, სხვა კორპორაციებთან გაერთიანების ფასად ბიზნესი მაინც შეინარჩუნა. სწორედ ჰილტონმა შეამჩნია, რომ სასტუმროს კომფორტაბელურ ფოიეში საქმიან შეხვედრაზე მსხდომი ხალხი ფულს არ ხარჯავდა და სასწრაფოდ გახსნა ფოიეს ბარი და მაღაზიები.

ჰილტონის კორპორაცია 50-ზე მეტ ქვეყანაში 2 ატასზე მეტი დამოუკიდებელი სასტუმროსაგან შედგება, მის საკუთრებაშია ისეთი ახალი ბრენდები როგორებიცაა: Double Tree Hotels, Embussy Suits, Homewood Suits და ა.შ.

loading...
თეგები
Close
Close